საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-06
ბიუროს ნომერი 256
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსი” (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
17/12/2010,
სარეგისტრაციო
270000000.04.001.016012) შეტანილი იქნას შემდეგი სახის ცვლილება:
20-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ზ1“ პუნქტი, შემდეგი რედაქციით:
„ზ1) 1 მაისი – შრომის საერთაშორისო დღე;“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი 2019 წ.
კოდი:
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიზანია, შრომის საერთაშორისო დღე - 1 მაისი საქართველოს კანონმდელობით
გამოცხადდეს უქმე დღედ. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება გამოხატულება სახელმწიფოს
მხრიდან შრომის და მშრომელი ადამიანების პატივისცემისა. ამავდროულად, ეს წარმოადგენს
აღიარებას შრომის, როგორც საზოგადოების და ქვეყნის განვითარების ძირითადი
ინსტრუმენტის. ამასთან ერთად, 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადება წარმოადგენს
სოლიდარობის გამოხატულებას, როგორც ქვეყნის შიგნით მშრომელი ადამიანების მიმართ,
ასევე საერთაშორისო დონეზე. პირველი მაისი საერთაშორისო მნიშვნელობის დღეა. ამის
დადასტურებაა სწორედ ის, რომ ევროპული ქვეყნების უმეტესობაში 1 მაისი უქმე დღედაა
გამოცხადებული.
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის („სოციალური სახელმწიფო“) პირველი და მე-2
პუნქტების თანახმად:
„1. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.
2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის,
თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.“
ხოლო 26-ე მუხლი უზრუნველყოფს
თავისუფლებასა და გაფიცვის უფლებას.
სოციალური
შრომის თავისუფლებას, პროფესიული კავშირების
ქვეყნის მთავარი კანონით გათვალისწინებული „სოციალური სახელმწიფოს“ პრინციპი
გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საზოგადოებაში მაღალი სოციალური
სტანდარტების დამკვიდრებაზე. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, უზრუნვეყოს
სოციალური სახელმწიფოს პრინციპის განხორციელება ყველა მიმართულებით. 1 მაისის უქმე
დღედ გამოცხადება სწორედ აღნიშნულ ვალდებულებას ემსახურება.
გამომდინარე აქედან, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების პროექტი სრულ
შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის შედეგად, საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის
მე-20 მუხლის („უქმე დღეები“) ჩამონათვალს დაემატება 1 მაისი - შრომის საერთაშორისო დღე.
ევროპული სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი (მცირე გამონაკლისის გარდა) 1 მაისს აღნიშნავს
შრომის საერთაშორისო დღეს და გამოცხადებულია უქმე დღედ. კანონპროექტის მიხედვით,
საქართველო შეუერთდება იმ მრავალრიცხოვანი, მოწინავე ევროპული ქვეყნების რიცხვს,
რომლებიც განსაკუთრებულ პატივისცემასა და აღიარებას გამოხატავენ შრომისა და მშრომელი
ადამიანების მიმართ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ის, რომ შრომის საერთაშორისო დღე - 1 მაისი
საქართველოს კანონმდელობით გამოცხადდეს უქმე დღედ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
არ არსებობს კანონპროექტის ძალაში შესვლის კონკრეტული
აუცილებლობა, გარდა დაუყოვნებლივ ამოქმედებისა.
თარიღის
განსაზღვრის
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების 2020-2022
წლების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო
ორგანიზაციის მიერ მოხდება შესაბამისი პირების დასაქმება უქმე დღეს, მათ მოუწევთ
ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურების გაცემა.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების 2020-2022
წლების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო
ორგანიზაციის მიერ მოხდება შესაბამისი პირების დასაქმება უქმე დღეს, მათ მოუწევთ
ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურების გაცემა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროქტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს დასაქმებულებისათვის. ისინი
შეძლებენ დამატებითი უქმე დღით სარგებლობას, რომელიც არის ანაზღაურებადი. აღნიშნული
თანხა არის იგივე ოდენობის თანხა, რასაც ისინი მიიღებდნენ იმ შემთხვევაში, თუკი 1 მაისი არ
იქნებოდა უქმე დღე. რაც შეეხება კანონპროექტის ზეგავლენას დამსაქმებლებზე, საქართველოს
ორგანული კანონის - „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-20 მუხლის თანახმად, უქმე დღეებში
დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ. მე-17 მუხლის
მე-4 პუნქტის მიხედვით კი - ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი
განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა
შეთანხმებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩართული არ ყოფილან დასახელებული სუბიექტები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი;
პარლამენტის წევრები: გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
პარლამენტის წევრები: გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი.