საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-06
ბიუროს ნომერი 256
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
პროექტი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010, მუხ. 461) მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:
,,ი1) 14 - მაისი - ,,სამშობლოს დღე“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 1 მარტამდე და შემდგომ
ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობამ მოამზადოს და დაამტკიცოს 14 მაისი „სამშობლოს დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს
შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი
ოკუპირებულია, როცა განელებულია პატრიოტული სულისკვეთება და ქვეყნის
ისტორიისადმი ცოდნის ინტერესი, აქტიური მუშაობა უნდა წარიმართოს საქართველოს
გაერთიანებისა
და
ეროვნული
მუხტის
კონსოლიდაციისათვის.
საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს გარეშე
შეუძლებელია. ქართული სახელმწიფოს ისტორიული გამარჯვებების წინა პლანზე წამოწევა
ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობისთვის, სახელმწიფოებრივი და ეროვნული
თვითშეგნების მუხტის კონსოლიდაციისათვის. თამარის მეფობის წლები საქართველოს
ოქროს ხანად არის აღიარებული. ამ ისტორიულ ეპოქას სათავე დაუდო დავით აღმაშენებლის
მიერ მოპოვებულმა გამარჯვებებმა. დიდგორის ბრძოლა იყო გარდამტეხი საქართველოს
გაერთიანების გზაზე და ქართული სახელმწიფოს აღმავლობის საფუძველი. ამ ბრწყინვალე
მიღწევების ,,სამშობლოს დღესთან“ დაკავშირება და მისი აღნიშვნა საერთო-სახალხო
დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოებაში ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეის რწმენას
გააღვივებს. თამარის ხსენების დღე - 14 მაისი ეროვნულ დღესასწაულად - სამშობლოს დღედ
- უნდა გამოცხადდეს და მასშტაბურად აღინიშნოს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალურ
ცენტრში, აგრეთვე
უცხო ქვეყნებში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ
წარმომადგენლობებში. ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც
თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების
საფუძველი გახდება. ამასთან, ყოველ წელს ამ დღესასწაულის ცენტრი უნდა იცვლებოდეს და
აქცენტი გაკეთდეს ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე ან რეგიონზე, სადაც მოხდება
სამშობლოს დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა მოსახლეობისა და ქვეყნის ხელისუფლების
მიერ.
კანონპროექტის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის
პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს
სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით. ქართული
სახელმწიფოს გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო და
ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმა და ამ მხრივ
მუშაობის გააქტიურება.
ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მეტი აქცენტი გაკეთდეს
სახელმწიფოს ერთიანობაზე, ეროვნულ სულისკვეთებაზე, სახელმწიფოებრივ ასპექტებზე და
გამარჯვებებზე. გლობალიზაციის პირობებში აუცილებელია ეროვნული მუხტის გაღვივება
და პროპაგანდა იმისა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო
დღემდე. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია თამარ მეფის ხსენების დღის - 14 მაისის სამშობლოს დღედ გამოცხადება და ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და ქართული
ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა. ეს დღე უნდა იყოს განზოგადება ჩვენ მიერ მიღწეული
წარმატებებისა. ამავე დროს, ყოველ წელს წინა პლანზე უნდა გამოვიდეს ერთი მნიშვნელოვანი
მოვლენა ჩვენი გამარჯვებებიდან, რათა მომავალმა თაობებმა დაინახონ, რა ღირებულებებზე
იდგა ქართული სახელმწიფო.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
კანონპროექტის მიღებამ ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფო და ეროვნული
თვითშეგნების განმტკიცებას, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმას და ამ მხრივ მუშაობის
გააქტიურებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით
დადგენილ უქმე დღეების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნება ,,ე“ ქვეპუნქტი - 8 მა რტი ქალთა საერთაშორისო დღე და ამავე პუნქტს დაემატება ,,ი1“ ქვეპუნქტი - 14 - მაისი
,,სამშობლოს დღე“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს
მთავრობას მოამზადოს და დაამტკიცოს 14 მაისის - „სამშობლოს დღისადმი“ მიძღვნილი
ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები 2020 წელს და შემდგომ
საბიუჯეტო წლებში დაფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული და
დამტკიცებული 14 მაისი - „სამშობლოს დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების
ორგანიზების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
ანალოგიური გეგმა საქართველოს მთავრობის N690 განკარგულებით დამტკიცებულ
იქნა 2018 წლის 29 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის აღსანიშნავად.
რაც შეეხება ამ ტიპის საერთო ეროვნული დღესასწაულების დაფინანსებას, ყოველწლიურად
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად მიღებული იქნება
განკარგულება, რომლითაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება გეგმის
ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. მაგალითისათვის აღვნიშნავთ, რომ 2017
წელს 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისათვის საქართველოს მთავრობამ გამოყო 1 103
000 (ერთი მილიონ ას სამი ათასი) ლარი.
იმის გათვალისწინებით, რომ 14 მაისი - სამშობლოს დღის აღნიშვნა არ იქნება
დაკავშირებული სამხედრო კომპონენტთან და ძირითადად ისტორიულ-კულტურული
ხასიათის ღონისძიებებით შემოიფარგლება, მისი აღნიშვნისათვის მიზანშეწონილია
დაახლოებით 300 000 ლარის გამოყოფა.
გარდა ამისა, კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს 2020-2022
წლების
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ საბიუჯეტო
ორგანიზაციის მიერ მოხდება შესაბამისი პირების დასაქმება უქმე დღეს, მათ მოუწევთ
ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის ანაზღაურების გაცემა.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები 2020 წელს და შემდგომ
საბიუჯეტო წლებში დაფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული და
დამტკიცებული 14 მაისი - „სამშობლოს დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების
ორგანიზების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
გარდა ამისა, კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს 2020-2022
წლების
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ საბიუჯეტო
ორგანიზაციის მიერ მოხდება შესაბამისი პირების დასაქმება უქმე დღეს, მათ მოუწევთ
ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის ანაზღაურების გაცემა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგს დასაქმებულებისათვის.
ისინი შეძლებენ დამატებით უქმე დღით სარგებლობას რომელიც არის ანაზღაურებადი.
აღნისნული თანხა არის იგივე ოდენობის რასაც ისინი მიიღებენ იმ შემთხვევაში თუკი 14 მაისი
არ იქნებოდა უქმე დღე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ შრომის კოდექსში უქმე დღეების
ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნება 8 მარტი, რომელიც სამუშაო დღე იქნება
დასაქმებულთათვის. რაც შეეხება კანონპროექტის გავლენას დამსაქმებელზე საქართველოს
ორგანული კანონის ,,შრომის კოდექსის“ მე-20 მუხლის თანახმად უქმე დღეებში
დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ. კოდექსის მე17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი - ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის
საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაძღვრება
მხარეთა შეთანხმებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ისტორიკოსები: რ. მეტრეველი, გ. ოთხმეზური, დ. მუსხელიშვილი, ჯ. სამუშია, ზ.
აბაშიძე, ა. სონღულაშვილი, მ. პაპაშვილი, ე. გვენეტაძე, ი. კვესელავა.
საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარია.