2019 წლის 2-5 აპრილს ქ. ლიმასოლში (კვიპროსის რესპუბლიკა) გამართულ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მომხსენებელთა სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ზ. ქუცნაშვილი) მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-06
ბიუროს ნომერი 256
📜 ტექსტი
წერილი
2-8238/19
03-05-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
მოგახსენებთ, რომ ა.წ. 2-5 აპრილს ქ. ლიმასოლში, კვიპროსის რესპუბლიკა, გაიმართა
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო
სამდივნოს, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მომხსენებელთა სხდომა, რომლის
მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო
ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა
ზაქარია ქუცნაშვილმა;
გიგზავნით აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს.
დანართი 4 ფურცელი.
პატივისცემით,
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი
დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების
მიზანი:
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეის
(Interparliamentary Assembly on Orthodoxy, I.A.O) საერთაშორისო სამდივნოს, კომიტეტების
თავმჯდომარეებისა და მომხსენებელთა სხდომა.
დელეგაციის
წევრები:
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, IAO-ს
საერთაშორისო სამდივნოს წევრი ზაქარია ქუცნაშვილი; საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ურთიერთობათა
განყოფილების
მთავარი
სპეციალისტი,
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეაში
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი
დელეგაციის მდივანი ლიკა ფერაძე.
მივლინების ადგილი: ქ. ლიმასოლი, კვიპროსის რესპუბლიკა.
მივლინების თარიღი: 2019 წლის 2-5 აპრილი.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს
საგაზაფხულო სხდომა გაიმართა ლიმასოლში, რომელსაც უმასპინძლა კვიპროსის
პარლამენტმა.
სხდომის
მუშაობაში
მონაწილეობდნენ
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს წევრები, კომიტეტების
თავმჯდომარეები და მომხსენებლები საბერძნეთიდან, საქართველოდან, სერბეთიდან,
სუდანიდან, სომხეთიდან, იორდანიიდან, კვიპროსიდან, რუსეთიდან, ლიეტუვიდან,
პალესტინიდან, მონტენეგროდან და რუმინეთიდან. სხდომის მუშაობაში პირველად მიიღო
მონაწილეობა სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ალენ სიმონიანმა.
სხდომა, რომელსაც უძღვებოდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის
გენერალური მდივანი, ანდრეას მიხაილიდისი და პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი, გაიხსნა
ასამბლეის 25 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენებით.
სტუმრებს მიესალმა მასპინძელი ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი ანგელოს ვოცისი. მან
წაიკითხა კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის დიმიტრის სილურისის მიმართვა,
სადაც ის მადლობას უხდის ასამბლეას იმ მხარდაჭერისათვის, რასაც თურქეთის ოკუპაციის
წინააღმდეგ კვიპროსელი ხალხის ბრძოლა ეწოდება. ანდრეას მიხაილიდისმა, კვიპროსელ
ხალხს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ასამბლეას არაერთხელ
მიუღია კვიპროსის მხარდამჭერი რეზოლუციები;
სხდომა გაგრძელდა IAO-ს მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ღონისძიებებისა
და ჩატარებული შეხვედრებისა და სხვა საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენით.
დეპუტატებმა განიხილეს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა, ასამბლეის ფინანსური და
ორგანიზაციული საკითხები, იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე,
საერთაშირისო თანამშრომლობის სფეროში მიღებულ შედეგებზე და სამდივნოს ახალი
წევრების დამტკიცებაზე. მათ დაუსწრებლად მიულოცეს ასამბლეის ხაზინადარს, ყოფილ
დეპუტატს, სტავროს არახოვიტის, საბერძნეთის მთავრობაში მინისტრის თანამდებობაზე
დანიშვნა.
1
გენერალური მდივნის
შეფასებით,
ასამბლეის
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
თანამშრომლობის ფარგლებში არის სიახლეები, განხორციელდა საქმიანი ვიზიტები და ხელი
მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ბალტიის საპარლამენტთაშორისო
ასამბლეასთან (ესტონეთი-ლატვია-ლიეტუვა), კათოლიკე კანონმდებლობის საერთაშორისო
ქსელთან (ICLN) და სხვა ორგანიზაციებთან.
აღსანიშნავია ასევე, რომ 2019 წლის 21 თებერვალს სერბეთის პარლამენტში (ბელგრადი), ხელი
მოეწერა IAO-სა და ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეასთან (PAM) ურთიერთგაგების
მემორანდუმს, ხელმოწერის ცერემონია შედგა PAM-ის გენერალური ასამბლეის მე-13
სხდომაზე. სერბეთსა და ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტების დროს IAO-ს დელეგაციას
წარმოადგენდნენ ანდრეას მიხაილიდისი, სერგეი გავრილოვი, კოსტას მიგდალისი და ზაქარია
ქუცნაშვილი. ვენაში, მათ გამართეს შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტთან, გიორგი წერეთელთან და გენერალურ მდივანთან, რობერტო მონტელასთან,
სადაც განიხილეს ორ საპარლამენტო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის სამომავლო
პერსპექტივები.
IAO-ს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაქარია ქუცნაშვილმა, წარადგინა მოხსენება
წელს დასრულებული ხატწერის საერთაშორისო კონკურსის შესახებ “იესო ქრისტეს
აღდგომა.“ მისი თქმით, კულტურა ხელს უწყობს ხალხებს შორის კავშირების გამყარებას და
IAO-ს მოღვაწეობა ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია. მომხსენებელმა სამდივნოს
წევრებს მიაწოდა ინფორმაცია კუნძულ კრეტაზე აპრილის თვეში დაგეგმილ ხატმწერთა
საერთაშორისო სიმპოზიუმსა და იმ კონკურსზე, რომელიც წინ უძღოდა ყოველივეს. მისი
თქმით, აღდგომას, როგორც მოვლენის ვიზუალურ გამოხატულებას, განსაკუთრებული
ადგილი
უჭირავს
ხატწერის
ისტორიაში
და
ამიტომ,
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ (IAO), სურდა რა ხაზი გაესვა ამ იკონოგრაფიული თემის
მდიდარი სახვითი პოტენციალისათვის, რაც მომავალის ახალი მხატვრული შთაგონებით და
უძველესი ბიზანტიური ტრადიციებით არის გაჯერებული, გადაწყვიტა გამოეცხადებინა
საერთაშორისო ხატწერის კონკურსი. მასში მონაწილეობდნენ მხატვრები ავსტრალიიდან,
ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბულგარეთიდან, ეგვიპტედან, კვიპროსიდან,
ლატვიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან,
საბერძნეთიდან, სერბეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან.
წარდგენილი იყო სამოცდასამი (63) ნამუშევარი, გამოვლინდნენ გამარჯვებულები სამ საპრიზო
ადგილზე.
გაიცა წამახალისებელი სიგელები. პირველ ადგილზე გასული ოლიმპიადა კელაიდი,
მხატვარი, საბერძნეთიდან 3000 ევროთი დაჯილდოვდა. ზაქარია ქუცნაშივლის თქმით,
კონკურსის მიზანი იყო დღეს მსოფლიოში არსებული მრავალი სტილისტური ტენდენციის
მოძიება, გამოკვლევა და მსოფლიოსათვის აღმოსავლეთ-ქრისტიანული თანამედროვე
ხატწერის გაცნობა. პირველი გამოფენა საიუბილეო ასამბლეის სხდომის გახსნას მიეძღვნა
ათენის ბიზანტიის მუზეუმში. მეორე გამოფენა გაიმართება ნიქოზიაში, ხოლო მესამე
გამოფენის ჩატარება დაგეგმილია 26-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, თბილისში,“
განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. მან კოლეგებს ასევე ამცნო, რომ IAO-ს ეგიდით, კუნძულ
კრეტაზე (საბერძნეთი), აპრილში დაგეგმილ სიმპოზიუმზე მონაწილეობას მიიღებს 32
მხატვარი და ჟიურის წევრები 13 ქვეყნიდან, ცნობილი ხატმწერისა და ათენის უნივერსიტეტის
პროფესორის გეორგიოს კორდისის თავმჯდომარეობით. სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იქნება
მოხსენებები, ჩატარდება მასტერ კლასები, ყველა მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა
2
ინდივიდუალური ტექნიკის დემონსტრირებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის“განაცხადა მომხსენებელმა.
ყოველწლიური, 26-ე გენერალური ასამბლეის 2019 წლის 19-23 ივნისს, თბილისში ჩატარების
საკითხს მიეძღვნა სხდომის დასკვნითი ნაწილი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის
ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დეტალურად მიმოიხილა თბილისში ასამბლეის
დაგეგმვასა და ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები. ის ფაქტი, რომ თბილისში
პირველად ტარდება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, ძალიან
სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისა და პარლამენტისთვის, აღნიშნა მან.
„ჩვენ ვგეგმავთ უმაღლესი დონის მასპინძლობის გაწევას და ამავდროულად გვსურს
სიახლეების შემოთავაზება, ზოგადად, ასამბლეის მიღებულ პროგრამაში“. მან განიხილა ყველა
დეტალი და პროგრამაში შეტანილი სიახლეები, რომელიც სამუშაო რეჟიმში უკვე
შეთანხმებულია საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობასთან. პროგრამის კულტურულ
ნაწილზე საუბრისას მან ახსნა, თუ რატომ შეირჩა მცხეთისა და კახეთის მონახულება
„ვიმედოვნებთ, რომ ასამბლეის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქთან ილია II -ან შეხვედრის. ჩვენ გელით ღია გულითა და გპირდებით,
რომ საქართველოში ჩატარებული ასამბლეა იქნება გამორჩეული.“ განაცხადა ზაქარია
ქუცნაშვილმა.
IAO-ს საერთაშორისო სამდივნოს ორდღიანი სხდომის დასრულების შემდეგ, მისი წევრები
ესტუმრნენ კვიპროსის დედაქალაქს, სადაც გამართეს ოფიციალური შეხვედრები. კვიპროსის
პარლამენტში შეხვდნენ წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს დიმიტრის სილურისს,
ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკოს ხრისტოდულიდის.
შეხვედრაზე მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა და მათ მიაწოდა ინფორმაცია
კვიპროსის პრობლემის ირგვლივ განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ, რომლის
პასუხად IAO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ასამბლეის წევრები ყოველთვის
ინტერესით ადევნებენ თვალს მათ ქვეყანაში მიმდინარე მრავალგანზომილებიანი პოლიტიკის
განვითარებას, რომელსაც ის გაჰყავს ახალ ორბიტაზე, რაც მატებს მას ახალ დინამიკას და მალე
ის გახდება ხმელთაშუა ზღვის რეგიონში და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის დიდ ნაწილში,
მნიშვნელოვანი და ძლიერი ფაქტორი.“..
კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა საერთაშორისო სამდივნოს
წევრებს და მის ხელმძღვანელობას საიუბილეო, 25 წლისთავის აღსანიშნავად გადასცა
სპეციალური ჯილდო. მანვე, ოფიციალური ნაწილის დასასრულს, საქართველოს დელეგაციის
ხელმძღვანელთან, ზაქარია ქუცნაშვილთან საუბრისას აღნიშნა, რომ მალე ის ვიზიტით
პირველად ეწვევა საქართველოს.
IAO-ს მიერ ორგანიზებული გამოფენა „იესო ქრისტეს აღდგომა“, საზეიმოდ გაიხსნა
არქიეპისკოპოს მაკარიუს III-ს ფონდის მუზეუმში, რომელსაც ესწრებოდნენ საერთაშორისო
სამდივნოს წევრები; გამოფენა საზეიმოდ გახსნეს კვიპროსის არქიეპისკოპოსმა ქრისოსტომოს
II და ასამბლეის ხელმძღვანელმა პირებმა. აღსანიშნავია, რომ ეს გამოფენა კვიპროსის შემდეგ
ჩამოვა თბილისში, სადაც დაგეგმილია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე
ასამბლეისა და გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონია და სადღესასწაულო მიღება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სახელით.
3
შენიშვნა: საქართველოსათვის აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვარში არქიეპისკოპოს
ქრისოსტომოს მეორისა და კვიპროსის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით,
საქართველოს მართლმადიდებლურ ავტოკეფალურ ეკლესიას უსასყიდლოდ,
სრულ
მფლობელობაში გადაეცა 12995 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება ქართული მონასტრის
აშენება.
დელეგაციის ხელმძღვანელი, ზაქარია ქუცნაშვილი, ვიზიტის შესახებ: საქართველოსთვის
მნიშვნელოვანია კვიპროსის გამოცდილების გაზიარება არაღიარების პოლიტიკაში, მშვიდობის
შენარჩუნებასა და საზოგადოებაში პესიმისტური განწყობების გაღრმავების პრევენციისთვის,
შესაბამისად, საქართველოს დელეგაციის მთავარი მიზანი კვიპროსის სახელმწიფოს პირველ
პირებთან გამართულ შეხვედრებისას სწორედ ეს იყო. მართალია, შეხვედრები IAO-ს
საერთაშორისო სამდივნოს ფორმატში ჩატარდა, მაგრამ პირდაპირ შეეხო კვიპროსისა და
საქართველოსთვის მთავარ გამოწვევას. კვიპროსმა შეძლო თავისი მოქალაქეებისათვის
მშვიდობის შენარჩუნება და დიდ მეზობელთან არაღიარების პოლიტიკაში წარმატების
მიღწევა, როდესაც მხოლოდ ერთ სახელმწიფოს აქვს ჩრდილოეთ კვიპროსის
დამოუკიდებლობა აღიარებული.
მას შემდეგ, რაც, 1983 წელს თურქმა კვიპროსელებმა მოახდინეს კუნძულის ჩრდილოეთ
ნაწილის ოკუპაცია გავიდა 36 წელი და საყურადღებოა, რომ 2014 წელს აღდგა დიალოგი და
მიღებულ იქნა ჩრდილოეთელი და სამხრეთელი კვიპროსელების ერთობლივი დეკლარაცია.
დეკლარაციის მიღებას მიესალმა ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.
დღეისათვის ჩრდილოეთ კვიპროსის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტიც კი,
კვიპროსის პასპორტით სარგებლობს დანარჩენ მსოფლიოში გადაადგილებისათვის. კვიპროსმა,
ოკუპაციის მიუხედავად, 2004 წელს შესძლო ევროკავშირში გაწევრიანება და ადგილობრივი და
უცხოელი ინვესტორებისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს
ჩამოყალიბება. ეს სახელმწიფო დღეს ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად სახელმწიფოს
წარმოადგენს ევროპაში, აღნიშნავს ზაქარია ქუცნაშვილი.
შენიშვნა: 16-18 აპრილს, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნიკოს ანასტასიადისი და
საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს ხრისტოდულიდისი საქართველოს სტუმრობდნენ.
ანგარიში მოამზადა:
ლიკა ფერაძემ,
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა,
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა.
4