საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის (N1-6397/19; 30/03/2019) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-8266/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-06
ბიუროს ნომერი 256

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-8266/19 03-05-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N246/19, 01.04.2019 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (№1-6397/19; 30.03.2019) და მისი განხილვის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 06 მაისამდე. აღნიშნული მიმდინარეობს საკითხის ინტენსიური საკომიტეტო მუშაობა, განხილვისთვის თუმცა ანგარიშის მოსამზადებლად მოცულობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ზემოთ მითითებულ ვადაში მისი განხილვა ვერ ხერხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით დასახელებული ანგარიშის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge