2019 წლის 6-10 აპრილს კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, დავით ბაქრაძე) მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ნომერი
#2-8307/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-06
ბიუროს ნომერი 256

📜 ტექსტი

წერილი
2-8307/19 06-05-2019 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, როგორც თქვენთვის ცნობილია, ა.წ. 6-10 აპრილს კატარის დედაქალაქ დოჰაში, გაიმართა საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. გიგზავნით ზემოაღნიშნული ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 3 ფურცელი პატივისცემით, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი დეპარტამენტის უფროსი თამარ ყოლბაია
დანართი
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი მივლინების თარიღი მივლინების მიზანი ღონისძიების თემა დელეგაციის შემადგენლობა აქტივობები დოჰა, კატარი 6-10 აპრილი მონაწილეობა საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეაში პარლამენტები, როგორც პლატფორმა განათლების განმტკიცებისთვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობისთვის ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; მამუკა მდინარაძე - ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე; დავით მათიკაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; გიორგი ხატიძე - ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი; ივლიანე წულაია - ფრაქციის „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“ წევრი; დავით ბაქრაძე ფრაქციის „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი; გივი მიქანაძე - პარლამენტის აპარატის უფროსი; ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი; თამარ ყოლბაია - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი; მაგდა ანიკაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი; ირაკლი ბროკიშვილი - საერთაშორისო საპარლამენტო კავშირში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის მდივანი; არჩილ წიქარიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2019 წლის 6-10 აპრილს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, გაიმართა საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში 165-მდე ქვეყნის 900-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის 80-მდე პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა. „პარლამენტები, როგორც პლატფორმა განათლების განმტკიცებისთვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობისთვის“ - ამ თემის გარშემო გაიმართა პოლიტიკური დებატები ასამბლეაზე, რომელიც 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები განხილვებში თემის გარშემო. ასამბლეის ფარგლებში გაიმართა აღმასრულებელმა კომიტეტის სხდომა, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მნიშვნელოვან განაცხადს და ქართული დელეგაციის აქტიური მუშაობის შედეგად, 2020 წლის გაზაფხულზე, საქართველო უმასპინძლებს საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენციას. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტი პირველად უმასპინძლებს მსგავსი მაღალი წარმომადგენლობის ღონისძიებას საერთაშორისო საპარლამენტო კავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში. 2019 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტთან, გაბრიელა კუევას ბარონთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებულ დეტალებზე. IPU-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს გამჭვირვალობისა და საჯარო ადმინისტრირების კუთხით. მნიშვნელოვანია, საქართველომ კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს ინსტიტუტების რეფორმირების, კორუფციასთან ბრძოლის, ღია მმართველობის, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიაროს. შეხვედრაზე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტმა საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და IPU-ს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაბრიელა კუევას ბარონს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. ასამბლეის ფარგლებში, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის კიდევ ერთი უმაღლესი დონის ახალი პლატფორმის შეხვედრა, „პარლამენტის თავმჯდომარეების დიალოგი“ გაიმართა, რომელშიც 80 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შესახებ იმსჯელეს. ასევე, გაიმართა მაღალი დონის სადილი პარლამენტის თავმჯომარეების მონაწილეობით, რომელსაც საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტი, გაბრიელა კუევას ბარონი და გენერალური მდივანი, მარტინ ჩუნგონგი მასპინძლობდნენ. ორმხრივი შეხვედრები ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა წევრი ქვეყნების კერძოდ, საო ტომე და პრინციპეს, ბურკინა ფასოს, თურქეთის, ჯიბუტის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ვიეტნამის, ირანის, კატარის, ბუტანის, ბარბადოსის, ტონგას, ფიჯის, დომინიკას, გაბონისა და შრი ლანკის პარლამენტის თავმჯდომარეებთან და ახალი ზელანდიისა და მალდივების ვიცე-სპიკერებთან. პარლამნეტის თავმჯდომარემ ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, კატარის ემირთან გამართა. შეხვედრებზე განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. მხარეებმა ქვეყნებს სხვადასხვა შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის მიმართულებით გააქტიურების საკითხები განიხილეს. ყურადღება პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე გამახვილდა. ASGP 2019 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება ასამბლეის პარალელურად, ტრადიცულად გაიმართა პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის შეხვედრები. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე, აქტიურად მონაწილეობდა ასოციაციის შეხვედრებში. მსჯელობა პარლამენტების ინსტიტუციური გაძლიერების, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხებზე გაიმართა. გივი მიქანაძემ შეხვედრაზე რეგიონული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და კოლეგების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა. მან თავის გამოსვლაში ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების კვლევით ცენტრზე (EPPRN) გაამახვილა, რომელიც, მისი შეფასებით, თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ასოციაციის წევრებს ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და გამოცდილება გააცნო., ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებაც და კოლეგებს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. შეხვედრაზე გაიმართა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრის არჩევნები, სადაც გივი მიქანაძე, ხმათა უმრავლესობით 3 წლის ვადით აირჩიეს. ასოციაციის მმართველ ორგანოში, რომელიც 180-მდე ქვეყნის პარლამენტის 300ზე მეტ წევრს აერთიანებს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი იქნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველად ეყოლება წარმომადგენელი ასოციაციის აღმასრულებელ კომიტეტში. საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მომდევნო ასამბლეას, 2019 წლის 13-17 ოქტომბერს, სერბეთის დედაქალაქი, ბელგრადი უმასპინძლებს. მოამზადა ირაკლი ბროკიშვილმა 2019 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება