საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილი მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით (N1-5493/19; 21.03.2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-8319/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-06
ბიუროს ნომერი 256

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-8319/19 06-05-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარმოდგენილია მოქალაქე მზია ჯღარკავას საკანონმდებლო წინადადება მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით (15493/19, 21.03.2019). საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილებების შეტანა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“, რომლის მიხედვით კანონით უნდა განისაზღვროს ამომრჩევლების მიერ მოსამართლის პირდაპირი წესით არჩევა და კანონით უნდა განისაზღვროს, თუ რომელი ინსტანციის მოსამართლეები უნდა იქნენ არჩეული ამომრჩევლების მიერ პირდაპირი წესით. საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა განისაზღვრა მიმდინარე წლის 8 მაისამდე. საკანონმდებლო წინადადება შეიცავს მოსაზრებებს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმების სპეციფიკურ საკითხებზე, რომელზეც მიზანშეწონილია მთავრობის პოზიციების შეჯერება, რისთვისაც საჭიროა დამატებითი დრო. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge