საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-7354/19; 12.04.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-8376/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-08
ბიუროს ნომერი 257

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-8376/19 06-05-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-7354/19; 12.04.2019) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 6 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების მიზანია ქვეყანაში სარეკრეაციო ტერიტორიების პრივატიზების აკრძალვა. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის (სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება) „კ1“ ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კ1) სარეკრეაციო ტერიტორიები ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონები; ნაცვლად: კ1) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიები ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონები; ავტორის მოსაზრებით, წარმოდგენილი ცვლილებით მეტად იქნება დაცული სარეკრეაციო ტერიტორიები გასხვისებისაგან. კომიტეტმა იმსჯელა აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე და მსჯელობის შედეგად უარყოფილად ცნო იგი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge