საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის „როუზ-როს“-ის რიგით მე-100 სემინარზე 2019 წლის 25-26 აპრილს ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-8347/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-08
ბიუროს ნომერი 257

📜 ტექსტი

წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-8347/19 06-05-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარატამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძე ქალბატონო ეთერ, გიგზავნით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის „როუზ-როს“-ის რიგით მე-100 სემინარში მონაწილეობის ანგარიშს, რომელიც მიმდინარე წლის 25-26 აპრილს ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) გაიმართა. გთხოვთ, აღნიშნული ანგარიში შეიტანოთ უახლოვეს ბიუროს შეხვედრის დღის წესრიგში. დანართი: 5 (ხუთი) ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის მუდმოვმოქმედი დელეგაციის მონაწილეობა „როუზ-როს“-ის რიგით 100-ე სემინარში ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო 25-26 აპრილი, 2019 ანგარიში ანგარიში მოამზადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა საერთაშორისო ურთიერთობებში - დავით ღუჭაშვილმა. 3 მაისი 2019 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა ძირითადი შემადგენლობა  ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  გიორგი კანდელაკი - ფრაქცია „ევროპული საქართველო“;  სოფიო ქაცარავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“; სათადარიგო შემადგენლობა  ირაკლი ბერაია - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  ცოტნე ზურაბიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  ირაკლი აბესაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;  ბექა ოდიშარია - ფრაქცია „ქართული ოცნება“. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, 2019 წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია  31 მაისი-3 ივნისი ასამბლეის საგაზაფხულო სესია. ბრატისლავა, (სლოვაკეთი);  11-14 ოქტომბერი ასამბლეის წლიური სესია ლონდონი, (დიდი ბრიტანეთი); ანგარიშის მოკლე შინაარსი  25-26 აპრილს, ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამებო) ჩატარდა ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როს“-ის რიგით მე-100 საიუბილეო სემინარი.  სემინარში მონაწილეობა მიიღეს:  ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი);  გიორგი კანდელაკი;  ირაკლი ბერაია;  დავით ღუჭაშვილი (დელეგაციის მდივანი).  სემინარის ფარგლებში, ასამბლეის წევრებმა განიხილეს „როუზ-როს“-ის მიზანი და სემინარის სამომავლო განვითარების ხედვები. ასევე, განხილული იყო ალიანსის თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, ალიანსის გაფართოება და ღია კარის პოლიტიკა, რუსეთის ფედერაციის ურთიერთობა ალიანსის წევრებთან და მის პარტნიორ ქვეყნებთან. ანგარიში 1. მიმდინარე წლის 25-26 აპრილს, ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) გაიმართა ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როს“ რიგით მე-100 სემინარი. რომლის მთავარი თემა, ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების თანამშრობლობა, ალიანსის გაფართოება და მისი ღია კარის პოლიტიკა იყო. ასევე, განხილული იქნა ალიანსის გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რუსეთის ფედერაციის შესაძლო გავლენის ფაქტორები. აღნიშნულ სემინარში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შემდეგი შემადგენლობით: ირკალი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), გიორგი კანდელაკი და ირაკლი ბერაია. 2. სემინარზე, ორ დღიანი დისკუსიის ფარგლებში, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარებმა ისაუბრეს, ალიანსის ღია კარის პოლიტიკასთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით „როუზ-როს“-ის სემინარის მიერ შესრულებულ მნიშვნელოვან როლზე. დისკუსია ასევე შეეხო, რუსეთის ფაქტორს, რომელიც დემოკრატიულ განვითარებასთან მიმართებით შემაფერხებელ და რევანშისტულ როლს თამაშობს. 3. ალიანსის ღია კარი პოლიტიკის პანელზე სიტყვით გამოვიდა ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ყოფილი წევრი გიორგი ბარამიძე, რომელმაც ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, სადაც ნათქვამია რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ასამბლეის წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველო, უკრაინა და ბოსნია-ჰერცეგოვინა გახდებიან ალიანსის წევრები, მას შემდეგ, როცა ეს ქვეყნები დააკმაყოფილებენ ალიანსში გასაწევრიანებლად საჭირო ყველა მოთხოვნას. ასევე, გაიჟღერა იდეამ, რომ საქართველოს, უკრაინის და ბოსნიაჰერცეგოვინის ალიანსში გაწევრიანება, ევროკავშირში გაწევრიანების პარალელურად განხორციელდეს. 4. რუსეთის თემასთან დაკავშირებით, სემინარის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ძალაუფლების დაკარგვას საფრთხედ აღიქვამს და ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ არ დაკარგოს კონტროლი სახელისუფლებლო ვერტიკალზე. 5. უნდა აღინიშნოს, რომ “როუზ-როს”-ის სემინარი ამერიკელი კონგრესმენის, ჩარლზ როუზის და ამერიკელი სენატორის, ბილ როსის მიერ 1990 წელს დაარსდა. სემინარის მთავარი იდეა და მიზანია ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში დემოკატიის სტანდარტების ამაღლება, და ალიანსში გაწერვიანების მსურველი ქვეყნების პარლამენტარების ერთმანეთან დაახლოვება. ხოლო, პირველი “როუზ-როს”-ის სემინარი 1991 წლის დეკემბერში ქ. ვილნიუსში (ლიეტუვო) ჩატარდა.