საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის შესახებ“ ინფორმაციების მოსმენის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-8436/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-08
ბიუროს ნომერი 257

📜 ტექსტი

დასკვნა
რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-8436/19 07-05-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის შესახებ“ ინფორმაციების მოსმენის თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2019 წლის 24 აპრილის სხდომაზე, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2019 წლის გეგმის შესაბამისად, მოისმინა და განიხილა ინფორმაციები „2017-2018 წლებში „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის მდგომარეობის და 2019 წლის გეგმების შესახებ“. ინფორმაცია წარადგინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა. აღინიშნა, რომ 2017 წელს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის აკუმულირებული იყო 26 მილიონი ლარი, საიდანაც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოიყო 10 მილიონი ლარი, სხვა სამინისტროებში გადანაწილდა 10 მილიონი ლარი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის გამოიყო 6 მილიონი ლარი. შესაბამისად, 2018 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა - 10 მილიონი ლარი, ეკონომიკის მდგრადი განვითარების სამინისტროს 1 მილიონი ლარი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო- 8,5 მილიონი ლარი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-300 ათასი ლარი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო-100 ათასი ლარი. საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ფონდისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი. შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა- 8 მილიონ 491 ათას ლარი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს -10 მილიონ 808 ათასი ლარი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 700 ათას ლარი. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული მიმართულებით ფონდის თანხების გამოყენებაზე. მისი ინფორმაციით, ფონდიდან 2017 წელს 25 მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 39 პროექტი, 2018 წელს 10 მილიონი ლარი გადანაწილდა 24 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. მათ თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შორის, 2 მილიონი ლარი დაიხარჯება „მზის პანელების“ პროექტზე, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება 200 - მდე ოჯახის ელექტროენერგიით მომარაგება. 150 ათასი ლარი გათვალისწინებულია თბილისი ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის შექმნის მხარდასაჭერად, ერთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული 3 სკოლა-პანსიონატის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში მიზნობრივად იზრდება ფონდიდან მთის სოფლებში სოფლის მეურნეობის განვითარების დაფინანსებისათვის გათვალისწინებული თანხების ოდენობა. 2017-2018 წლებში ფონდიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის, შესრულებული სამუშაოებისა და 2019 წლის გეგმების შესახებ ინფორმაცია გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. მისი განცხადებით, 2017 და 2018 წელს მთაში შეიქმნა 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომლებიც სახელმწიფოს მიერ, ასევე, მხარდაჭერილი იქნა ტრაქტორებით და თანამედროვე საწარმოტექნიკური საშუალებებით, კოოპერატივებს და ადგილობრივ მეწარმეებს იჯარით გადაეცათ 11 ათას ჰექტარი საძოვარი, 2019 წელსაც გაგრძელდება მაღალმთიანი სათიბებისა და საძოვრების ათვისების სახელმწიფო პროგრამა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატორებისა და ადგილობრივ მეწარმეთა მხარდაჭერის ღონისძიებები. საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებისგან შემოსულ შეკითხვებს უპასუხეს და შესაბამისი ინფორმაციები გააკეთეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ. კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ: 1. მიზანშეწონილია საკანონმდებლო წესით დაიხვეწოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განაწილების პრაქტიკა და პრიორიტეტად იქნას მიჩნეული მაღალმთიან რეგიონებში უპირატესად კაპიტალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებსაც ექნებათ მრავალმხრივი საჯარო დანიშნულება, ტრანსმუნიციპალური ფუნქცია და ხანგრძლივი პერიოდით უზრუნველყოფენ მოსახლეობისთვის პრობლემური კონკრეტული საკითხის გადაწყვეტას; 2. მიზანშეწონილია გადაიხედოს ფონდის დებულება, ასევე, ფონდის განაწილებასთან დაკავშირებული მოქმედი სამართლებრივი აქტები, სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გაიზარდოს ფონდის მოცულობა, ასევე, განხილულ იქნას ფონდში სხვა წყაროებიდან სახსრების მოზიდვის შესაძლებლობა (კერძო, საერთაშორისი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები) დამატებითი ფინანსური რესურსები; 3. მიზანშეწონილია გაძლიერდეს ფონდის გამოყენების მდგომარეობის და სამინისტროების და უწყებების მიხედვით ფონდის სახსრების განკარგვის და ხარჯვის ეფექტურობის მონიტორინგი, პრაქტიკაში დაინერგოს კომიტეტის ინფორმირება. 4. მაღალმთიანი დასახლებების ფონდი სპეციფიკური ფონდია, რომელიც უნდა მოხმარდეს მაღალმთიანი რეგიონების გამოწვევებს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას, კერძოდ, ამ ეტაპზე ასეთი პრობლემური საკითხია, მაგალითად, მდინარე არაგვის ხეობის დაბინძურებისგან დაცვის ღონისძიებების გატარება, ცალკეულ მაღალმთიანი დასახლებებში დაწესებულებები და სხვა. ამორტიზებული საჯარო სკოლები, სკოლამდელი 5. მთის ფონდის გამოყენების უპირველესი პრიორიტეტი უნდა გახდეს კონკრეტული და ეფექტური დემოგრაფიული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, მათ შორის, მიტოვებული სოფლების ინფრასტრუქტურული განახლება, გზების აღდგენა და საცხოვრებელი გარემოს შექმნა. კომიტეტმა გადაწყვიტა: 1. ცნობად იქნას მიღებული ინფორმაციები „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის შესახებ“. 2. მიზანშეწონილია განხილულ იქნას საკითხი „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რათა მთის განვითარების ფონდის სახსრები პრიორიტეტულად მიიმართოს მაღალმთიან რეგიონებში მნიშვნელოვანი კაპიტალური ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნობრივი ღონისძიებების განსახორციელებლად. 2. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე“ კანონპროექტში, რომელზედაც მუშაობა მიმდინარეობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურაში, მიზანშეწონილია საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიხვეწოს მოქმედი კანონის მე-8 მუხლი, რათა დაზუსტდეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის შექმნის მიზანი, თანხების მოზიდვისა და განკარგვის წესი, ასევე საბიუჯეტო ფონდის გამოყენების კრიტერიუმები. 3.მიზანშეწონილად იქნას მიჩნეული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე კომიტეტში ყოველწლიური კონსოლიდირებული ინფორმაციის წარმოდგენა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია