„ენერგოეტიკეტირების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ენერგოეტიკეტირების შესახებ“
- „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ენერგო ეტიკეტირების შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მიზანი
1.
ამ
კანონის
მიზანია
საქართველოს
ბაზარზე
განთავსებული
ან/და
საქართველოში
ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა
რესურსების მოხმარების და ასევე, ასეთი პროდუქტის ენერგომოხმარების მაჩვენებლების
შესახებ პროდუქტზე სტანდარტული ინფორმაციის მითითების უზრუნველყოფა, აგრეთვე,
საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული
ენერგომომხმარებელი პროდუქტის ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით
განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
1.
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით
(შემდგომში ტექნიკური რეგლამენტები) განსაზღვრულ ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე,
რომლებიც მოხმარებისას პირდაპირ ან არაპირდაპირ მნიშვნელოვან
ზეგავლენას ახდენენ
ენერგიის ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა არსებითი რესურსების მოხმარებაზე;
2.
ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) მეორად პროდუქტზე;
ბ) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება გადაყვანა/გადაზიდვისთვის;
გ) პროდუქტის საპასპორტო მონაცემებზე ან სხვა ეკვივალენტურ ინფორმაციაზე, რომლებიც
პროდუქტის უსაფრთხოების მიზნით დაიტანება პროდუქტზე.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1.
ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ენერგომომხმარებელი პროდუქტი (შემდგომში პროდუქტი)- ტექნიკური რეგლამენტებით
გათვალისწინებული ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც გამოყენებისას მოიხმარს ენერგიას და
რომელიც განთავსებულია საქართველოს ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში
საქართველოს ტერიტორიაზე; ასევე ენერგომომხარებელი პროდუქტის ის ნაწილები, რომლებიც
ინდივიდუალურად განთავსებულია ბაზარზე ან/და გაშვებულია ექსპლუატაციაში საბოლოო
1
მომხმარებლებისთვის და რომელთა ეკოლოგიური მაჩვენებლები შესაძლებელია შეფასდეს
დამოუკიდებლად;
ბ) ფიშე - პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის ცხრილი, რომელშიც, მათ შორის,
ასახული უნდა იყოს: მიმწოდებლის სახელწოდება ან სასაქონლო ნიშანი; მიმწოდებლის
მოდელის იდენტიფიკატორი (კოდი), რომელიც ჩვეულებრივ ანბანურ-ციფრულია და
რომლითაც ხდება ერთი და იმავე სასაქონლო ნიშნისა თუ მიმწოდებლის სახელწოდების მქონე
მოდელებისგან კონკრეტული მოდელის გამორჩევა;ენერგოეფექტურობის კლასი ;
გ) სხვა არსებითი რესურსები - წყალი, ქიმიკატები და სხვა ნივთიერებები, რომლებსაც
პროდუქტი ჩვეულებრივი გამოყენებისას მოიხმარს;
დ) დამატებითი ინფორმაცია - ინფორმაცია პროდუქტის ექსპლუატაციისა და მახასიათებლების
შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ან სასარგებლოა პროდუქტის მიერ ენერგიის ან სხვა
არსებითი რესურსების გამოყენების შესაფასებლად და რომლებიც ეფუძნება გაზომვად
მონაცემებს;
ე) ეტიკეტი - გრაფიკული დიაგრამა, დაბეჭდილი ან ელექტრონული ფორმით,
რომელსაც
გააჩნია დახურული შკალა ლათინური ასოების „A”-დან „G”-ის ჩათვლით, სადაც თოთოეული
ასო ასახავს კლასს და თითოეული კლასი შეესაბამება ენერგიის დაზოგვის მაჩვენებელს და
რომელიც წარმოდგენილია შვიდი ფერით მუქი მწვანიდან წითლამდე,
მომხმარებელს
ჰქონდეს
ინფორმაცია
პროდუქტის
იმისთვის რათა
ენერგოეფექტიანობის
და
ენერგიის
მოხმარების შესახებ.
ვ) პირდაპირი გავლენა - პროდუქტების გავლენა, რომლებიც რეალურად მოიხმარენ ენერგიას
გამოყენების დროს;
ზ) არაპირდაპირი გავლენა - იმ პროდუქტების გავლენა, რომლებიც არ მოიხმარენ ენერგიას,
მაგრამ ხელს უწყობენ გამოყენებისას ენერგიის დაზოგვას;
თ) მიმწოდებელი - მწარმოებელი, ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი საქართველოში ან
იმპორტიორი, რომელიც განათავსებს ან ექსპლუატაციაში უშვებს პროდუქტს საქართველოს
ბაზარზე; მათი არ არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებლად მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური ან
იურიდიული პირი, რომელიც პროდუქტს ათავსებს საქართველოს ბაზარზე
ექსპლუატაციაში;
ან უშვებს
ი) დილერი - საცალო მოვაჭრე ან სხვა პირი, რომელიც ყიდის (მათ შორის დისტანციურად),
აქირავებს,
იჯარით/ლიზინგით
გასცემს
ან
განათავსებს
პროდუქტს
საბოლოო
მომხმარებლისთვის.
კ)
ავტორიზებული წარმომადგენელი -
მწარმოებლისგან
მიღებული
აქვს
ფიზიკური
მინდობილობა
ან
იურიდიული
იმოქმედოს
პირი,
რომელსაც
მწარმოებლის
სახელით,
მინდობილობით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში;
ლ) იმპორტიორი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სხვა ქვეყანაში
წარმოებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის.
მ) ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის ბაზარზე პირველადი
მიწოდება წარმოების, იმპორტის, იჯარის, ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან
არაკომერციული მიზნებისათვის;
ნ)
ექსპლუატაციაში
გაშვება
−
საქართველოში
პროდუქტის
პირველად
გამოყენება
დანიშნულებისამებრ.
2
ო)
ბაზარზე
ზედამხედველობის
ორგანო
–
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირი
ენერგოეფექტურობის სააგენტო;
პ) ბაზარზე ზედამხედველობა - ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ განხორციელებული
იმ ქმედებებისა და ზომების ერთობლიობა, რომელიც ადგენს პროდუქტის კანონმდებლობით
განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
ჟ)
დოკუმენტური
შემოწმება
-
ენერგომომხმარებელ
პროდუქტთან
დაკავშირებული
დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება;
რ) ტექნიკური შემოწმება - პროდუქტის ნიმუშების ტექნიკური შემოწმება/გამოცდა მათი
საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ს) საბოლოო მომხმარებელი - მომხმარებელი, რომელიც ამ კანონითა და ტექნიკური
რეგლამენტებით განსაზღვრულ პროდუქტს სარეალიზაციოდ არ იყენებს;
ტ) შემოსავლების სამსახური - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
უ) ენერგოეფექტურობის სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
თავი II. ინფორმაციის მიწოდებისა და მიმწოდებლის/დილერის ვალდებულებები
მუხლი 4. საბოლოო მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება
1. პროდუქტის მიერ ელექტროენერგიის, ენერგიის სხვა წყაროებისა და, შესაბამის შემთხვევებში,
სხვა არსებითი რესურსების მოხმარების შესახებ ინფორმაცია და დამატებითი ინფორმაცია
პროდუქტის ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდებისას (მათ შორის
დისტანციურად გაყიდვისას) ან გასაყიდად განთავსებისას ფიშესა და ეტიკეტის მეშვეობით
უნდა მიეწოდოს საბოლოო მომხმარებლებს;
2. ამ
მუხლის
პირველ
პუნქტში
გათვალისწინებული
ინფორმაცია
ჩასაშენებელი
ან
დასამონტაჟებული პროდუქტისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური
რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
3. პროდუქტის
სპეციფიური
მოდელის
ნებისმიერი
სახის
რეკლამა,
რომელიც
შეიცავს
ინფორმაციას პროდუქტის ფასის ან ენერგომოხმარების შესახებ, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას
ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასის შესახებაც;
4. პროდუქტთან
დაკავშირებული
ნებისმიერი
ტექნიკური
ხასიათის
მასალა,
რომელიც
განკუთვნილია პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობისათვის და აღწერს პროდუქტის
სპეციფიურ ტექნიკურ პარამეტრებს, კერძოდ, ტექნიკური სახელმძღვანელოები და
მწარმოებლების ბროშურები, მიუხედავად მათი ბეჭდური თუ ელექტრონული ფორმისა, უნდა
მიეწოდოთ საბოლოო მომხმარებლებს და მათში ასახული უნდა იყოს თუ რა მოცულობის
ენერგიას მოიხმარს პროდუქტი ან ენერგოეფექტურობის კლასი;
3
5. ამ
კანონითა
და
შესაბამისი
ტექნიკური
რეგლამენტებით
განსაზღვრულ
პროდუქტებზე
დაუშვებელია განსხვავებული დიზაინის, სიმბოლოების ან წარწერების მქონე ეტიკეტის
განთავსება, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს, და შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს ან დააბნიოს საბოლოო
მომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა ან სხვა მნიშვნელოვანი რესურსების გამოყენების
თაობაზე.
მუხლი 5. მიმწოდებლის ვალდებულებები
1. მიმწოდებელი, რომელიც
ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში გაუშვებს პროდუქტს,
ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტთან ერთად ეტიკეტისა და ფიშეს მიწოდება, რომელთა
ფორმა და შინაარსი დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით.
2. მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც საკმარისია ფიშესა
და ეტიკეტზე ასახული ინფორმაციის სიზუსტის შესაფასებლად. ტექნიკური დოკუმენტაცია
უნდა მოიცავდეს:
ა) პროდუქტის ზოგად აღწერილობას;
ბ) შესაბამის შემთხვევაში პროექტირებისას განხორციელებული გაანგარიშებების შედეგებს;
გ) ტესტირების ანგარიშებს, მათ შორის, სადაც შესაძლებელია შესაბამისი აკრედიტებული
ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ ანგარიშებს;
დ) როდესაც პროდუქტის მახასიათებლები გამოყენებულია მსგავსი მოდელებისათვის, შესაბამის
მითითებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ მოდელების იდენტიფიცირებას.
3. მიმწოდებელი ვალდებულია ზედამხედველობის მიზნებისათვის უზრუნველყოს ტექნიკური
დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა ბოლო პროდუქტის წარმოების დღიდან ხუთი წლის
განმავლობაში.
მიმწოდებელი
უზრუნველყოფს
ენერგოეფექტურობის
სააგენტოსთვის
ტექნიკური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას, აღნიშნული სააგენტოს
მხრიდან წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
4. მიმწოდებელი ვალდებულია დილერებს უფასოდ მიაწოდოს პროდუქტთან დაკავშირებული ამ
კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული ეტიკეტები და
ინფორმაცია პროდუქტის შესახებ. მიმწოდებელმა დილერებს ეტიკეტები უნდა მიაწოდოს
მოთხოვნისთანავე. მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს მიწოდების გზას;
5. მიმწოდებელი ვალდებულია ეტიკეტებთან ერთად უზრუნველყონ პროდუქტის ფიშეს მიწოდება
დილერებისთვის;
6. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ
პროდუქტის შესახებ არსებული ყველა
ბროშურა მოიცავდეს პროდუქტის ფიშესაც, ხოლო ბროშურების არარსებობის შემთხვევაში
4
მიმწოდებელი უზრუნველყოფს პროდუქტის ფიშეს ასახვას პროდუქტთან დაკავშირებულ სხვა
მასალაში;
7. მიმწოდებელი პასუხისმგებლებია მის მიერ მიწოდებული ფიშესა და ეტიკეტზე დატანილი
ინფორმაციის სიზუსტეზე; ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ეტიკეტსა და ფიშეზე
დატანილი
ინფორმაცია
გათვალისწინებული
ითვლება
მოთხოვნების
ამ
კანონისა
შესაბამისად,
და
თუკი
ტექნიკური
არ
რეგლამენტებით
არსებობს
საწინაღმდეგოს
დამადასტურებელი მტკიცებულება.
8. ეტიკეტზე ან
ფიშეზე დატანილი ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად მიმწოდებლის თანხმობა
საჭირო არ არის;
9. მიმწოდებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტების ბაზარზე განთავსებისათვის
აუცილებელი,
ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული
მოთხოვნები.
10. მიმწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს ენერგოეფექტურობის სააგენტოსთან ბაზარზე
ზედამხედველობის განხორციელების პროცესში.
მუხლი 6. დილერის ვალდებულებები
1. საბოლოო მომხმარებელზე პროდუქტის ნებისმიერი ფორმით მიწოდებისას დილერი
ვალდებულია თვალსაჩინოდ განათავსოს ეტიკეტი და უზრუნველყოს, რომ პროდუქტის
თანმხლები დოკუმენტაცია ან ბროშურა მოიცავდეს პროდუქტის ფიშესაც;
2. როდესაც დილერი ახდენს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული
პროდუქტის
გასაყიდად
განთავსებას,
ის
ვალდებულია
უზრუნველყოს
დააკმაყოფილოს
პროდუქტების
ბაზარზე
პროდუქტზე
განთავსებული ეტიკეტის თვალსაჩინოება;
3. დილერი
ვალდებულია
აუცილებელი,
განთავსებისათვის
ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული
მოთხოვნები.
4. დილერი
ვალდებულია
ითანამშრომლოს
ენერგოეფექტურობის
სააგენტოსთან
ბაზარზე
ზედამხედველობის განხორციელების პროცესში.
მუხლი 7. პროდუქტის თავისუფალი მიმოქცევა
1. დაუშვებელია ამ კანონისა და ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების
შესაბამისი პროდუქტის საქართველოში ბაზარზე განთავსებისა თუ ექსპლუატაციაში გაშვების
აკრძალვა, შეზღუდვა ან რაიმე სახით ხელშეშლა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ პროდუქტი
5
საფრთხის შემცველია სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის, გარემოსთვის
ან/და თუ პროდუქტი ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს;
2. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ეტიკეტზე და ფიშეზე დატანილი
ინფორმაციის სიზუსტის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა ამ კანონის მე-5
მუხლის შესაბამისად;
3. თუ სსიპ შემოსავლების სამსახური ფლობს ინფორმაციას, საქართველოს ტერიტორიაზე ამ
კანონისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების
შეუსაბამო ეტიკეტების მქონე ან არაეტიკეტირებული
პროდუქტის შემოტანის შესახებ,
ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ასეთი პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე
დაუშვებლობის
შესახებ
და
აღნიშნულის
თაობაზე
დაუყოვნებლივ
აცნობოს
ენერგოეფექტურობის სააგენტოს.
თავი III. სახელმწიფო ზედამხედველობა
1.
პროდუქტის
ამ
მუხლი 8. ბაზარზე ზედამხედველობა
კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით
განსაზღვრულ
მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას ახორციელებენ შემოსავლების სამსახური
და ენერგოეფექტურობის სააგენტო.
2.
ენერგოეფექტურობის
სააგენტო
ზედამხედველობას
ახორციელებს
დოკუმენტური
და
ტექნიკური შემოწმებით ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
ენერგოეფექტურობის სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტაცია ამ
კანონისა და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით;
3.
თუ
ნიმუშების
დოკუმენტური
შემოწმებისას
დადგინდა,
რომ
ზედამხედველობას
დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური
რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,
ენერგოეფექტურობის სააგენტო
უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს მისცეს მითითება და შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის
განუსაზღვროს 5 სამუშაო დღის ვადა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ენერგოეფექტურობის
სააგენტო ვალდებულია განმეორებით ჩაატაროს ნიმუშის დოკუმენტური შემოწმება.
4.
თუ განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მიმწოდებელს/დილერს არ აღმოუფხვრია
შეუსაბამობა,
ენერგოეფექტურობის
სააგენტო
უფლებამოსილია
შეუჩეროს
მიმწოდებელს/დილერს პროდუქტის რეალიზაცია შეუსაბამობის აღმოფხვრამდე;
5.
თუ მიმწოდებელი/დილერი რეალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად
აგრძელებს
პროდუქტის
რეალიზაციას,
მას
დაეკისრება
პასუხისმგებლობა
ამ
კანონის
შესაბამისად;
6
6.
პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო
კონტროლის ზონებში და პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში პროდუქტის ნიმუშების
ტექნიკური
შემოწმებით
ან/და
აღნიშნული
ადგილებიდან
აღებული
ნიმუშების
შემოწმების/გამოცდის გზით, რომელიც ფორმდება შემოწმების ოქმით.
7.
ბაზარზე ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული
პროდუქტის ზედამხედველობისას ენერგოეფექტურობის სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს
როგორც მთლიანად პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ასევე, მისი ცალკეული კომპონენტი ან
მახასიათებელი, რომლის თაობაზეც იგი ფლობს ინფორმაციას შესაძლო შეუსაბამობის შესახებ ან
გააჩნია დასაბუთებული ეჭვი.
8.
მიმწოდებელი/დილერი
ვალდებულია
ენერგოეფექტურობის
სააგენტოს
მოთხოვნის
საფუძველზე მიაწოდოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ნიმუში/ნიმუშები,
რომლის შესყიდვის ხარჯს აანაზღაურებს ენერგოეფექტურობის სააგენტო, და ასევე ამ მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
9.
ენერგოეფექტურობის
სააგენტო
უფლებამოსილია
ფარულად
განახორციელოს
ზედამხედველობას დაქვემდებარებული პროდუქტის შესყიდვა თუ აღნიშნული ხელს შეუწყობს
პროდუქტის ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ
მოთხოვნებთან შეუსაბამობის დროულ აღმოჩენასა და გამოვლენას. ამ მუხლის მე-8 და მე-9
პუნქტებით გათვალისწინებული შესყიდვებისას არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;
10.
თუ
ნიმუშების
ტექნიკური
შემოწმებისას
დადგინდა,
რომ
ზედამხედველობას
დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური
რეგლამენტებით
გათვალისწინებულ
მოთხოვნებს,
მიმწოდებელი/დილერი
ვალდებულია
სრულად აანაზღაუროს ენერგოეფექტურობის სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯები;
11. თუ ტექნიკური შემოწმებისას გამოვლინდა შეუსაბამობა, ენერგოეფექტურობის სააგენტო
უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს მისცეს მითითება და შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის
განუსაზღვროს 5 სამუშაო დღის ვადა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ენერგოეფექტურობის
სააგენტო ვალდებულია განმეორებით შეამოწმოს ტექნიკური შემოწმებისას დადგენილი
მახასიათებლების სრული შესაბამისობა პროდუქტის ეტიკეტთან და ფიშესთან;
12. თუ განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მიმწოდებელს/დილერს არ აღმოუფხვრია
შეუსაბამობა,
ენერგოეფექტურობის
სააგენტო
უფლებამოსილია
შეუჩეროს
მიმწოდებელს/დილერს პროდუქტის რეალიზაცია შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
13. თუ მიმწოდებელი/დილერი რეალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად
აგრძელებს
პროდუქტის
რეალიზაციას,
მას
დაეკისრება
პასუხისმგებლობა
ამ
კანონის
შესაბამისად.
14. ამ მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება და მე-4 და მე-12
პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება დადგენილების სახით,
7
სავალდებულოა შესასრულებლად. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
მითითების და დადგენილების შესრულების კონტროლს ახორციელებს ენერგოეფექტურობის
სააგენტო;
15. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს დოკუმენტური შემოწმება და ამ
მიზნით მოითხოვოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტთან
დაკავშრებული ტექნიკური დოკუმენტაცია.
შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია
მიმწოდებელს გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს გონივრული
ვადა, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში მიმწოდებლის მიერ არ მოხდება შეუსაბამობის აღმოფხვრა,
შემოსავლების
სამსახური
უფლებამოსილია
მიიღოს
გადაწყვეტილება
პროდუქტის
საქართველოს ტერიტორიაზე არ დაშვების შესახებ.
თავიIV: პასუხისმგებლობა
მუხლი 9. მიმწოდებლისა და დილერის პასუხისმგებლობა
1. მიმწოდებლის/დილერის მიერ ენერგოეფექტურობის სააგენტოსთვის ბაზარზე განთავსებული
პროდუქტის ზედამხედველობის პროცესის ხელის შეშლა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის
ოდენობით;
2. მიმწოდებლის/დილერის
მიერ
პროდუქტის
რეალიზაციის
შეჩერების
შესახებ
ენერგოეფექტურობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას
5000 ლარის ოდენობით;
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების
შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის
დამადასტურებელი ქვითარი დამრღვევმა ენერგოეფექტურობის სააგენტოს უნდა წარუდგინოს
გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის
წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.
4. მიმწოდებელს/დილერს დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დადგენილი
ვადის გასვლის შემდგომ, დაეკისრება საურავი თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის
დადგენილი თანხის 0.01% ოდენობით;
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმებისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში
დაჯარიმების შესახებ დადგენილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 10. დასკვნითი დებულებები
1. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების სამინისტროს
მიერ
შემუშავებული შემდეგი
ტექნიკური რეგლამენტების პროექტების დამტკიცება:
8
ა)საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანების
ენერგო ეტიკეტირების წესთან
დაკავშირებით;
ბ)საყოფაცხოვრებო მოხმარების სამაცივრე მოწყობილობების ენერგო ეტიკეტირების წესთან
დაკავშირებით;
გ)საყოფაცხოვრებო
მოხმარების
სარეცხი
მანქანების
ენერგო
ეტიკეტირების
წესთან
დაკავშირებით;
დ)ტელევიზორების ენერგო ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით;
ე)საყოფაცხოვრებო მოხმარების ჰაერის კონდიციონერების ენერგო ეტიკეტირების წესთან
დაკავშირებით;
2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 30 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების სამინისტროს
მიერ
შემუშავებული შემდეგი
ტექნიკური რეგლამენტების პროექტების დამტკიცება:
ა)საყოფაცხოვრებო
მოხმარების
სამზარეულო
ღუმელებისა
და
გამწოვების
ენერგო
ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით;
ბ) მტვერსასრუტების ენერგო ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით;
გ)
წყლის გამათბობლების, ცხელი წყლის ავზების და წყლის გამაცხელებლისა და მზის
პანელების კომპლექტების ენერგო ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით;
დ) გამათბობლების, გამათბობლების კომპლექტების, ტემპერატურის კონტროლის
მზის
პანელებისა და გამათბობლის კომბინირებული კომპლექტების, ტემპერატურის კონტროლისა და
მზის პანელების ენერგო ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით;
ე) ელექტრო ნათურებისა და სანათების ენერგო ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით;
ვ)
საყოფაცხოვრებო
მოხმარების
საშრობი
მანქანების
ენერგო
ეტიკეტირების
წესთან
დაკავშირებით;
ზ) საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხი-საშრობი მანქანების ენერგო
ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით.
მუხლი 11. გარდამავალი დებულებები
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი - მე-9 მუხლებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
2. ამ კანონის პირველი - მე-9 მუხლები ამოქმედდეს 2020 წლის 31 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
9
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ენერგო ეტიკეტირების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმება (შემდგომში
- ასოცირების შეთანხმება) ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის აპროქსიმაციას
ევროკაშირის მოთხოვნებთან, რომელთა მიზანია ენერგეტიკის სფეროში კონკურენტული
ბაზრის ჩამოყალიბება. ასოცირების შეთანხმების XXV დანართში მოცემულია ენერგეტიკის
სფეროში მოქმედი ევროკავშირის იმ დირექტივების და რეგულაციების ჩამონათვალი,
რომელთა აპროქსიმაციის ვალდებულება ეკისრება საქართველოს. აქვე აღსანიშნავია, რომ
საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა ენერგეტიკულ გაერთიანებას (შეერთების ოქმით
განისაზღვრა ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და რეგულაციების იმპლემენტაციის
ვადები).
შესაბამისად,
ენერგეტიკის
სფეროს
კანონმდებლობის
იმპლემენტაციასთან
დაკავშირებით, მასზე გავრცელდა ასოცირების შეთანხმების 218-ე მუხლის დებულებები (32-ე
სქოლიოს
გათვალისწინებით),
რომელთა
მიხედვით,
საქართველოს
ენერგეტიკულ
გაერთიანებაში გაწევრიანების შემთხვევაში, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების
დებულებებს ან, ამ ხელშეკრულების ძალით ევროკავშირის კანონმდებლობაში შესულ
დებულებებს, ენიჭებათ უპირატესობა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ
ენერგეტიკის სფეროში ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების თავთან მიმართებით.
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-3 და მე-5 მუხლების
მიხედვით,
ენერგეტიკული
გაერთიანების
კომპეტენციაა
ენერგეტიკის
სფეროს
მარეგულირებელი ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაცია გაერთიანების სივრცეში
ადაპტირებული სახით.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
ითვალისწინებს
ასოცირების
გამომდინარე,
შეთანხმებაში
წარმოდგენილი
მოცემული
2010
კანონპროექტი
წლის
19
მაისის
„ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და
პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების თაობაზე“ N2010/30/EU
დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაშიიმპლემენტაციას.
საქართველოს ბაზარზე განთავსებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და
სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის
მითითების აუცილებლობა არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.
შესაბამისად,
კანონპროექტის
მიზანს
წარმოადგენს
ენერგომომხმარებელი
პროდუქტის
აუცილებელი ენერგო ეტიკეტირების პრობლემის გადაწყვეტა, საქართველოს ბაზარზე
განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი
1
პროდუქტის შესაბამისობა ამ კანონპროექტითა და ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრულ
მოთხოვნებთან და აღნიშნულის თაობაზე საბოლოო მომხმარებლების ინფორმირება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ენერგეტიკული გაერთიანების“ დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების
შესახებ ოქმის თანახმად, საქართველოსთვის, როგორც აღნიშნული გაერთიანების წევრი
სახელმწიფოსთვის, სავალდებულო გახდა „ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა
და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის
მითითების თაობაზე“ N2010/30/EU დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია.
ამასთანავე, მოცემულ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში
ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის ამ კანონპროექტით და
შესაბამისი
ტექნიკური
რეგლამენტებით
განსაზღვრულ
მოთხოვნებთან
შესაბამისობის
უზრუნველყოფა არ რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით ამ ეტაპზე. აღნიშნულიდან
გამომდინარე, კანონპროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მომხმარებელს საყოფაცხოვრებო
მოწყობილობის შეძენისას არჩევანი გააკეთოს პროდუქტზე, მისი ენერგოეფექტურობის
კლასიდან გამომდინარე.
ა.ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
ამოქმედების
შემდეგ
აუცილებელი
გახდება
საქართველოს
ბაზარზე
განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი
პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების და ასეთი პროდუქტის ენერგო
მოხმარების მაჩვენებლების შესახებ პროდუქტზე სტანდარტული ინფორმაციის მითითება, რაც
საშუალებას მისცემს საბოლოო მომხმარებელს, მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,
გააკეთოს სასურველი არჩევანი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პირველი და მეორე მუხლები განსაზღვრავენ კანონპროექტის მიზანს, კერძოდ, ამ კანონპროექტის
მიზანია საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში
გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების
და ასევე, ასეთი პროდუქტის ენერგომოხმარების მაჩვენებლების შესახებ პროდუქტზე
სტანდარტული ინფორმაციის მითითების უზრუნველყოფა; აგრეთვე, საქართველოს ბაზარზე
განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი
პროდუქტის ამ კანონპროექტის და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრულ
მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
2
კანონპროექტის მეორე მუხლის შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მოქმედება
ვრცელდება
კანონპროექტის
მე-10
მუხლში
მოცემული
ტექნიკური
რეგლამენტებით
განსაზღვრულ ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე, რომლებიც მოხმარებისას პირდაპირ ან
არაპირდაპირ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ენერგიის ან კანონპროექტით განსაზღვრულ
სხვა არსებითი რესურსების მოხმარებაზე. კანონპროექტის მოქმედება არ ვრცელდება
გამონაკლის შემთხვევებზე, კერძოდ მეორად პროდუქტზე; სატრანსპორტო საშუალებებზე,
რომლებიც გამოიყენება გადაყვანა/გადაზიდვისთვის და პროდუქტის საპასპორტო მონაცემებზე
ან
სხვა ეკვივალენტურ ინფორმაციაზე, რომლებიც პროდუქტის უსაფრთხოების მიზნით
დაიტანება მასზე.
კანონპროექტის მე-3 მუხლი მოიცავს ტერმინთა განმარტებას.
მე-4 მუხლში განსაზღვრულია საბოლოო მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხი.
კერძოდ, საბოლოო მომხმარებლისათვის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით, სასყიდლით ან
უსასყიდლოდ
მიწოდებისას (მათ
შორის დისტანციურად
გაყიდვისას) ან
გასაყიდად
განთავსებისას, პროდუქტის მიერ ელექტროენერგიის, ენერგიის სხვა წყაროებისა და სხვა
არსებითი რესურსების მოხმარების შესახებ ფიშესა და ეტიკეტის მეშვეობით ინფორმაციისა და
დამატებითი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა.
კანონპროექტის მე-5 მუხლი ეხება მიმწოდებლის ვალდებულებებს, რომლის მიხედვითაც ის
უზრუნველყოფს პროდუქტთან ერთად ეტიკეტისა და ფიშეს მიწოდებას, რომელთა ფორმა და
შინაარსი განისაზღვრება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით; ასევე ვალდებულია აწარმოოს
ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც საკმარისია ფიშესა და ეტიკეტზე ასახული ინფორმაციის
სიზუსტის
შესაფასებლად.
შემოწმების
მიზნებისათვის
ტექნიკური
დოკუმენტაცია
ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბოლო პროდუქტის წარმოების დღიდან ხუთი წლის განმავლობაში
და ამავე დროს მიმწოდებლები პასუხისმგებლები იქნებიან მათ მიერ მიწოდებული ფიშესა და
ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის სიზუსტეზე. ასევე, ბაზარზე ზედამხედველობის მიზნით,
ისინი ვალდებულნი იქნებიან ითანამშრომლონ ენერგოეფექტურობის სააგენტოსთან.
კანონპროექტის მე-6 მუხლი განსაზღვრავს დილერის ვალდებულებებს, რომლის მიხედვითაც ის
პასუხისმგებელი
იქნება
საბოლოო
მომხმარებლისთვის
პროდუქტის
მიწოდებისას
უზრუნველყოს ეტიკეტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
კანონპროექტის მე-7 მუხლი ეხება პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი
მიმოქცევის
წესებს,
რომლის
მიხედვითაც
დაუშვებელია
გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტის
ტექნიკური
რეგლამენტებით
ბაზარზე
განთავსებისა და
ექსპლუატაციაში გაშვების აკრძალვა, შეზღუდვა ან რაიმე სახით ხელშეშლა, თუ პროდუქტი არ
არის საფრთხის შემცველი სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის,
გარემოსთვის
ან/და
თუ
პროდუქტი
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
3
მე-8 მუხლში მოცემულია ბაზარზე ზედამხედველობის წესები, მასთან დაკავშირებული
მიმწოდებლისა და დილერის ვალდებულებები. კანონპროექტის თანახმად, დოკუმენტურ
შემოწმებას ახორციელებს სსიპ შემოსავლების სამსახური, ხოლო სსიპ ენერგოეფექტურობის
სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს როგორც დოკუმენტური, ასევე ტექნიკური
შემოწმება, რაც გულისხმობს შეამოწმოს როგორც მთლიანად პროდუქტი, ასევე, მისი ცალკეული
კომპონენტი ან მახასიათებელი. ორივე სახის შემოწმებისას გამოვლენილი შეუსაბამობის
შემთხვევაში, მიმწოდებელსა ან დილერს ეძლევა მითითება პრობლემის აღმოფხვრის თაობაზე.
თუ ვერ მოხერხდება შეუსაბამობის აღმოფხვრა, მაშინ უფლებამოსილმა ორგანო ვალდებულია
მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე არ დაშვების ან
პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ.
კანონპროექტის მე-9 მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას კანონპროექტით დადგენილი
მოთხოვნების დარღვევისთვის.
მე-10 მუხლში მოცემულია იმ ტექნიკური რეგლამენტების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც
გათვალისწინებულია კანონპროექტით. აღნიშნულ ტექნიკურ რეგლამენტებს შეუმუშავებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.
განვითარების
სამინისტრო
და
წარუდგენს
კანონპროექტის მე-11 მუხლი წარმოადგენს გარდამავალ დებულებებს და განსაზღვრავს
კანონპროექტის ამოქმედების ვადებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი
კავშირშია
საქართველოს
მთვარობის
2018-2020
წლების
პროგრამასთან
„თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, კერძოდ ძირეული და ინოვაციური
რეფორმების დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის (2.11) ენერგეტიკისა (2.11.1) და მწვანე
ეკონომიკის (2.11.3) პუნქტებთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი ეფუძნება „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს
მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
დაკავშირებულ
შესახებ
ჩანაწერს;
შეთანხმების“
ასევე
XXV
დანართის
„ენერგეტიკული
ენერგოეფექტურობასთან
გაერთიანების“
დამფუძნებელ
ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმსა და აღნიშნულ ორგანიზაციაში
საქართველოს გაწევრიანების თაობაზე გამართული მოლაპარაკებების შედეგს.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
4
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი
სახელმწიფო უწყების ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე,
ვინაიდან
2020
წლის
31 დეკემბრიდან
ძალაში
შედის პასუხისმგებლობის
შესაბამისი ფორმები ჯარიმების/საურავის სახით, კანონპროექტით გათვალისწინებული
მოთხოვნების დარღვევისთვის. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება დარღვევის სახესა
და მის რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
აღნიშნული კანონპროექტის სრულყოფილად ამოქმედების მიზნით აუცილებელია
კანონპროექტის მე-10 მუხლით განსაზღვრული საყოფაცხოვრებო მოწყობილობებისათვის 12
ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება, რომელთაგან 8 ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე
დასრულებულია
მუშაობა
საერთაშორისო
დონორი
ორგანიზაციის
ფინანსური
მხარდაჭერით. დარჩენილი 4 ტექნიკური რეგლამენტის შესამუშავებლად შესაძლებელია
ხარჯების გამოყოფა განხორციელდეს შესაბამისი სახელმწიფო უწყების ბიუჯეტიდან.
კანონპროექტის მე-8 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად, სსიპ ენერგოეფექტურობის
სააგენტო,
ტექნიკური
შემოწმების
მიზნით,
უფლებამოსილია
განახორციელოს
საყოფაცხოვრებო მოწყობილობ(ებ)ის შესყიდვა. აღნიშნულ შემთხვევაში ხარჯების გამოყოფა
მოხდება შესაბამისი სახელმწიფო უწყების ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
5
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოსათვის
ახალი
ფინანსური
ვალდებულებებისწარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მე-5 მუხლის თანახმად, მიმწოდებლები, რომლებიც ბაზარზე განათავსებენ ან
ექსპლუატაციაში გაუშვებენ პროდუქტს, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროდუქტთან
ერთად ეტიკეტისა და ფიშეს მიწოდებაც, რითაც შესაძლოა მიმწოდებლებს დამატებითი
ფინანსური ვალდებულებები წარმოეშვათ.
კანონპროექტის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თუ ნიმუშების ტექნიკური შემოწმებისას
დადგინდა, რომ ზედამხედველობას დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი
ტექნიკური
რეგლამენტებით
გათვალისწინებულ
მოთხოვნებს,
მიმწოდებელი/დილერი
ვალდებულია სრულად აანაზღაუროს სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯები. ასეთ შემთხვევებში
მიმწოდებელს/დილერს წარმოეშობა დამატებითი ფინანსური ვალდებულებები.
ასევე ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის 2020 წლის
31 დეკემბრიდან მიმწოდებლებს/დილერებს დაეკისრებათ ჯარიმები/საურავი, რაც ასევე
გამოიწვევს ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
2020 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში შედის პასუხისმგებლობის შესაბამისი ფორმები
ჯარიმის/საურავის
სახით,
კანონპროექტით
გათვალისწინებული
მოთხოვნების
დარღვევისთვის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროპარლამენტისა და საბჭოს „ენერგომომხმარებელი
პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ
სტანდარტული ინფორმაციის მითითების თაობაზე“ N2010/30/EU დირექტივასთან.
6
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
საერთაშორისო
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
„ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და
პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების თაობაზე“ N2010/30/EU
N2010/30/EU ევროდირექტივა;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
ჩართული
იყვნენ
როგორც
საერთაშორისო,
ასევე
ადგილობრივი ექსპერტები, მათ შორის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, დანიური
საკონსულტაციო კომპანია „NIRAS’-ის წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
7
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
8