„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი,
№19-20, 30.05.1998) მე-5 მუხლის პირველი პუნქტს
დაემატოს შემდეგი შინაარსის
„უ1“
ქვეპუნქტი:
„უ1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტო - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან
დაკავშირებულ დავებზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონპროექტზე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“
79-ე მუხლის შესაბამისად, მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილება. ამასთან, ამავე მუხლი
შესაბამისად, თბილისის საკრებულო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული
პირი დააფუძნოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებულ
საკითხებზე. სწორედ ამ მიზნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში შექმნილია ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის
სააგენტო.
აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე დადგენილი წესით და
ფარგლებში
დელეგირებულია
მუნიციპალიტეტის
საკუთარი
(ექსკლუზიური)
უფლებამოსილება - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და
განკარგვა. ცხადია, რომ აღნიშნული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი
უფლებამოსილება
და
მისი
ეფექტური
განხორციელება
არის
აუცილებელი წინაპირობა მუნიციპალიტეტის ფუნქციების სწორად განხორციელებაში.
საგულისხმოა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან
დაკავშირებით ხშირია დავები. მათ შორის, დავების წარმოების ინიციირება უწევს თავად
მუნიციპალიტეტს.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, თუ სარჩელს აღძრავს
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების
მართვის სააგენტო, აუცილებელი გახდება მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც
გარკვეულწილად ერთგვარი ფინანსური ტვირთი იქნება აღნიშნული სააგენტოსათვის. გარდა
ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ყველა სხვა მუნიციპალიტეტში, რადგან მათ არ აქვთ
უფლება დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ქონებასთან დაკავშირებულ
დავებს აწარმოებენ თავად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი
ორგანოები, რომლებსაც არ უწევთ სასამართლოებისათვის მიმართვის დროს სახელმწიფო
ბაჟის გადახდა.
მნიშვნელოვანი გარემოებაა ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში,
დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე მხარეს
წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერია, სარჩელს აღძრავს მუნიციპალიტეტის მერია და
შესაბამისად,
სახელმწიფო
ბაჟის
გადახდევინება
არ
ხდება.
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის მერია წარდგენილ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის
პირველი
პუნქტის
სასამართლოებში
„უ“
ქვეპუნქტის
განსახილველ
საფუძველზე,
საქმეებზე
რომლის
სახელმწიფო
მიხედვითაც
ბაჟის
„საერთო
გადახდისაგან
თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება
მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.“.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის
სააგენტო
გათავისუფლდეს
სახელმწიფო
ბაჟის
გადახდისაგან
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე. ისევე როგორც, პრაქტიკულად
ყველა სხვა მუნიციპალიტეტი ასეა და ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
გათავისუფლებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე.
წარმოდგენილი კანონპროექტით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო გათავისუფლდება სახელმწიფო
ბაჟის გადახდისაგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ
დავებზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
საკითხების
დარეგულირებისათვის
აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, გამომდინარე იქიდან რომ საკითხი ეხება
სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, რაც რეგულირდება საკანონმდებლო
აქტით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
მას შემდეგ, რაც კანონპროექტის მიღებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო გათავისუფლდება
სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან
დაკავშირებულ დავებზე, სასამართლოში სარჩელს აღძრავს და მხარედ წარმოდგენილი იქნება
თავად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების
მართვის სააგენტო.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში,
რომელშიც ჩამოთვლილია თუ ვინ თავისუფლდება საერთო სასამართლოებში განსახილველ
საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნულ ჩამონათვალს „უ1“ ქვეპუნქტის სახით
ემატება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების
მართვის
სააგენტო
-
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
ქონებასთან
დაკავშირებულ დავებზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონის ძალაში შესვლისათვის,
მისი შინაარსიდან გამომდინარე, რიამე ვადის დაწესება კანონის ამოქმედების შემდეგ, არ არის
საჭირო.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან
დღეის
მდგომარეობით
სასამართლო
დავებზე
უკვე
წლებია
(არსებული
ინფორმაციით, დაახლოებით 2013-2014 წლებიდან) რაც მერია არის წარმოდგენილი, როგორც
მხარე, მერია აღძრავს სარჩელს სასამართლოში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კი
წარდგენილ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“
ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც „საერთო სასამართლოებში განსახილველ
საქმეებზე
სახელმწიფო
(ორგანიზაციები),
ბაჟის
გადახდისაგან
რომელთა
თავისუფლდებიან:
ხარჯები
ფინანსდება
დაწესებულებები
მხოლოდ
სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.“.
რაც შეეხება მიმდინარე დავების რაოდენობას, საშუალოდ არის 60 დავა. აქვე
გასათვალისწინებელია, რომ ბაჟის ოდენობა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში არის
განსხვავებული, ამასთან დავის საგანის ღირებულებაც მისი სპეციფიკის გათვალისწინებით
არის სხვადასხვა. თუმცა, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა
აღნიშნულ დავებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას არ უწევს არც დღეის
მდგომარეობით.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დაახლოებით ზემოაღნიშნული რაოდენობის
დავებზე არ მოუწევს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - ქონების მართვის სააგენტოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან
დაკავშირებულ დავებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა და შესაბამისად ეს ბაჟი არ შევა
სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა, ისევ ვაზუსტებთ, რომ ამ დავებზე არც ახლა ხდება
სახელმწიფო ბაჟის გადახდა და არც ახლა შედის სახელმწიფო ბიუჯეტში ეს თანხები.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტოს არ მოუწევს ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
შესაბამისად, ეს თანხები დაიზოგება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სამომავლოდაც, რადგან
როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა ამ დავებზე უკვე წლებია (არსებული ინფორმაციით,
დაახლოებით 2013-2014 წლებიდან) რაც მერია არის წარმოდგენილი, როგორც მხარე, მერია
აღძრავს სარჩელს სასამართლოში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კი წარდგენილ
სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის
საფუძველზე, რომლის მიხედვითაც „საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე
სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები),
რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.“.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი არც დღეის მდგომარეობით საჭიროებს ბიუჯეტში თანხების
გამოყოფას ამ მიმართულებით და არც ამ კანონის შემდგომ გახდება საჭირო ამ თანხების
გათვალისწინება.
რაც შეეხება მიმდინარე დავების რაოდენობას, საშუალოდ არის (და ალბათ ასე იქნება
დაახლოებით) 60 დავა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბაჟის ოდენობა სხვადასხვა
ინსტანციის სასამართლოში არის განსხვავებული, ამასთან დავის საგანის ღირებულებაც მისი
სპეციფიკის გათვალისწინებით არის სხვადასხვა. თუმცა, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ,
სახელმწიფო ბაჟის გადახდა აღნიშნულ დავებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას
არ უწევს არც დღეის მდგომარეობით.
რაც შეეხება, საკითხს, კანონპროექტის მიღების შემდგომ ამ დავების ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტოში
გადასვლა ხომ არ გამოიწვევს დამატებით ადამიანურ თუ მატერიალური რესურსის გაზრდას,
ამ ეტაპზე შესაძლებელია არ გამოიწვიოს ხარჯების გაზრდა, რადგან აღნიშნულ სააგენტოში
დღესაც არსებობს იურიდიული სამსახური, რომელიც ჩართულია სხვა კატეგორიის დავების
წარმოებაში. ხარჯების გაზრდა სავარაუდოდ დამოკიდებული იქნება დავების რაოდენობაზე,
თუმცა წინასწარ ამის განსაზღვრა ცხადია შეუძლებელი იქნება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის
მიღებით
არ
ხდება
სახელმწიფოს
მიერ
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებების აღება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო გათავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის
გადახდისაგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე
(აქვე აღსანიშნავია, რომ, მართალია დღეის მდგომარეობით აღნიშნულ დავებზე მერია არის
წარმოდგენილი, როგორც მხარე და არ ხდება ბაჟის გადახდა, თუმცა, ამ კანონის მიღების
შემდეგ, უკვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტო იქნება წარმოდგენილი და უკვე გათავისუფლებული იქნება
სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან).
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
(ფულადი
დადგენილი
შენატანის)
გადასახადის,
ოდენობა
მოსაკრებლის
შესაბამის
ან
ბიუჯეტში
სხვა
და
სახის
ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის განსაზღვრა. კანონპროექტის მიღებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო გათავისუფლდება
სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან
დაკავშირებულ დავებზე, რომელ დავებზეც დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერია.
ხოლო
მერია
მოქმედი
კანონმდებლობით
გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახხდისაგან.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობა
მიიღო
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიამ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა, გოჩა ენუქიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა, გოჩა ენუქიძე