„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 18 ✗ 5
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010, მუხ. 461) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შრომითი ურთიერთობა არის ფიზიკური პირისთვის სამუშაოს შემკვეთსა
(შემდგომ − სამუშაოს შემკვეთი) და ამ ფიზიკურ პირს (შემდგომ − სამუშაოს
შემსრულებელი) შორის დამყარებული სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის
ფარგლებშიც სამუშაოს შემსრულებელი ვალდებულია პირადად შეასრულოს ეს
სამუშაო ანაზღაურების სანაცვლოდ ან/და სამუშაოს შემსრულებელი პირადად
ფაქტობრივად ასრულებს ამ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ, თუ არსებობს
შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი მაინც:
ა) სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის მოქმედებს
გარიგება, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ მათ ზემოაღნიშნულ სამართლებრივ
ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ ამ კანონის ან/და სხვა სამართლებრივი აქტით
გათვალისწინებული შრომისსამართლებრივი ნორმის გამოყენება შეუძლიათ;
ბ) ზემოაღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობიდან ფაქტობრივად
გამომდინარეობს, რომ სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს ამ
ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ ამ კანონის ან/და სხვა სამართლებრივი აქტით
გათვალისწინებული შრომისსამართლებრივი ნორმის გამოყენება შეუძლიათ;
გ) არსებობს ამ მუხლის 11 პუნქტის სულ მცირე 10 ქვეპუნქტით
გათვალისწინებული პირობები.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის ფასდება,
არსებობს თუ არა შემდეგი პირობები:
ა) სამუშაოს შემსრულებელი ექვემდებარება სამუშაოს შემკვეთს, კერძოდ,
არსებობს ამ პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები;
1
ბ) სამუშაოს შემსრულებელი ემორჩილება სამუშაოს შემკვეთის მითითებებს,
კერძოდ, არსებობს ამ პუნქტის „გ“−„კ“ ქვეპუნქტებიდან სულ მცირე 7 ქვეპუნქტით
გათვალისწინებული პირობები;
გ) სამუშაოს შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს სამუშაოს შემკვეთის
მიერ განსაზღვრული სამუშაო ან/და იგი ფაქტობრივად ასრულებს აღნიშნულ
სამუშაოს;
დ) სამუშაოს შემსრულებელი ვალდებულია სამუშაო შეასრულოს სამუშაოს
შემკვეთის მიერ განსაზღვრულ ადგილას ან/და იგი სამუშაოს ფაქტობრივად
ასრულებს აღნიშნულ ადგილას;
ე) სამუშაოს შემსრულებელი ვალდებულია სამუშაო შეასრულოს სამუშაოს
შემკვეთის მიერ განსაზღვრულ დროს ან/და იგი სამუშაოს ფაქტობრივად ასრულებს
აღნიშნულ დროს;
ვ) სამუშაოს შემსრულებელი ვალდებულია იმ დროს, როდესაც სამუშაოს
შესრულება არ ევალება, ელექტრონული ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით მიიღოს
ინფორმაცია სამუშაოს შემკვეთისგან ან/და სამუშაოს შემკვეთის მითითებით სხვისგან;
ზ) სამუშაოს შემსრულებელი ვალდებულია სამუშაო შეასრულოს სამუშაოს
შემკვეთის მიერ განსაზღვრული მეთოდით ან/და იგი სამუშაოს ფაქტობრივად
ასრულებს აღნიშნული მეთოდით;
თ) სამუშაოს შემსრულებელი ვალდებულია სამუშაო შეასრულოს სამუშაოს
შემკვეთის მიერ განსაზღვრული საშუალებით ან/და იგი სამუშაოს ფაქტობრივად
ასრულებს აღნიშნული საშუალებით;
ი) სამუშაოს შემსრულებელი ვალდებულია სამუშაო შეასრულოს სამუშაოს
შემკვეთის მიერ განსაზღვრული ხარისხით ან/და იგი სამუშაოს ფაქტობრივად
ასრულებს აღნიშნული ხარისხით;
კ) სამუშაოს შემსრულებელი სამუშაოს შესრულებისას ან/და ამ პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დროს ვალდებულია დაიცვას სამუშაოს შემკვეთის
მიერ განსაზღვრული ქცევის წესები ან/და იგი სამუშაოს შესრულებისას ან/და ამ
პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დროს ფაქტობრივად იცავს აღნიშნულ
წესებს;
ლ) სამუშაოს შემკვეთი აკონტროლებს სამუშაოს შემსრულებელს, კერძოდ,
სამუშაოს შემკვეთს უფლება აქვს, ზედამხედველობა გაუწიოს ამ პუნქტის „გ“−„კ“
ქვეპუნქტებიდან სულ მცირე 7 ქვეპუნქტით გათვალისწინებული, სამუშაოს
შემსრულებლის ვალდებულებების ან/და ქმედებების შესრულებას ან/და იგი
ფაქტობრივად ზედამხედველობს აღნიშნული ვალდებულებების ან/და ქმედებების
შესრულებას;
მ) სამუშაოს შემსრულებელი თანამდებობრივად მიეკუთვნება სამუშაოს
შემკვეთის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
ნ) სამუშაოს შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს სამუშაოს შემკვეთთან
შრომითი ურთიერთობის მქონე სხვა პირის მიერ ამ ურთიერთობის საფუძველზე
შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაოს მსგავსი სამუშაო ან/და იგი
ფაქტობრივად ასრულებს აღნიშნულ სამუშაოს;
2
ო) ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, სამუშაოს შემსრულებლის
მიერ შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაოს შესრულების პირობები
ძირითადად ჰგავს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული, სხვა პირის მიერ
შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაოს შესრულების პირობებს;
პ) სამუშაოს შემსრულებლის მიერ შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაო
კოორდინირებულია სამუშაოს შემკვეთის შეკვეთით სხვა სამუშაოს შემსრულებლის
მიერ შესრულებულ ან შესასრულებელ სამუშაოსთან;
ჟ) სამუშაოს შემსრულებლის მიერ შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაო
სამუშაოს შემკვეთის საქმიანობის ძირითადი ნაწილია;
რ) სამუშაოს შემკვეთი ვალდებულია სამუშაოს შემსრულებელი უზრუნველყოს
სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ძირითადი მასალით, აღჭურვილობით, იარაღით,
დანადგარით, მოწყობილობით, სატრანსპორტო საშუალებით, სხვა ქონებით ან/და
ძირითადი ხარჯის გაწევით ან/და იგი ფაქტობრივად უზრუნველყოფს სამუშაოს
შემსრულებელს აღნიშნული ქონებით ან/და ხარჯის გაწევით;
ს) სამუშაოს შემკვეთი ვალდებულია სამუშაოს შემსრულებელი სრულად ან
ნაწილობრივ უზრუნველყოს მგზავრობით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით ან/და
სამედიცინო დაზღვევით ან საამისო ხარჯის ანაზღაურებით ან/და იგი სრულად ან
ნაწილობრივ ფაქტობრივად უზრუნველყოფს სამუშაოს შემსრულებელს მგზავრობით,
საცხოვრებელი ადგილით, კვებით ან/და სამედიცინო დაზღვევით ან საამისო ხარჯის
ანაზღაურებით;
ტ) სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის დადებულია
გარიგება, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოს შემსრულებლის პროფესიულ
მომზადებას ან გადამზადებას ან/და მომზადების ან გადამზადების გზით სამუშაოს
შემსრულებლის მიერ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ცოდნის ან/და უნარჩვევების შეძენას ან/და გაღრმავებას, ან/და სამუშაოს შემკვეთი ფაქტობრივად
უზრუნველყოფს სამუშაოს შემსრულებლის აღნიშნულ მომზადებას ან გადამზადებას;
უ) სამუშაოს შემსრულებელს უფლება აქვს, ორჯერ მაინც მიიღოს ამავე
სამუშაოს ან/და სამუშაოს შემკვეთის მიერ მისთვის შეკვეთილი სხვა სამუშაოს
სანაცვლო ანაზღაურება ან/და მან ორჯერ მაინც ფაქტობრივად მიიღო აღნიშნული
ანაზღაურება, ამასთანავე, ნებისმიერი ასეთი ანაზღაურების მიღებიდან მომდევნო
ანაზღაურების მიღებამდე პერიოდი 2 თვე ან 2 თვეზე ნაკლებია;
ფ) სამუშაოს შემსრულებლის მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული, ამ
პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით ან/და „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება
მთლიანად შეადგენს სამუშაოს შემსრულებლის მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში
მიღებული საერთო შემოსავლის არანაკლებ 75%-ს (ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული
ვადები აითვლება ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობის
შეფასების მომენტიდან);
ქ) ამ პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით ან/და „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ანაზღაურება ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას;
ღ) სამუშაოს შემკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს ამ პუნქტის „ქ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის სათანადო საგადასახადო
3
პროცედურის განხორციელება ან/და იგი ფაქტობრივად უზრუნველყოფს აღნიშნული
პროცედურის განხორციელებას;
ყ) სამუშაოს შემკვეთი ვალდებულია სამუშაოს შემსრულებლის სასარგებლოდ
შეიტანოს საპენსიო შენატანი;
შ) სამუშაოს შემსრულებელი სამუშაოს შესრულებისას ან/და ამ პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დროს ვალდებულია თვალსაჩინოდ ატაროს ისეთი
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქუდი ან/და სხვა ნივთი ან/და მართოს ისეთი
სატრანსპორტო საშუალება, რომელზედაც გამოსახულია სასაქონლო ნიშანი, ან/და იგი
სამუშაოს შესრულებისას ან/და ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დროს
თვალსაჩინოდ ფაქტობრივად ატარებს ისეთ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ქუდს ან/და
სხვა ნივთს ან/და ფაქტობრივად მართავს ისეთ სატრანსპორტო საშუალებას,
რომელზედაც გამოსახულია სამუშაოს შემკვეთის ან სამუშაოს შემკვეთთან
დაკავშირებული პირის/გაერთიანების მფლობელობაში არსებული სასაქონლო ნიშანი
(სამუშაოს შემკვეთთან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებულ სასაქონლო
ნიშანში არ იგულისხმება სასაქონლო ნიშანი, რომლის მფლობელია ამ ქვეპუნქტში
აღნიშნული სამუშაოს შემსრულებელი).
12. თუ ამ მუხლის 11 პუნქტის „გ“−„ლ“, „რ“−„ტ“, „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტებიდან
რომელიმე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოს შემკვეთის ქმედებას სამუშაოს
შემკვეთისა და სამუშაოს შემსრულებლის თანხმობით სხვა ახორციელებს, იმავე
ქვეპუნქტის მიზნისათვის ითვლება, რომ ამ ქმედებას სამუშაოს შემკვეთიც
ახორციელებს, ხოლო თუ აღნიშნული ქვეპუნქტებიდან რომელიმე ქვეპუნქტით
გათვალისწინებული, სამუშაოს შემკვეთის უფლება ან ვალდებულება სამუშაოს
შემკვეთისა და სამუშაოს შემსრულებლის თანხმობით სხვას აქვს, იმავე ქვეპუნქტის
მიზნისათვის ითვლება, რომ ეს უფლება/ვალდებულება სამუშაოს შემკვეთსაც აქვს.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამსაქმებელი არის შრომით ურთიერთობაში სამუშაოს შემკვეთი. იგი
შეიძლება იყო ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება ან საჯარო
დაწესებულება.
3. დასაქმებული არის შრომით ურთიერთობაში სამუშაოს შემსრულებელი. იგი
შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი.“.
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შრომითი ხელშეკრულება არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის
დადებული გარიგება, რომელიც მიმართულია მათ შორის შრომითი ურთიერთობის
მოწესრიგებისკენ. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით,
განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. თუ დამსაქმებელსა და დასაქმებულს
შორის შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადების გარეშე ან/და
4
სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მიმდინარეობს, ითვლება, რომ
მათ შორის დადებულია და მოქმედებს შრომითი ხელშეკრულება.“.
4. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
საქათველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს მოქმედ ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ტერმინის
„შრომითი ურთიერთობა“ მოცემული განმარტება არის ბუნდოვანი და არასრული,
რის გამოც პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით ისეთ ფაქტებს, როდესაც სამართლის ორ ან
მეტ სუბიექტს შორის ფაქტობრივად შრომითი ურთიერთობა მიმდინარეობს, მაგრამ
მათ შორის დადებულ წერილობით ხელშეკრულებაში ეს ურთიერთობა სხვა სახის
სამართლებრივ ურთიერთობად არის წარმოჩენილი; მეტიც, ხშირად ისეთ
შემთხვევებსაც კი ვაწყდებით, როდესაც პირებს შორის საერთოდ არ არის დადებული
წერილობითი ხელშეკრულება ან დადებულია ბუნდოვანი შინაარსის მქონე ან/და
თვალთმაქცური წერილობითი ან ზეპირი გარიგება, მაგრამ ისინი ფაქტობრივად და
რეალურად შრომითი ურთიერთობის მხარეებად გვევლინებიან. ყოველივე ეს კი
სირთულესა და პრობლემებს იწვევს არა მხოლოდ აღნიშნულ სუბიექტთა/პირთა
სამართლებრივი სტატუსების გაურკვევლობის თვალსაზრისით (კერძოდ, არიან თუ
არა ისინი დამსაქმებლები/დასაქმებულები, ამის გარკვევა, როგორც წესი, უაღრესად
რთულია), არამედ იმ უფლებებისა და მოვალეობების იდენტიფიცირების კუთხითაც,
რომლებიც შრომითი ურთიერთობის მხარეებს შრომითი ურთიერთობის წარმოშობის
მომენტიდანვე უნდა მიენიჭოთ და დაეკისროთ საქართველოს ნორმატიული აქტების
თანახმად. შესაბამისად, კანონპროექტი მიზნად ისახავს „შრომითი ურთიერთობის“,
„დამსაქმებლის“, „დასაქმებულისა“ და „შრომითი ხელშეკრულების“ ცნებების მკვეთრ
ცხადყოფასა და მათი შინაარსის ზედმიწევნით ნათელ განმარტებას, რაც საბოლოოდ
ზემოხსენებული პრობლემების გადაჭრას განაპირობებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია „შრომითი ურთიერთობის“,
„დამსაქმებლის“, „დასაქმებულისა“ და „შრომითი ხელშეკრულების“ ცნებების
საკანონმდებლო დონეზე მკვეთრი ცხადყოფა და მათი შინაარსის ზედმიწევნით
ნათელი განმარტება, რაც საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის
კოდექსი“ შესაბამისი ცვლილების შეტანის გარეშე ვერ მიიღწევა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
1
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება და გამარტივდება, ერთი
მხრივ, პრაქტიკაში წარმოშობილი ნებისმიერი შრომითი ურთიერთობისა და მისი
მხარეების (დამსაქმებლის, დასაქმებულის) იდენტიფიცირება და, მეორე მხრივ, იმ
უფლებებისა და მოვალეობების გამოვლენა, რომლებიც აღნიშნული შრომითი
ურთიერთობის მხარეებს შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მომენტიდანვე უნდა
მიენიჭოთ და დაეკისროთ საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს
შრომის კოდექსი“ მე-2 მუხლში და განიმარტება „შრომთი ურთიერთობის“ ცნება;
კერძოდ, კანონში იწერება ის გარემოებები და მიეთითება ის ალტერნატივები,
პირობები და ამ პირობების ის მინიმალური ოდენობები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს
სამართლებრივი ურთიერთობა, რომ იგი შრომით ურთიერთობად ჩაითვალოს.
კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს
შრომის კოდექსი“ მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებსა და მე-6 მუხლის პირველ
პუნქტში და ზუსტდება ტერმინების „დამსაქმებელი“, „დასაქმებული“ და „შრომითი
ხელშეკრულება“ განმარტებები.
კანონპროექტით ამოღება ხდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს
შრომის კოდექსი“ მე-7 მუხლისა, რომელიც უთითებს, თუ დროის რა მომენტიდან
(როდის) წარმოიშობა შრომითი ურთიერთობა. კანონში ამ მუხლის არსებობა საჭირო
აღარ იქნება, ვინაიდან კანონპროექტით წარმოდგენილი „შრომითი ურთიერთობის“
ცნების განმარტებიდან ისედაც ჩანს და დგინდება, თუ როდის წარმოიშობა შრომითი
ურთიერთობა.
კანონპროექტით ამოღება ხდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს
შრომის კოდექსი“ მე-10 მუხლისა, რომელიც აცხადებს: „დასაქმებული ვალდებულია
სამუშაო პირადად შეასრულოს. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ განსაზღვრული
ვადით სამუშაოს მესამე პირის მიერ შესრულებაზე.“ კანონში ამ მუხლის არსებობა
საჭირო აღარ იქნება, ვინაიდან: 1) კანონპროექტით წარმოდგენილი „შრომითი
ურთიერთობის“ ცნების განმარტებიდან ისედაც ჩანს, რომ დასაქმებული სამუშაოს
პირადად ასრულებს; 2) დამსაქმებელსა და დასაქმებულს კანონში სპეციალური
მითითების გარეშეც შეუძლიათ, რომ შეთანხმდნენ განსაზღვრული ვადით სამუშაოს
მესამე პირის მიერ შესრულებაზე; თუმცა განსაზღვრული ვადის განმავლობაში მესამე
პირის მიერ სამუშაოს შესრულება იმგვარად არ უნდა აღიქმებოდეს, რომ ამ დროს
სამუშაოს თითქოს აღნიშნული დასაქმებული ასრულებდეს, არამედ ამ პერიოდში
დამსაქმებელსა და აღნიშნულ დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობა, როგორც
წესი, შეჩერებული უნდა იყოს, რადგან შრომითი ურთიერთობის ზოგადი პრინციპის
თანახმად სამუშაო დასაქმებულმა პირადად უნდა შეასრულოს.
2
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის
მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ამოქმედებას მიღებიდან შეძლებისდაგვარად
მცირე დროში − გამოქვეყნებისთანავე. ეს აუცილებელია, რადგან ის პრობლემები,
რომლებზედაც ამ განმარტებით ბარათშია საუბარი, საჩქაროდ გადაჭრას საჭიროებს.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
2019 წლის 1 იანვარიდან ამოქმედდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონის ძირითადი ნაწილი. აღნიშნული კანონის პრაქტიკაში რეალიზება
(აღსრულება) კი დამოკიდებულია უპირველესყოვლისა იმაზე, რომ პირები,
რომლებზედაც იგი ვრცელდება, შრომითი ურთიერთობის მხარეები (დამსაქმებელი
და დასაქმებული) უნდა იყვნენ. თუმცა, ზემოთ როგორც აღინიშნა, პრაქტიკაში
ხშირად ვხვდებით ისეთ ფაქტებს, როდესაც ორ ან მეტ პირს შორის ფაქტობრივად
შრომითი ურთიერთობა მიმდინარეობს, მაგრამ მათ შორის დადებულ წერილობით
ხელშეკრულებაში ეს ურთიერთობა სხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობად არის
წარმოჩენილი, ან, მეტიც, პირებს შორის საერთოდ არ არის დადებული წერილობითი
ხელშეკრულება ან დადებულია ბუნდოვანი შინაარსის მქონე ან/და თვალთმაქცური
წერილობითი ან ზეპირი გარიგება, თუმცა ისინი ფაქტობრივად და რეალურად
შრომითი ურთიერთობის მხარეებად გვევლინებიან. ეს კი ართულებს ან ხშირად
შეუძლებელსაც კი ხდის იმ უფლებებისა და მოვალეობების იდენტიფიცირებასა და
გამოვლენას, რომლებიც შრომითი ურთიერთობის მხარეებს შრომითი ურთიერთობის
წარმოშობის მომენტიდანვე უნდა მიენიჭოთ და დაეკისროთ საქართველოს
ნორმატიული აქტების შესაბამისად. ასეთ უფლება-მოვალეობებს განეკუთვნება
სწორედ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებებისა
და მოვალეობების დიდი ნაწილიც, რაც იმას გულისხმობს, რომ „შრომითი
ურთიერთობის“, „დამსაქმებლის“, „დასაქმებულისა“ და „შრომითი ხელშეკრულების“
ცნებების საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“
3
ბუნდოვანებისა და არასრულობის გამო მნიშვნელოვნად ბრკოლდება „დაგროვებითი
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულფასოვანი აღსრულება. ეს პრობლემა
სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი, რადგან, როგორც აღინიშნა, „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი ნაწილი უკვე ამოქმედდა და, ამდენად,
პრობლემის აღმოფხვრის საჭიროება ყოველ დღე უფროდაუფრო საჩქარო ხდება.
შესაბამისად, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნაც ამით არის
გამოწვეული და ამ საკითხს უკავშირდება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს იმ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილის
შრომით ურთიერთობებსა და, შესაბამისად, მათ ხარჯებზე, რომლებიც საჯარო
დაწესებულებები და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულები არ არიან (მართალია,
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-3 მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებულ „დამსაქმებლების ჩამონათვალს“ კანონპროექტით
„საჯარო დაწესებულებაც“ ემატება, მაგრამ ეს კონკრეტული ცვლილება კანონის ამ
ნორმის მხოლოდ შინაარსობრივად დაზუსტების მიზნით ხორციელდება და საჯარო
დაწესებულებებში ამჟამად არსებულ შრომით ურთიერთობებზე ფინანსურ გავლენას
არ ახდენს). ზემოხსნებულ ხარჯებს აღნიშნული დამსაქმებლები და დასაქმებულები
თავიანთი შემოსავლებიდან საჭიროებისამებრ გაიღებენ.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი საკნონმდებლო ცვლილებების პაკეტში
შემავალი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული მითითება
კანონპროექტით შეცვლილ საქართველოს შრომის კოდექსზე გავლენას მოახდენს
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დაგროვებითი საპენსიო სქემის
სახელმწიფო თანადაფინანსების კუთხით, კერძოდ, ხარჯები გაიზრდება, ამ ხარჯების
დაფინანსების წყარო კი სახელმწიფო ბიუჯეტია.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
შემდეგი თვალსაზრისით: იმ პირთა ნაწილს, რომლებიც რეალურად დასაქმებულები
არიან, მაგრამ მათი შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი განზრახ ან უნებლიედ
არცერთი დოკუმენტიდან ნათლად არ ჩანს, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით
წარმოდგენილი კანონების ამოქმედების შემდეგ საპენსიო შენატანის გარდა მოუწევთ
ასევე საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რაც, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
4
ნაწილზე იქონიებს გავლენას. ამ შემოსავლების ოდენობა კი დამოკიდებულია იმაზე,
თუ რამდენად გაიზრდება აღნიშნული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელების
რიცხვი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
ცალკე ეს კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე (იხ. ამ განმარტებითი ბარათის „ბ.ა“ ქვეპუნქტი). თუმცა
წარმოდგენილი საკნონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „დაგროვებითი
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტით გათვალისწინებული მითითება კანონპროექტით შეცვლილ
საქართველოს შრომის კოდექსზე გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე დაგროვებითი საპენსიო სქემის სახელმწიფო თანადაფინანსების
კუთხით, კერძოდ, ხარჯები გაიზრდება; ამ ხარჯების ოდენობა კი დამოკიდებულია
იმაზე, თუ რამდენად გაიზრდება დაგროვებითი საპენსიო შენატანების გადამხდელთა
რიცხვი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები გავლენას ახდენს იმ
დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილის შრომით ურთიერთობებსა და,
შესაბამისად, მათ ფინანსურ შედეგებზე, რომლებიც საჯარო დაწესებულებები და
საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულები არ არიან. ყოველი ასეთი გავლენის ბუნება
და მიმართულება კი ინდივიდუალურად არის დამოკიდებული და გამომდინარეობს
თითოეული შრომითი ურთიერთობის ფინანსურ-ვალდებულებითი ბუნებიდან და
ხასიათიდან და, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფინანსური შედეგების ოდენობაც ამ
შრომით ურთიერთობებში შემავალი ფინანსური ვალდებულებების ხასიათსა და
ოდენობებზეა დამოკიდებული. ზემოხსენებულ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს
გარკვეულ შემთხვევებში დაეკისრებათ საპენსიო შენატანის გადახდის მოვალეობა,
აღნიშნულ დასაქმებულებს კი − საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება.
5
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი) შესაბამის ბიუჯეტში.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს (კანონპროექტი არ გამომდინარეობს ევროკავშირის ასეთი
სამართლებრივი აქტიდან).
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
6
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − სოლიდარობის ქსელიმშრომელთა ცენტრი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი შეფასება არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას გარკვეულწილად გაანალიზებულ იქნა ავსტრიის,
ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის,
ესტონეთის, ირლანდიის, ისლანდიის, იტალიის, ლიხტენშტაინის, ლუქსემბურგის,
მალტის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის,
საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის
შიდა კანონმდებლობები და სასამართლოების საქმეები; კერძოდ, უნდა აღინიშნოს,
რომ მართალია, „შრომითი ურთიერთობის“ ცნების ერთიანი, უნიფიცირებული და
უნივერსალური განმარტება ამ ქვეყნების შიდა სამართლებში არ არსებობს, მაგრამ
კანონპროექტის მომზადებისას გაანალიზებულ და გარკვეულწილად გაზიარებულ
იქნა მათ კანონმდებლობებსა და სასამართლოთა გადაწყვეტილებებში არსებული ის
გარემოებები და კომპონენტები, რომლებზე დაყრდნობითაც ამ ქვეყნებში ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის ფაქტის არსებობა ფასდება.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი.
7