საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, კობა ლურსმანაშვილის და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/286; 19.02.2019) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-14
ბიუროს ნომერი 259
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-8920/19
13-05-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, კობა
ლურსმანაშვილის და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ
კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/286,
19.02.2019)
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო
სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადად განსაზღვრულია წამყვანი
კომიტეტისთვის 2019 წლის 13 მაისი.
გთხოვთ,
საკითხის
სრულყოფილად
დასამუშავებლად
და
დამატებითი
კონსულტაციების გავლის მიზნით, კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს სამი
კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge