საქართველოს პარლამენტის წევრების: მარიამ ჯაშის, შოთა ხაბარელის, სვეტლანა კუდბას და გურამ მაჭარაშვილის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: მარიამ ჯაშის, შოთა ხაბარელის, სვეტლანა კუდბას და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/341; 08.05.2019) საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, შოთა ხაბარელი, სვეტლანა კუდბა, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#2-8936/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-14
ბიუროს ნომერი 259

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-8936/19 14-05-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის 101-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, გთხოვთ, უკან გამოიწვიოთ ჩვენ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ,,კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/341; 08.05.2019). აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს ,,კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას. ინიციატივის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც კულტურის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება არქიტექტურულ - მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. რამდენადაც სავალდებულო აღარ იქნება ამ გადაწყვეტილების განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმება, შესაბამისად მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებული იქნება კანონიდან. ამასთანავე, ტერმინოლოგიური ცვლილებები შედის კანონის მე-19, 21-ე და 24-ე მუხლებში. კანონპროექტის ინიცირების შემდეგ ჩატარებულმა სამუშაო შეხვედრების შემდეგ, გამოკვეთა დამატებითი კონსულტაციების ჩატარების გადაწყვეტილების მიღების თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციისთვის მიკუთვნების საკითხთან აუცილებლობა ძეგლის განხილვებისა და განთავსებაზე დაკავშირებით. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პატივისცემით, პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი პარლამენტის წევრი სვეტლანა კუდბა