საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-5896/19; 26/03/2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-9002/19
14-05-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარმოდგენილია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება
,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-5896/19, 26.03.2019). საკანონმდებლო
წინადადებების თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილში და განისაზღვროს, რომ რეაბილიტირებული
პირისათვის ადმინისტრაციული დაკავების არასწორად დაკისრების შემთხვევაში,
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დადგება თანამდებობის პირთა ბრალის
მიუხედავად.
საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილია მთავრობის
პოზიციების შეჯერება, რისთვისაც საჭიროა დამატებითი დრო. აქედან გამომდინარე,
მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის
გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge