საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ (№1-6292/19; 29/03/2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-9041/19
15-05-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარმოდგენილია საქართველოს
მოქალაქე: ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-6292/19, 29.03.2019).
საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, კოდექსის 249-ე მუხლს უნდა დაემატოს მე-6
ნაწილი და სასამართლო საქმისწარმოების მხარეებს მიეცეთ შესაძლებლობა ნებისმიერ დროს
მოითხოვონ ,,წაგებული“ მხარისაგან ,,მოგებული“ მხარის მიერ გაწეული ხარჯების
დაკისრება. საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია მთავრობის
პოზიციების შეჯერება, რისთვისაც საჭიროა დამატებითი დრო.
აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით საკანონმდებლო წინადადებას განხილვის
ვადის გაუგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge