საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილ მოსამართლეთა არჩევის წესის შესახებ (N1-5493/19; 21/03/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-9038/19
15-05-2019
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ასლი: ქალბატონ მზია ჯღარკავას
თბილისი, გლდანის 1 მკრ. მე-3ა, კორპ. ბინა 8
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან
დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 13 მაისის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 105-ე მუხლის
შესაბამისად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით (1-5493/19, 21.03.2019).
I. საკანონმდებლო წინადადების არსი
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილებების
შეტანა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საქართველოს საარჩევნო
კოდექსში“, რომლის მიხედვით კანონით უნდა განისაზღვროს ამომრჩევლების მიერ
მოსამართლის პირდაპირი წესით არჩევა და კანონით უნდა განისაზღვროს, თუ რომელი
ინსტანციის მოსამართლეები უნდა იქნენ არჩეული ამომრჩევლების მიერ პირდაპირი წესით.
II. საკანონმდებლო წინადადების შეფასება
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს, რომლითაც დადგენილია, რომ
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ იუსტიციის უმაღლესი
საბჭო იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.
დასკვნითი ნაწილი
საქართველოს
პარლამენტის
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტმა
განიხილა
საქართველოს მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
105-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
(N1-5493/19,
21.03.2019) და