საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქის ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ თანამდებობაზე გამწესების კანონიერების თაობაზე საქმეების შეზღუდულ ვადაში განხილვასთან დაკავშირეულ (N1-2479/19; 12/02/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-9040/19
15-05-2019
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ასლი: ბატონ ავთანდილ კახნიაშვილს,
ქ. თბილისი, ჭონქაძის ქ. N17
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქე მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის საკანონმდებლო წინადადება
თანამდებობაზე გამწესების კანონიერების თაობაზე საქმეების შეზღუდულ ვადაში
განხილვასთან დაკავშირებით (N1-2479/19, 12.02.2019).
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 13 მაისის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის
შესაბამისად
საქართველოს
პარლამენტში
წარმოდგენილი
მოქალაქე
ავთანდილ
კახნიაშვილის საკანონმდებლო წინადადება თანამდებობაზე გამწესების კანონიერების
თაობაზე
საქმეების
შეზღუდულ
ვადაში
განხილვასთან
დაკავშირებით
(N1-2479/19,
12.02.2019).
I. საკანონმდებლო წინადადების არსი
საკანონმდებლო წინადადებების მიზანია თანამდებობაზე გამწესების კანონიერების
თაობაზე საქმეების სასამართლოში შეზღუდულ ვადაში განხილვის დაწესება.
საკანონმდებლო წინადადებების ავტორი ითხოვს ცვლილება შევიდეს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსში და კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს კიდევ ერთი
გამონაკლისი შემთხვევა (თანამდებობაზე გამწესების კანონიერების საქმე), როდესაც
სასამართლო საქმეს განიხილავს ერთთვიან ვადაში. თავის მოთხოვნას ავტორი აფუძნებს იმ
გარემოებაზე, რომ 2017 წლიდან მას შეტანილი აქვს სარჩელი ქუთაისის საქალაქო
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის ბათილად ცნობის თაობაზე,
რომლის განხილვაც, მისი განცხადებით, უსაფუძვლოდ ჭიანურდება.
II. საკანონმდებლო წინადადების შეფასება
კომიტეტმა იმსჯელა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე და აღინიშნა, რომ
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო
სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა.
განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს
გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა, გარდა ალიმენტის
გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან მარჩენალის
სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან,
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“
საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და უკანონო მფლობელობიდან
უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს
არაუგვიანეს 1 თვისა.
საკანონმდებლო წინადადება არ შეიძლება იქნას გაზიარებული, ვინაიდან მოქმედი
კანონმდებლობა მხოლოდ ისეთ შემთხვევებში აწესებს სარჩელების დაჩქარებული წესით ერთთვიან ვადაში განხილვას, რომელთა დაყოვნება მნიშვნელოვან მატერიალურ და
ფინანსურ ზიანს აყენებს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა კანონიერ ინტერესებს.
დასკვნითი ნაწილი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს
მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე
მუხლის
შესაბამისად,
წინადადება
ვადაში
საქართველოს
პარლამენტში
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
თანამდებობაზე გამწესების კანონიერების თაობაზე საქმეების შეზღუდულ
განხილვასთან
დაკავშირებით
უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
და
საკომიტეტო
განხილვის
შედეგად
ცნო