საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქის ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი პროცედურისა და კრიტერიუმების დაზუსტების აუცილებლობასთან დაკავშირებულ (N1-2481/19; 12/02/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-9042/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-9042/19 15-05-2019 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ასლი: ბატონ ავთანდილ კახნიაშვილს, ქ. თბილისი, ჭონქაძის ქ. N17 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის საკანონმდებლო წინადადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი პროცედურისა და კრიტერიუმების დაზუსტების აუცილებლობასთან დაკავშირებით (N1-2481/19, 12.02.2019). საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 13 მაისის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის საკანონმდებლო წინადადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი პროცედურისა და კრიტერიუმების დაზუსტების აუცილებლობასთან დაკავშირებით (N1-2481/19, 12.02.2019). I. საკანონმდებლო წინადადების არსი საკანონმდებლო წინადადებების მიზანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესში ცვლილებების შეტანა. ავტორი თვლის, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებასთან (ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტი: „ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge განმავლობაში იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში“. განხორციელება წინადადების ავტორს მიაჩნია, რომ ტერმინები: „კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში“ და „კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში“ ურთიერთწინააღმდეგობრივია, ამიტომაც ითხოვს რეგლამენტის ნორმა შესაბამისობაში მოვიდეს უფრო მაღალი რანგის კანონთან - „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებასთან. გარდა ამისა, წინადადების ავტორს მიაჩნია, რომ ბუნდოვანია როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებაში გამოყენებული ფრაზა: „საქმიანობის ერთერთი სფერო უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში“, ასევე პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგი წინადადება: „საქმიანობის ერთერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში“. აქედან გამომდინარე, წინადადების ავტორი ითხოვს მათ რედაქციულ სრულყოფას. II. საკანონმდებლო წინადადების შეფასება კომიტეტმა იმსჯელა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე და აღინიშნა, რომ საკანონმდებლო წინადადება არ უნდა იქნას გაზიარებული, ვინაიდან არანაირი წინააღმდეგობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებასა და პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტს შორის არ არსებობს არც რედაქციული და არც შინაარსობრივი წინააღმდეგობა, კერძოდ: „ნორმატიული აქტების“ შესახებ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი უფრო მაღალი იერარქიის კანონია, ვიდრე პარლამენტის რეგლამენტი, შესაბამისად, თუკი ამ ორ ნორმატიულ აქტს შორის არსებობს წინააღმდეგობა, როგორც ამას ამტკიცებს საკანონმდებლო წინადადების ავტორი, მოქმედებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ნორმა, რომლის თანახმად, სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიმართ არის დადგენილი მოთხოვნა, რომ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის წარსადგენ მოთხოვნებს, იგი დეტალურად არის გაწერილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-4 პუნქტში: „პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია“. კომიტეტზე ასევე აღნიშნულ იქნა, რომ ა. კახნიაშვილის იდენტური შინაარსის საკანონმდებლო წინადადება სხვა სათაურით განხილულ იქნა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში ამა წლის 25 მარტს და უარყოფილ იქნა. დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი პროცედურისა და კრიტერიუმების დაზუსტების აუცილებლობასთან დაკავშირებით განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და საკომიტეტო