საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-4031/19; 04/03/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-9044/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-9044/19 15-05-2019 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ასლი: ქალბატონ მზია ჯღარკავას, თბილისი, გლდანის 1 მკრ. მე-3 ა კორპ. ბინა 8; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 13 მაისის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-4031/19, 04.03.2019). I. საკანონმდებლო წინადადების არსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობის იმგვარ ცვლილებას, რომელიც ხელს შეუწყობს ეთნიკური ნიშნით ქართველებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას გამარტივებული წესით. ზემოაღნიშნული საქართველოს ორგანულ საკანონმდებლო კანონში წინადადებით „საქართველოს წარმოდგენილია მოქალაქეობის განსახორციელებელი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებენ შემდეგს: თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესახებ“  1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შედეგად სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში გადასულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის მიმართ შემოღებულ უნდა იქნას მოქალაქეობის მინიჭების ხელშემწყობი რეგულაციები ;  1614-1617 წლებში ირანში იძულებით გადასახლებულ ქართველთა შთამომავლებს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭოთ გამარტივებული წესით, ამასთანავე, შეუნარჩუნდეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;  ისტორიული ჰერეთის (საინგილოს) ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭოთ გამარტივებული წესით. II. საკანონმდებლო წინადადების შეფასება ცვლილების მიზანი არის იმ პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, რომლებიც სხვადასხვა დროს იძულებით იქნენ გადაადგილებულნი და წარმოადგენენ ეთნიკურად ქართველებს. კომიტეტმა იმსჯელა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე და აღინიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე-17 მუხლში 2018 წლის ივლისში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პროცედურას. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამასთან, სახელმწიფო ინტერესის შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება − მიაჩნია თუ არა სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ და იგი ან მისი წინაპარი არის თუ არა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ასევე, სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. შესაბამისად, პირთა ამ წრისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პროცედურა საქართველოს მოქალაქეობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში უკვე არსებობს ისე, რომ ამ პირებს არ უწევთ იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების საკითხის გადაწყვეტის რეპატრიანტების შემოთავაზებას, შემთხვევაში ხდება, არსებითად, იმგვარად, გასათვალისწინებელია, როგორც რომ ეს ერთიანი მოქალაქეობის პრინციპის (ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამავე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) საფუძველზე მოქალაქეობის მინიჭების მთავარ პირობას წარმოადგენს ის, რომ გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე პრეზიდენტის მიერ ბრძანებულების გამოცემის შემდეგ ამავე ბრძანებულების ძალაში შესასვლელად პირებს უწევთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი ეს დოკუმენტი, პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში არ შედის, და, თავისთავად, ეს პირები საქართველოს მოქალაქეობის სტატუსით ვერ სარგებლობენ. უფრო მეტიც, თუ ეს პირები დადგენილ ვადაში არ წარმოადგენენ ასეთ დოკუმენტს, პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგულად ცხადდება („საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი). ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ პირთა კატეგორიის ინტერესების საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულ დასაცავად „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისათვის (საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც მშობლიური ენა აქვს საქართველოდან მიეკუთვნება წარმომავლობა, ქართველურ-კავკასიურ ან/და ენებს) რომლის მთელ რიგ უფლებამოსილებას ითვალისწინებს. კერძოდ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც კანონიერი საფუძვლით იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, სარგებლობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. გარდა ამისა, მას აქვს შემდეგი პრივილეგიები: უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში; თუ ის არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა ესაჭიროებათ, უფლებამოსილია, ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი; უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში მიიღოს ზოგადი და უმაღლესი განათლება და სხვ. დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-4031/19, 04.03.2019) და საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი