საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის წარდგომა; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს წარდგომა; გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას წარდგომა.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.05.2019
ავტორი
ფრაქციები: „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“
ნომერი
#[33db]/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
Its$d,crl3Cqxnl, Js6q,s0C6oob bcagrbott bsqgt$ggCgoq,gbo boj,:6o3gqob Jo6qo8956o N261/15 2019 $gqrl,27 05obo b.:jurto4gEml, Jt6q'r0C60ob &,"J6o rqr6gbb: btd#,crscq'r'ilt J.)d,q'!aC6orrb oX6q'$C60ob la9-g aJbq'cll, ay7 &36igrb SCbras0ol$cg, oargc aubq'c,I, 0g-&{g-10 fuEiggboo, 6o6t$\getUq'c, Itrjrt6o8cqmlt 0or:gtft'rbob, &d,q'r0C6$ob BSrOC S$fnAgrq'eCq3qxl tbgr syet6r6ott, Acrrrs16<qbolt $Sdrllt ofr)g6Jgqrr6cnb fulnor AoL8g6olt qxa,o A$obrbqsdrr'll, qrrbrt6onb otbrb0rqr. qubrt6on: I mt66gq'c, brdvrton0gxdl Jrt+rg'.tAg60c,l, orlgfuqm8r6ott JoOgCqn Astreboqp, (') 0o"UO<rb trbem0ob orr3Axqmfud,g / ,//.1ff{U \ o}'tu6qrb('83oqr, \J
წერილი
772-01-02-2-201905311127 N 01-02/772 31/05/2019 საქართველოს პარლამენტს როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2019 წლის 16 მაისს შემოვიდა ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვა შემდეგი შინაარსით:  რა რეაგირებას ახდენს საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებზე. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ცენტრალურ, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში - საარჩევნო კოდექსი) მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, დროულად და კანონით დადგენილ ვადებში რეაგირებას ახდენს საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ განცხადება/საჩივრებსა თუ სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებით, საკითხის დეტალური შესწავლით და შემდგომ, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით. მოცემული კონკრეტული კითხვიდან გამომდინარე, როგორც ამას ინტერპელაციის წესი მოითხოვს, მოგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტებში მოცემულია ტერმინების შემდეგნაირი განმარტებები:  „ჰ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა“  „ჰ1) წინასაარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო აგიტაცია – სუბიექტობის ამომრჩეველთა კანდიდატის მოწოდება საარჩევნო მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა“ უნდა აღინიშნოს, რომ წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე და მისი წარმოების წესები განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსის მე-6 თავით. წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევა საარჩევნო კოდექსის მიერ მიჩნეულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. საარჩევნო კოდექსის 79-ე, 81-ე და 88-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევების დადასტურების შემთხვევაში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე/შუალედური არჩევნების პერიოდში, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევის ფარგლებში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოვიდა სულ ორი განცხადება. 1. მოგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ გააჩნიათ საარჩევნო კომისიის წევრებს. სწორედ აღნიშნული დანაწესის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, 2019 წლის 16 აპრილს, ა(ა)იპ-ის ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ აღმასრულებელმა დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელშიც მიუთითებდა, რომ №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი პირადი სოციალური ქსელის მეშვეობით ეწეოდა წინასაარჩევნო აგიტაციას. საკითხის შესწავლის შედეგად, არ დადგინდა სამართალდარღვევა. ამასთან, სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაცია შინაარსობრივად ეხებოდა აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის შესახებ ინფრასტრუქტურულ პროექტს და არ შეიცავდა აგიტაციის შემცველ არანაირ ინფორმაციას. 2. რაც შეეხება მეორე განცხადებას - მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. მათი საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. 2019 წლის 17 მაისს, მოქალაქე მარია მელქაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის ერთერთი მაჟორიტარი კანდიდატის მიერ, წინასაარჩევნო აგიტაციის ზემოხსენებული წესების სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. საკითხის შესწავლის სამართალდარღვევა, შედეგად, ვინაიდან არც კანდიდატის ამ შემთხვევაში პროგრამა ან/და დადგინდა სააგიტაციო ბეჭდვითი მასალა არ შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო კამპანიის დროს არსებულ განცხადება/საჩივრებს, სულ წარდგენილ იქნა 9 განცხადება/საჩივარი (დეტალური ინფორმაცია იხ. დანართში). ხსენებული განცხადება/საჩივრებიდან წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობას ეხებოდა-7, სააგიტაციო მასალის განთავსების წესების დარღვევას-1, ხოლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებს-1 განცხადება/საჩივარი. შესწავლის შედეგად არცერთ შემთხვევაში არ დადგინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამასთან, კამპანიასთან დაკავშირებული ზემოხსენებული განცხადება/საჩივრების გარდა, წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შევიდა 156 განცხადება/საჩივარი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ეხებოდა არა არსებით საარჩევნო პროცედურულ დარღვევას, არამედ ისეთ ლოგისტიკურ/ტექნიკურ საკითხებს, რომელთა დადასტურება სავარაუდოდ, შესაძლოა გამხდარიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველი. მიუხედავად ჯერ კიდევ კანონმდებლობით განსაზღვრული განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი ვადების არსებობისა, ამ ეტაპისთვის ყველა მათგანი განხილულია და შესაბამისი გადაწყვეტილებებია მიღებული. დანართი: 3 ფურცლად პატივისცემით, თამარ ჟვანია კომისიის თავმჯდომარე . დანართი წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა 7 სააგიტაციო მასალის განთავსების წესების დარღვევა 1 ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 1 წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: ა) საარჩევნო კომისიის წევრისა; ბ) მოსამართლისა; გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა; დ) გენერალური აუდიტორისა; ე) საქართველოს სახალხო დამცველისა; ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა; ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.  2019 წლის 09 მაისს, ა(ა)იპ-ის ,,მონიტორინგის ცენტრი-მედიატორი“ დამკვირვებელმა საჩივრით მიმართა №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელშიც უთითებდა, რომ №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №15 საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო ოთახში განთავსებული იყო სააგიტაციო მასალა.1 საკითხის შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა.  2019 წლის 11 მაისს, საარჩევნო სუბიექტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაგაერთიანებული ოპოზიცია“ წარმომადგენელმა №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრით მიმართა №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელშიც უთითებდა, რომ №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №8 საუბნო საარჩევნო კომისიის 4 წევრი მონაწილეობას ღებულობდა წინასაარჩევნო აგიტაციაში.2 საკითხის შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა.  2019 წლის 13 მაისს, ა(ა)იპ-ის ,,ახალგაზრდა თაობა“ დამკვირვებელმა საჩივრით მიმართა №22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელშიც უთითებდა, რომ №22 მარნეულის საარჩევნო ოლქის №1 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, №90 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, №26 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, №27 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, №36 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი და №26 საუბნო საარჩევნო კომისიის 1 https://sachivrebi.cec.gov.ge/info.php?id=8996 2 https://sachivrebi.cec.gov.ge/info.php?id=9018 თავმჯდომარის მოადგილე მონაწილეობას ღებულობდნენ წინასაარჩევნო აგიტაციაში.3 საკითხის შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა.  2019 წლის 14 მაისს, საარჩევნო სუბიექტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაგაერთიანებული ოპოზიცია“ წარმომადგენელმა №84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრით თავმჯდომარეს, მიმართა რომელშიც №84 ხულოს უთითებდა, რომ საოლქო საარჩევნო სხვადასხვა კომისიის სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში დასაქმებული პირები უკანონოდ მონაწილეობდნენ წინასაარჩევნო აგიტაციაში.4 საკითხის შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა.  2019 წლის 16 მაისს, ა(ა)იპ-ის ,,ახალგაზრდა თაობა“ თავმჯდომარემ საჩივრით მიმართა №22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელშიც უთითებდა, რომ №22 მარნეულის საარჩევნო ოლქის №78 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი მონაწილეობას ღებულობდა წინასაარჩევნო აგიტაციაში.5 საკითხის შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა.  2019 წლის 20 აპრილს, საარჩევნო სუბიექტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაგაერთიანებული ოპოზიცია“ წარმომადგენელმა №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრით მიმართა №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელშიც უთითებდა, რომ №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №5 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოციალური ქსელის მეშვეობით ეწეოდა წინასაარჩევნო აგიტაციას. საკითხის შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა.6  2019 წლის 25 აპრილს, საარჩევნო სუბიექტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაგაერთიანებული ოპოზიცია“ წარმომადგენელმა №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრით მიმართა №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელშიც უთითებდა, რომ №82 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მონაწილეობას ღებულობდა წინასაარჩევნო აგიტაციაში. საკითხის შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა.7 აკრძალულია სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობანაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა. 3 https://sachivrebi.cec.gov.ge/info.php?id=9048 4 https://sachivrebi.cec.gov.ge/info.php?id=9050 5 https://sachivrebi.cec.gov.ge/info.php?id=9070 6 https://sachivrebi.cec.gov.ge/info.php?id=8918 7 https://sachivrebi.cec.gov.ge/info.php?id=8919  2019 წლის 10 მაისს, საარჩევნო სუბიექტის „ქრისტიან-კონსერვატორები“ წარმომადგენელმა №84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრით მიმართა №84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელშიც უთითებდა, რომ სოფ. ფაჩხის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული იყო სააგიტაციო მასალა. საჩივარი რეაგირებისთვის გადაიგზავნა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში.8 წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; მათ შორის, იკრძალება:    სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა; სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება; სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.  2019 წლის 16 მაისს, საარჩევნო სუბიექტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაგაერთიანებული ოპოზიცია“ წარმომადგენელმა №84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრით მიმართა №84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელშიც უთითებდა, რომ პგ-ის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კანდიდატი კანონდარღვევით იყენებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას.9 საკითხის შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა. 8 https://sachivrebi.cec.gov.ge/info.php?id=9012 9 https://sachivrebi.cec.gov.ge/info.php?id=9077
დანართი
brjrl6oggqmb 0cnrg6<'rbob, Js6q'r0g56olt $o6189 r66o6ofu sq\.ogbgq'c, lrtl3r ot6A$rdl, 0or46r'rbolt $gg6olt o6gg{6,3gq,rgoob $Cb.,- 0ob0C6r (696q'sEg6go agb.149) 6r0efl t3q'Cqrrlt qQslubCq'Cbr N 6r&dlgqnb qrdx'rob cfx'! aoa6drcrnbr EC6o83br 3r.05.20r9 l. Eglc,orbgolr rg$r'6<l 2.5 $or. (J.:6q,t0g6goU $g3t6orr .:6r6.:3q'3b ts3oqr3.>6o.:6o Xb:tg1o, 96r.-ft3or) 2. 5$- r('f,Clngol, $lrybo 2.5 $gon (blj.:6or6q''erl,t 6orrg6c.rb.:, Jr6q'rAC6Ooti $obrAC r66.r6ots3.rq'qrgbSqo bb3.: rn66rbcn, 0or.r36oboLr Srs6o) 3. tsgoolbgob 4gr'6ob qqrVJr6gbr 1$-. 4. sqf,Sbq3ol, J$bflbo 2.5 $or. qtltg{t60bl l5 $or. seCbrOCbo 5. er.:acq3goqO03gr, &6q,$C60o'lt 0CS6o 1.30 $or. 6. o0 g6rj6cnb $r{6a<'nrq'ag6q,Cbo, t6o0qgbo6 rt6 5dr,rb 6pXOon$g&Jqxl UOO€q'Cttobr0o rb g06ot69lmb$o 4ff-. 7. g06o69lxnbolt $Y6Ae€sqbCEq'Cbo 8. :f0t6rggdrc$olt Sr6a<'f rASCEqlCbo 9. rcp{6Cl$Oob Cp.:ttage,ox, ltcr06gr 11.30 Sor. 5 Sor. 036o036s; ts33oorb33bolr 6.:crpXbobob 6:or3rq'ob$o63boor, Jr6q's036$ob bogt6rn J6elJo66ogq'rqr rE6o63bb o6gg6J3qr.:6ooor 6.:or3rq,obSofubgqr qt6cngbb, o063r6sq, 6o10 tsSlldqrgbSqro ogcrb g3gq't tsggoorb3r9ca g30qr.> J6cn63qrg6ob 6r3q,.r.