საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ლაშა ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-7904; 19/04/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
შენიშვნა tstsinadze
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-9102/19
15-05-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2019 წლის 13 მაისის სხდომაზე განიხილა ლაშა ჩხარტიშვილის მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
უსაფრთხოების
„შრომის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-7904/19; 19.04.2019).
წინადადება გულისხმობს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის სანქციების
ოდენობების ზრდას - გახუთმაგებას, მაგალითად, მაქსიმალურ სანქციად წინადადებაში
განსაზღვრულია 250 ათასი ლარი, ხოლო მოქმედ კანონში მაქსიმალური სანქციაა 50 000 ლარი
(ორივე შემთხვევაში გათალისწინებულია მისი გაორმაგება 1 წლის განმავლობაში იმავე
ქმედების განმეორებით ჩადენის დროს); წინადადება ასევე ითვალისწინებს 27-ე მუხლის მე-2
პუნქტში მოცემული ნორმების ამოქმედებას 15 მაისიდან, ნაცვლად 1 სექტემბრისა,
მაგალითად, იმ ნორმის, რომელიც ეხება კანონის გავრცელებას ეკონომიკური საქმიანობის
ყველა დარგზე.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ
იქნა შემდეგი მიზეზის გამო:
საკანონმდებლო წინადადებაში არ არის მოცემული წარმოდგენილი ცვლილებების
საჭიროების დასაბუთება და არ არის მოყვანილი იმის დამადასტურებელი არგუმენტი, რომ
არსებული სანქციები არაეფექტიანია, შესაბამისად წინადადება არ პასუხობს საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მოთხოვნას:
„...საკანონმდებლო
წინადადება
უნდა
შეიცავდეს
მისი
საჭიროების
ავტორისეულ
დასაბუთებას. საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების
მიზეზი...“.
აღსანიშნავია, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით
განსაზღვრული
სანქციების
ეფექტიანობის
შეფასება/ანალიზი
ჯერ
არ
განხორციელებულა, რადგან კანონის ამოქმედებიდან საკმარისი დრო არ არის გასული
ამისთვის;
მხოლოდ
სათანადო
ანალიზის
საფუძველზეა
შესაძლებელი
შრომის
უსაფრთხოების მარეგულირებელ კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილების საჭიროების
დადგენა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიქმნა შრომის უსაფრთხოების საკითხებზე
მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომლის მიზანია შრომის უსაფრთხოების კუთხით
არსებული გამოწვევების შესწავლა, ერთ-ერთი საკითხი ამ ჯგუფის მუშაობაში იქნება
სანქციების ეფექტიანობის შეფასება.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
რაც შეეხება იმას, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნორმების ამოქმედების თარიღად
მოცემულია 1 სექტემბერი: ეს თარიღი შესაბამისობაშია „ასოცირების შესახებ შეთანხმებით“
განსაზღვრულ ვალდებულებასთან, რომლის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობა
შესაბამისობაში
უნდა
მოვიდეს
„სამუშაო
ადგილზე
მუშაკთა
უსაფრთხოებისა
და
ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღების შესახებ“
89/391/EEC დირექტივასთან 2019 წლის 1 სექტემბრისთვის, ამასთან, ეს არის ის მინიმალური
ვადა, რაც სჭირდება ზედამხედველ ორგანოს, იმისათვის რომ შრომის უსაფრთხოების
კანონმდებლობის სათანადო აღსრულება განახორციელოს; ეს თარიღი არჩეულ იქნა შესაბამის
დაინტერესებულ მხარეებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად.
კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ზოიძე