საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და თანმდევი პროექტების (N07-3/294; 27/02/2019) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
წერილი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-9172/19
16-05-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 3 მაისს, პირველი მოსმენით
მიღებულ იქნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული „სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და
გამომდინარე კანონპროექტები (07-3/294/9; 27-02-2019). საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეორე მოსმენით განხილვისათვის
მომზადების მიზნით წამყვანი კომიტეტი კანონპროექტს განიხილავს პირველი მოსმენით
მიღებიდან 3 კვირის ვადაში. თუ ამ ვადაში ვერ ხერხდება კანონპროექტის განხილვა, ვადა
შეიძლება გაგრძელდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების
საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით.
კანონის პროექტებით გათვალისწინებული საკითხების კომპლექსური ხასიათიდან
გამომდინარე, მათი სრულყოფილად დამუშავებისა და დამატებითი კონსულტაციების
გამართვისათვის საჭიროა დამატებითი ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ,
უზრუნველყოთ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და გამომდინარე კანონპროექტების (07-3/294/9)
საკომიტეტო განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ოთარი დანელია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge