„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში (საკანონმდებლო
მაცნე, N1388, 18/05/2005) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“
ქვეპუნქტები
„ა1) არ განახორციელოს შესყიდვა იმ ორგანიზაციისგან, რომელიც ემსახურება ომისა და
ძალადობის პროპაგანდას, ეწინააღმდეგა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ
საგარეო პოლიტიკურ კურსს,
მოწოდებული არის
არსებული სახელმწიფო და
საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, ტერიტორიული
მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და
ეთნიკური დაპირისპირებისკენ ან
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის
ლეგიტიმაციისკენ.
ა2) 3 თვეში ერთხელ გაასაჯაროვოს იმ მედია-საშუალებების სია, რომლისგანაც
ახორციელებს რაიმე სახის შესყიდვას.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა)კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
განხორციელებისას
მიღების
საჭიროება
განაპირობა
სახელმწიფო
შესაბამისი
საბიუჯეტო
ორგანიზაციების
მიერ
შესყიდვების
ისეთი
ტიპის
სუბიექტებისგან შესყიდვის განხორციელებამ, რომლებიც ეწევა ომისა და ძალადობის
პროპაგანდას, აგრეთვე მოწოდებულია
სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების
ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
დარღვევისკენ,
ეროვნული
შუღლისა
და
მტრობისკენ,
რელიგიური
და
ეთნიკური
დაპირისპირებისკენ ან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციას.
აღნიშნულ კანონპროექტს აქვს პრევენციული ხასიათი და მიზნად ისახავს საბიუჯეტო
ორგანიზაციების მიერ ისეთი სუბიექტებისგან სახელმწიფო შესყიდვების შეზღუდვას,
რომელთა
საქმიანობაც
წინააღმდეგობაში
მოდის
საქართველოს
სახელმწიფოს
სუვერენიტეტთან და კონსტიტუციურ პრინციპებთან.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი დარეგულირებულია „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით.“ შესაბამისად, აღნიშნულ საკანონმდებლო
რეგულირებაში ცვლილებების შეტანა უნდა მოხდეს კანონპროექტის მიღების გზით.
ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიხედვით საბიუჯეტო ორგანიზაციები,
სახელმწიფო შესყიდვას იმ
ვერ განახორციელებენ
სუბიექტთაგან, რომლებიც ეწევიან ომისა და ძალადობის
პროპაგანდას, ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საგარეო
პოლიტიკურ კურსს,
მოწოდებული არიან არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი
წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, ტერიტორიული მთლიანობის
დარღვევისკენ,
ეროვნული
შუღლისა
და
მტრობისკენ,
რელიგიური
და
ეთნიკური
დაპირისპირებისკენ ან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ.
აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელი ორგანოები ვალდებულნი
იქნებიან 3 თვეში ერთხელ გაასაჯაროვონ იმ მედია-საშუალებების სია, რომელთაგან
ახორციელებენ რაიმე სახის შესყიდვას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელი ორგანოები
ვალდებულნი იქნებიან არ განახორციელონ რაიმე სახის შესყიდვა იმ ორგანიზაციისგან,
რომელიც ემსახურება ომისა და ძალადობის პროპაგანდას,
მოწოდებულია
არსებული
სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ,
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და
მტრობისკენ,
რელიგიური
და
ეთნიკური
დაპირისპირებისკენ
ან
საქართველოს
ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციას.
აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ორგანოები ვალდებულნი
იქნებიან 3 თვეში ერთხელ გაასაჯაროვონ იმ მედია-საშუალებების სია, რომელთაგან
ახორციელებენ რაიმე სახის შესყიდვას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
წარმოდგენილ კანონპროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ
ვრცელდება.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადებში გაჩნდეს საკანონმდებლო
გარანტია, რომელიც ხელს შეუშლის რუსული პროპაგანდის გავრცელებას ქვეყანაში.
კანონპროექტით რეგულირდება მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი
საბიუჯეტო
ორგანიზაციების
საქმიანობის
წესი,
რაც
ლეგიტიმურს
ხდის
მის
გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება საშუალოვადიან პერიოდში არ საჭიროებს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტს გავლენა არ ექნება, სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტს ფინანსური გავლენა ექნება პროექტით განსაზღვრულ ორგანიზაციებზე,
რომელთაგან შესაბამისი საბიუჯეტო ორგანოები აღარ განახორციელებენ შესყიდვებს.
შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციებისთვის კანონპროექტი იქნება ფინანსური ზიანის
მომტანი, თუმცა კონკრეტულად თუ რა ოდენობის ფინანსურ ზიანზეა საუბარი ეს
დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული შესყიდვის თვისობრიობასა და რაოდენობრიობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის ცვლილება ან და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპის ცვლილება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
საქართველოს
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრო სექტორის, მედიისა
და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონსულტირების დონეზე. აგრეთვე,
გათვალისწინებულ იქნა პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის მიერ მომზადებული
კვლევის შედეგები, სადაც განხილულია საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში რუსული
პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ნორმები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი სერგი კაპანაძე
ვ) კანონპრექოტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები სერგი კაპანაძე,
გიორგი კანდელაკი