„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სერგი კაპანაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგი კაპანაძე, გიორგი კანდელაკი
ნომერი
#07-3/343/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის (საკანონმდებლო მაცნე, N1228, 18/02/1998) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: “2. ამ კანონის მიზნებისთვის სპონსორი არ შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაციის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე ამ სახელმწიფოს წარმომადგენლის მონაწილეობით შექმნილი მთავრობის ან მისი საქველმოქმედო, ჰუმანიტარული, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, საკრედიტო ან საფინანსო ინსტიტუტი, აგრეთვე სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის რუსეთის ფედერაციის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი.” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციითა და სხვა, მათ შორის საერთაშორისო დოკუმენტებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი აღიარებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 - 2018 წლების ანგარიშების მიხედვით ქვეყნის ერთ-ერთ საფრთხედ დასახელებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენა, რომელიც მიზნად ისახავს ანტიდასავლური ღირებულებების გაღვივებას და ნიჰილიზმის დათესვას. რუსული რბილი ძალა მზარდ პრობლემას წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, რაც არაერთხელ აღინიშნა საქართველოს პარტნიორი ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როგორებიცაა ევროსაბჭო, ევროპარლამენტი და სხვა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება რეკომენდებულია ზემოაღნიშნული საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეფექტურად არის განხორციელებული საქართველოს მეგობარი მთელი რიგი სახელმწიფოების მიერ. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: რეკლამის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილია სპონსორობის შესაძლებლობა. კანონპროექტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად საკანონმდებლო დონეზე დაზუსტდეს არსებული ჩანაწერი. კი აუცილებელია ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით გათვალისწინებული განმარტება, უზრუნველყოფს რუსული რბილი ძალის გავლენების მნიშვნელოვან შემცირებას საქართველოში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი დამატებით განმარტებას აყალიბებს რეკლამის შესახებ კანონში. კერძოდ, ზუსტდება სპონსორთა წრე. პროექტის მიხედვით რუსეთის მთავრობას ან მის წარმომადგენელს, აგრეთვე ორგანიზაციებს, რომელთა მოქმედი ბენეფიციარი მესაკუთრე არის რუსეთის ფედერაციის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი შეეზღუდებათ სპონსორობის განხორციელება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ კანონპროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, უმოკლეს ვადებში გაჩნდეს საკანონმდებლო გარანტია, რაც ხელს შეუშლის რუსული პროპაგანდის გავრცელებას ქვეყანაში. შესაბამისად, მიზანშეწონილად მივიჩნევთ კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტს გავლენა არ ექნება, სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით. კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღებას არ ექნება ფინანსური შედეგი მისი ბენეფიციარისთვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის ცვლილება ან და ოდენობის განსაზღვრის პრინციპის ცვლილება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. საქართველოს ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონსულტირების დონეზე. აგრეთვე, გათვალისწინებულ იქნა პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის მიერ მომზადებული კვლევის შედეგები, სადაც განხილულია საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ნორმები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი სერგი კაპანაძე ვ)კანონპრექოტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი