„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში (საკანონმდებლო მაცნე, N780,
18/01/2005) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1.
661 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი:
“11. აკრძალულია მაუწყებლის დაფინანსება რუსეთის ფედერაციის მთავრობის ან მისი
წარმომადგენლის მიერ, აგრეთვე იმ საქველმოქმედო, ჰუმანიტარული, საზოგადოებრივი
ორგანიზაციის, საკრედიტო ან საფინანსო ინსტიტუტის, ან/და უცხოეთის სამეწარმეო ან
არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის რუსეთის
ფედერაციის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი.”
2) 70-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 43-ე ქვეპუნქტი.
“42.კომისია ასაჯაროებს იმ პირთა ვინაობას, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის
მოქალაქე ან ასეთ სახელმწიფოში რეგისტრირებული იურიდიული პირი და რომლის
დაკვეთითაც მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსდა რეკლამა, ტელეშოპინგი,
განხორციელდა სპონსორობა ან/და შემოწირულობა.”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ოკუპირებული
ტერიტორიების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მიხედვით,
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციითა და სხვა, მათ შორის საერთაშორისო
დოკუმენტებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ
ოსეთი აღიარებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ
ტერიტორიებად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 - 2018 წლების ანგარიშების მიხედვით
ქვეყნის ერთ-ერთ საფრთხედ დასახელებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში
მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენა, რომელიც მიზნად ისახავს ანტიდასავლური
ღირებულებების გაღვივებას და ნიჰილიზმის დათესვას.
არსებული
რეალობის
გათვალისწინებით,
განსაკუთრებით
დიდი
რისკის
მატარებელია რუსული პროპაგანდა და მისი გავლენის გაძლიერების მცდელობები.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)
უკანასკნელი კვლევის
მიხედვით ტელევიზია ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა - 75.5%.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს
ადეკვატური რეაგირება რუსული რბილი ძალის მომძლავრების დასაბალანსებლად, რითაც
ხელი უნდა შეეწყოს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მაუწყებლების საქმიანობა და მათი ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტი მკაცრად
რეგლამენტირებულია საკანონმდებლო აქტებით. შესაბამისად, კანონში ცვლილების შეტანა
აუცილებელია რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეების
შესამცირებლად და პროექტის მიზნების მისაღწევად.
ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით
გამჭვირვალობის
ახალი
გათვალიწინებული
სტანდარტი
დაზუსტება,
უზრუნველყოფს
აგრეთვე
რუსული
ფინანსური
პროპაგანდისა
და
დეზინფორმაციის გავლენების მნიშვნელოვან შემცირებას საქართველოში, რაც მეტად
დაცულს გახდის ქართულ საზოგადოებას ყალბი ინფორმაციებისგან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიღების შედეგად რუსეთის ფედერაციის
მთავრობას
ან მასთან
დაკავშირებულ სუბიექტს აეკრძალება მაუწყებლის დაფინანსება, ხოლო თავის მხრივ
მაუწყებელი ვალდებული იქნება
პროაქტიულად გახადოს საჯარო
იმ პირთა ვინაობა,
რომლებიც არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ან მასში რეგისტრირებული
იურიდიული პირები და რომელთა დაკვეთითაც მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში
განთავსდა რეკლამა, ტელეშოპინგი, განხორციელდა სპონსორობა ან შემოწირულობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
წარმოდგენილ კანონპროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ
ვრცელდება.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, უმოკლეს ვადებში გაჩნდეს საკანონმდებლო
გარანტია, რაც ხელს შეუშლის რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას
ქვეყანაში. შესაბამისად, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს
გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
პროექტს გავლენა არ ექნება, სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტს, ექნება ფინანსური გავლენა მის ბენეფიციარებზე, იმდენად რამდენადაც,
იკრძალება
მაუწყებლის დაფინანსება: რუსეთის ფედერაციის მთავრობის ან მისი
წარმომადგენლის მიერ, აგრეთვე იმ საქველმოქმედო, ჰუმანიტარული, საზოგადოებრივი
ორგანიზაციის,
საკრედიტო ან საფინანსო ინსტიტუტის, ან/და უცხოეთის სამეწარმეო ან
არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის რუსეთის
ფედერაციის მთავრობა ან მისი წარმომადგენელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის ცვლილება ან და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპის ცვლილება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
საქართველოს
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრო სექტორის, მედიისა
და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონსულტირების დონეზე. აგრეთვე,
გათვალისწინებულ იქნა პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის მიერ მომზადებული
კვლევის შედეგები, სადაც განხილულია საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში რუსული
პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ნორმები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი სერგი კაპანაძე
ვ)კანონპრექოტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები სერგი კაპანაძე და
გიორგი კანდელაკი