„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. გრანტების შესახებ საქართველოს კანონის (საკანონმდებლო მაცნე, N331,
30/07/1996) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
”მუხლი 31. გრანტის გაცემის დამატებითი მოთხოვნები
1.
ამ კანონის მიზნებისთვის გრანტის გამცემი არ შეიძლება იყოს რუსეთის
ფედერაციის
მთავრობა ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე ისეთი საქველმოქმედო,
ჰუმანიტარული, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, საკრედიტო ან საფინანსო ინსტიტუტი,
სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის მოქმედი ბენეფიციარი მესაკუთრე
არის რუსეთის ფედერაციის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი.
2.
იმ შემთხვევაში, თუ გრანტის გამცემი არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული სუბიექტი, მაგრამ რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში, ან/და
ასეთი სამეწარმეო ან არასამეწარეო იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრე რუსეთის
მოქალაქეა, გრანტის გაცემამდე, გრანტის მიმღები ვალდებულია საქართველოს მთავრობას
წარუდგინოს
გრანტის
სრული
მოცულობის
წარმომავლობის
შესახებ
დეტალური
ამ კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“
პუნქტით
ინფორმაცია.
3.
გათვალისწინებული სუბიექტები, აგრეთვე ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული
სუბიექტები უფლებამოსილნი არიან გასცენ გრანტი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გრანტის
მიმღების საქმიანობა
მოწოდებული
არ ემსახურება ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არ არის
არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით
შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ,
ეროვნული
შუღლისა
და
მტრობის
გაღვივებისკენ,
რელიგიური
და
ეთნიკური
დაპირისპირებისკენ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ოკუპირებული
ტერიტორიების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მიხედვით
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციითა და სხვა, მათ შორის საერთაშორისო
დოკუმენტებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ
ოსეთი აღიარებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ
ტერიტორიებად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 - 2018 წლების ანგარიშების მიხედვით
ქვეყნის ერთ-ერთ საფრთხედ დასახელებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში
მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენა, რომელიც მიზნად ისახავს ანტიდასავლური
ღირებულებების გაღვივებას და ნიჰილიზმის დამკვიდრებას.
რუსული
რბილი
ძალა
მზარდ
პრობლემას
წარმოადგენს
დემოკრატიული
სახელმწიფოებისათვის, რაც არაერთხელ აღინიშნა საქართველოს პარტნიორი ისეთი
საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როგორებიცაა ევროსაბჭო, ევროპარლამენტი და
სხვა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო და ინსტიტუციური
მექანიზმების შემუშავება რეკომენდებულია ზემოაღნიშნული საერთაშორისო პარტნიორების
მიერ და ეფექტურად არის განხორციელებული საქართველოს მეგობარი მთელი რიგი
სახელმწიფოების მიერ.
რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საქართველოში არის რუსული
სახელმწფოსგან ან/და მასთან დაკავშირებული წყაროებიდან დაფინანსებული ადგილობრივი
საზოგადოებრივი
ორგანიზაციები,
გავრცელებას
ოკუპანტი
ან
რომლებიც
სახელმწიფოს
ემსახურებიან
ინტერესების
რუსული
გატარებას
პროპაგანდის
საქართველოში.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ წყაროებიდან მომდინარე დაფინანსების შეზღუდვა.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გრანტების
შესახებ
საქართველოს
მქონე
სუბიექტები.
უფლებამოსილების
კანონში
ჩამოთვლილია
შესაბამისად,
გრანტის
აუცილებელია
გაცემის
აღნიშნული
ჩამონათვალის დაზუსტება, რაც მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილების გზით არის
შესაძლებელი. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის ახალი ვალდებულების გაჩენა
საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს.
ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვა უზრუნველყოფს რუსული რბილი
ძალის გავლენების მნიშვნელოვან შემცირებას საქართველოში, რაც მეტად დაცულს გახდის
ქართულ საზოგადოებას ყალბი ინფორმაციისა და რუსული პროპაგანდისგან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი დამატებით განმარტებას აყალიბებს გრანტების შესახებ კანონში,
კერძოდ,
ზუსტდება
გრანტის
განხორციელების შედეგად,
გამცემ
სუბიექტთა
წრე.
აღნიშნული
ცვლილების
რუსეთის ფედერაციის მთავრობას ან მის წარმომადგენელს,
აგრეთვე ორგანიზაციებს, რომლის მოქმედი ბენეფიციარი მესაკუთრე
არის რუსეთის
ფედერაციის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი შეეზღუდებათ გრანტის გაცემა.
კანონპროექტით აგრეთვე ზუსტდება გრანტის მიმღების ვალდებულება, წარუდგინოს
სახელმწიფოს გრანტის წარმომავლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, იმ შემთხვევაში თუ
გრანტის გამცემი რაიმე ფორმით დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან.
ცვლილებების მიხედვით გრანტების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის
პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს აეკრძალებათ გრანტის
გაცემა იმ პირთა ჯგუფისთვის, რომელიც
მოწოდებულია
ემსახურება ომისა და ძალადობის პროპაგანდას,
არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით
შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ,
ეროვნული
შუღლისა
და
მტრობის
გაღვივებისკენ,
რელიგიური
და
ეთნიკური
დაპირისპირებისკენ, საქართველოს ტერიტორების ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
წარმოდგენილ კანონპროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ
ვრცელდება.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, უმოკლეს ვადებში გაჩნდეს საკანონმდებლო
გარანტია, რაც ხელს შეუშლის რუსული პროპაგანდის გავრცელებას ქვეყანაში. ამიტომ
მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა არ ექნება, სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტს ექნება ფინანსური გავლენა მის ბენეფიციართა მიმართ, იმდენად
რამდენადაც, მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა გრანტი მიიღონ, რუსეთის ფედერაციის
მთავრობის ან მისი წარმომადგენლის, აგრეთვე იმ საქველმოქმედო, ჰუმანიტარული,
საზოგადოებრივი ორგანიზაციისგან,
საკრედიტო ან საფინანსო ინსტიტუტისგან, ან/და
სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირისგან, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის
რუსეთის ფედერაციის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ გრანტის მიმღების დამფინანსებელი არის ზემოთ
ჩამოთვლილ სუბიექტთაგან ერთ-ერთი მაინც, აღნიშნულ კანონპროექტს მის ბენეფიციარზე
ექნება ფინანსური გავლენა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრო სექტორის, მედიისა
და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონსულტირების დონეზე. აგრეთვე,
გათვალისწინებულ იქნა პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის მიერ მომზადებული
კვლევის შედეგები, სადაც განხილულია საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში რუსული
პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ნორმები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: სერგი კაპანაძე
ვ)კანონპრექოტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები სერგი კაპანაძე და
გიორგი კანდელაკი