„რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობის მონიტორინგის, მისი გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობის მონიტორინგის, მისი
გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი:
ითვალისწინებს რა, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%
და ფაქტობრივად, დღემდე გრძელდება საომარი მდგომარეობა ორ ქვეყანას შორის;
აცნობიერებს რა, რომ ომის თანამედროვე საშუალებები მოიცავს ჰიბრიდულ ომს, რომელიც, თავის
მხრივ, გულისხმობს სამიზნე ქვეყნაში სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის
დეზინფორმაციის, ყალბი ახალი ამბებისა და პროპაგანდის სხვა საშუალებების აქტიურ გამოყენებას;
მიიჩნევს რა, რომ რუსული საინფორმაციო ომი საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
კერძოდ, სუვერნიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ევროპული და
ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
აცნობიერებს რა, რომ რუსული პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების მიზანია
საქართველოს მოსახლეობაში დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და საქართველოს საგარეო
პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება, რუსული
გეოპოლიტიკური ინტერესების შესაბამისი ქმედების გამართლება და საერთაშორისო საზოგადოების
წინაშე საქართველოს წარმოჩენა რუსეთის ტრადიციული გავლენის სფეროდ;
აცხადებს რა, რომ რუსული პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების მიზანია
მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ ქართულ საზოგადოებაში ეთნიკურ, რასობრივ, რელიგიურ,
ჰომოფობიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება და სიძულვილის ენის გავრცელება;
ადასტურებს
რა,
რომ
საქართველოში
დეზინფორმაციის
გავრცელებისა
და
პრო-რუსული
საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მიზნით რუსეთის მთავრობა იყენებს სხვადასხვა საშუალებას,
მათ შორის: რუსულ სახელმწიფო ფონდებსა და მათთან დაკავშირებულ სუბიექტებს, ტელევიზიებს,
ახალი ამბების სააგენტოებსა და სოციალურ მედიას;
აღიარებს რა, რომ ადგილობრივი მედია და სახელმწიფო ინსტიტუტები ამჟამად მათ ხელთ არსებული
ბერკეტებით სათანადოდ ვერ უმკლავდებიან რუსულ საინფორმაციო ომს;
მიესალმება
რა
დეზინფორმაციის
წინააღმდეგ
საბრძოლველად
ცნობიერების
ამაღლებას,
კონტრსადაზვერვო ძალისხმევის მობილიზებას, აკადემიური კვლევების ჩატარებას, სოციალური
კამპანიების ორგანიზებასა და სამოქალაქო ინიციატივების ხელშეწყობას;
ითვალისწინებს რა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-20
მუხლს პროპაგანდისა და სხვა ნებისმიერი სახის ქმედების აკრძალვის შესახებ, რომელიც ეთნიკური,
რასობრივი და რელიგიური დაპირისპირების გაღვივებას უწყობს ხელს;
გმობს:
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში დეზინფორმაციის, ყალბი ახალი ამბებისა და პროპაგანდის
სხვა საშუალებების გამოყენებასა და გავრცელებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ
ინტერესებს;
რუსული სახელმწიფო ფონდებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ საქართველოში ანტიდასავლური ჯგუფების მხარდაჭერასა და დაფინანსებას;
რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მცდელობას
ქვეყნის მიერ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების წინააღმდეგ;
რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული მანქანის მიერ მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ
ქართულ საზოგადოებაში ეთნიკურ, რელიგიურ, რასისტულ, ჰომოფობიურ და ა.შ. ნიადაგზე შუღლის
გაღვივებისა და სიძულვილის ენის გავრცელების მცდელობას;
დეზინფორმაციის
საშუალებით
საქართველოს
რუსეთის
პოლიტიკური
გავლენის
სფეროდ
გამოცხადების მცდელობას;
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
განსაზღვროს სამთავრობო რგოლი, რომელიც მოახდენს რუსული პროპაგანდის, დეზინფორმაციის,
ყალბი ახალი ამბებისა და მათი დაფინანსების წყაროების მონიტორინგს და განსაზღვრავს შესაბამის
სამოქმედო სტრატეგიას. ამასთან, აღნიშნული რგოლის კოორდინირება დაავალოს შესაბამის უწყებას,
რომელიც მოამზადებს და საქართველოს პარლამენტს მინიმუმ წელიწადში ერთხელ წარუდგენს
ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში, სადაც
ასახული იქნება
რუსული დეზინფორმაციის, ყალბი ახალი ამბებისა და პროპაგანდის სხვა
საშუალებების გამოყენების შედეგად შექმნილი საფრთხე;
დაავალოს შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდის
წინააღმდეგ ბრძოლა;
დაავალოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რუსული
პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური
მონაწილეობა, მათ შორის, სკოლებში საინფორმაციო, ცნობიერების ამაღლებისა და პრო-დასავლური
ღირებულებების პოპულარიზაციის ღონისძიებების ჩატარება;
შექმნას შესაბამისი პირობები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი
მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებისთვის;
უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აქტიური ჩართულობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ
ბრძოლაში მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციის გაშუქების გზით, ასევე რუსულენოვანი
მაუწყებლობის გაზრდის კუთხით;
დაავალოს სახელმწიფო უწყებებს თავიანთი წლიური ბიუჯეტის მინიმუმ 0.01% მოახმარონ ისეთი
ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ემსახურება დასავლეთის მიერ გაწეული პოლიტიკური,
ეკონომიკური, ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას
და პოპულარიზაციას შესაბამისი სფეროების მიხედვით.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
„რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობის მონიტორინგის, მისი
გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით საქართველოს
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციითა და სხვა, მათ შორის საერთაშორისო დოკუმენტებით
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი აღიარებულია
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 - 2018 წლების ანგარიშების მიხედვით ქვეყნის ერთერთ საფრთხედ დასახელებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე
გავლენის მოხდენა, რომელიც მიზნად ისახავს ანტიდასავლური ღირებულებების გაღვივებას და
ნიჰილიზმის დამკვიდრებას.
რუსული რბილი ძალა პრობლემას წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, რაც
არაერთხელ აღინიშნა საქართველოს პარტნიორი ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან,
როგორებიცაა ევროსაბჭო, ევროპარლამენტი და სხვა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად
საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება რეკომენდებულია ზემოაღნიშნული
საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეფექტურად არის განხორციელებული საქართველოს მეგობარი
მთელი რიგი სახელმწიფოების მიერ.
რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საქართველოში არის რუსული სახელმწფოსგან
ან/და მასთან დაკავშირებული წყაროებიდან დაფინანსებული ადგილობრივი საზოგადოებრივი
ორგანიზაციები, ფონდები და მედიასაშუალებები, რომლებიც ემსახურებიან რუსული პროპაგანდის
გავრცელებას ან ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გატარებას საქართველოში, შესაბამისად,
მნიშვნელოვანია ამ ინსტრუმენტებს დავუპირისპიროთ სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა შესაძლო
მექანიზმი.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად არ გამოუხატავს მოსაზრება რუსეთის
ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობის წინააღმდეგ
ბრძოლის თაობაზე, აღნიშნული დადგენილების მიღება აუცილებელია საქართველოს პარლამენტის
ოფიციალური პოზიციის დასაფიქსირებლად და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის
პროცესის მხარდასაჭერად.
ა. ბ ) დადგენილების პროექტის მიზანი:
დადგენილების პროექტის მიზანია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების
გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავლენების
მნიშვნელოვან შემცირებას საქართველოში.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილების პროექტი განსაზღვრავს საქართველოში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის
ძირითად წყაროებს (რუსული სახელმწიფო ფონდები და მათთან დაკავშირებული სუბიექტები,
ტელევიზიები, ახალი ამბების სააგენტოები და სოციალურ მედია) და დეზინფორმაციისა და
პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გასაძლიერებლად გასცემს რეკომენდაციებს
საქართველოს მთავრობის მისამართით.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
წარმოდგენილ დადგენილების პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ
ვრცელდება.
ა.ე)
დადგენილების
პროექტის
ძალაში
შესვლის
თარიღის
შერჩევის
პრინციპი,
ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
რუსული პროპაგანისა და დეზინფორმაციის წყაროები დღითიდღე აქტიურად მუშაობს. აქედან
გამომდინარე,
მიზანშეწონილად
მივიჩნევთ,
რომ
დადგენილების
პროექტი
ძალაში
შევიდეს
გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების დაჩქარებული წესით განხილვას):
დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
დადგენილების პროექტის მიღების შემთხვევაში, შესაძლო ხარჯების წყარო იქნება მთავრობის
ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი ხარჯები ბიუჯეტიდან. თუმცა, გამოიწვევს თუ არა დადგენილების
მიღება მთავრობის ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი ხარჯების ზრდას, დამოკიდებულია მთავრობის
კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს/ორგანოების
განსაზღვრის შესახებ.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების პროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
დადგენილების პროექტის მიღებამ საშუალოვადიან პერსპექტივაში შესაძლოა გამოიწვიოს
დამატებითი ხარჯები. ამ შემთხვევაში ხარჯების წყარო იქნება მთავრობის ფუნქციონირებისთვის
გამოყოფილი ფინანსები ბიუჯეტიდან. თუმცა, გამოიწვევს თუ არა დადგენილების მიღება მთავრობის
ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი ხარჯების ზრდას, დამოკიდებულია მთავრობის კონკრეტულ
გადაწყვეტილებაზე
დადგენილების
აღსრულებაზე
პასუხისმგებელი
ორგანოს/ორგანოების
განსაზღვრის შესახებ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
დადგენილების პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
დადგენილების პროექტს ექნება ფინანსური გავლენა საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ
ნაწილზე, კერძოდ, რუსული პროპაგანდისტული საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ფონდებისა და
მედიასაშუალებების
წარმომადგენლებზე იმდენად, რამდენადაც პროექტით გათვალისწინებული
ღონისძიებები დაადგენს მათი დაფინანსების წყაროებს და შეზღუდავს მათ საქმიანობას.
შესაბამისად,
იმ
შემთხვევაში
თუ
რომელიმე
პროპაგანდისტული
ინსტრუმენტის
დამფინანსებელი არის რუსეთის ფედერაციის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე ის
საქველმოქმედო, ჰუმანიტარული, საზოგადოებრივი ორგანიზაციია,
საკრედიტო ან საფინანსო
ინსტიტუტი, ან/და სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე
არის რუსეთის ფედერაციის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი, აღნიშნულ დადგენილების პროექტს
მის ბენეფიციარზე ექნება ფინანსური გავლენა.
ბ.ვ) დადგენილების პროექტის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების
პროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი დადგენილებების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი: სერგი კაპანაძე
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები სერგი კაპანაძე და
გიორგი კანდელაკი