„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი აბესაძე, თენგიზ გუნავა, ტარიელ ლონდარიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი აბესაძე, თენგიზ გუნავა
ნომერი
#07-3/347/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. ბ) „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ2 ქვეპუნტი: „ბ 2) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის , თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6 000 ლარამდე.“. მუხლი 2.ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: აღნიშნული კანონპროქეტის მიღება მიზნად ისახავს მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მთლიანობის, მოქმედებისა თავისუფლებისა და სხვა და სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების საქართველოს მოქალაქე ვეტერანთათვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული კანონის მიღება აუცილებელია, ვინაიდან მისი მიღების შემთხვევაში ვეტერანებს დაუწესდებათ შეღავათები, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალური და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული კანონპროქტის მიღების შემთხვევაში გაუმჯობესდება ვეტერანთა სოციალური და მატერიული მდგომარეობა და ქვეყნის წინაშე მათი ღვაწლი იქნება კიდევ უფრო დაფასებული. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ტერიტორიაზე საბრძოლო საბრძოლო მოქმედებათა მოქმედებების მონაწილე და სხვა სახელმწიფოთა საქართველოს მოქალაქე ვეტერანების წლიური დასაბეგრი შემოსავალი 6 000 ლარამდე. არსებული კანონის მიხედვით, კი აღნიშნულ პირთა დასაბეგრი შემოსავლის ქვედა ზღვარი წარმოადგენს 3 000 ლარს. დასაბეგრი თანხის ზღვარის აწევა სახელმწიფოს მხრიდან იქნება კიედვ ერთი გადაგმული ნაბიჯი, რათა აღნიშნულ პირებს გაუუმჯობესდეთ სოციალური და მატერიულური მდგომარეობა და დაუფასდეთ ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლი. ა.დ) პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით; ა.ე) პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯის გაზრდას, შესაბამისად 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას ექნება შესაძლებლობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას გაითვალისწინოს ეს ხარჯი. ა.ვ) პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას. ბ) პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯებს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. ბ.ბ) პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; აღნიშნული კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შემცირდება. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 69 281 ვეტერანია. სტატისტიკური ინფორმაცია ვეტერანების შემოსავლებთან დაკავშირებით არ არსებობს. შესაბამისად, უცნობია რამდენი ვეტერანია, რომლების შემოსავალიც 3 000 ლარიდან 6 000 ლარამდეა. ამიტომ, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის დათვლა (თანხა თუ რამდენი დააკლდება ბიუჯეტს საშემოსავლო გადასახადის სახით) ამ მომენტისთვის შესაძლებელი არ არის. ბ.გ) პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; აღნიშნული კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; ასეთი არ არსებობს. ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; აღნიშნული პროექტის მიღებით იმ ვეტერანთა ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, რომლებსაც გააჩნიათ შემოსავალი და ეს დასაბეგრი შემოსავალი 3 000 ლარიდან 6 000 ლარამდეა. საქართველოში 69 281 ვეტერანია, მაგრამ რა ნაწილს გააჩნია 3 000 ლარიდან 6 000 ლარამდე შემოსავალი უცნობია. შესაბამისად, როგორც 2019 წელს, ისევე 2020-2022 წლებში, ყველა იმ ვეტერანის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, რომელთა დასაბეგრი შემოსავალია 3 000 ლარიდან 6 000 ლარამდე. ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: მოცემული კანონპროექტი ითვალისწინებს ვეტერანების მიერ წლის განმავლობში მიღებული დასაბეგრი 6 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას. გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პროექტის მიღება არ ეწინააღმრდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: პროექტის მიღება არ ეწინააღმრდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) პროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება საქართველოს და ორმხრივ შეთანხმებებთან, და აგრეთვე, მრავალმხრივ ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: პროექტის მიღება არ ეწინააღმრდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: მსგავსი სამართლებრივი აქტი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: პროექტის შემუშავების პროცესში მსგავს სახელმწიფო, არასახელმფიფო ან/ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: პროექტთან დაკავშირებიტ არ არსებობს ორგანიზაციებისა თუ ეფსპერტების შეფასებები. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: აღნიშნული პროექტის შემუშავების პროცესში უცხო ქვეყნის გამოცდილება არ ყოფილა გაზიარებული (ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა). ე) კანონპროექტის ავტორი: ირაკლი აბესაძე, თენგიზ გუნავა, ტარიელ ლონდარიძე ვ) კანონპრექოტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები - ირაკლი აბესაძე, თენგიზ გუნავა