„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე,
N56,
28.12.2005, მუხ. 433) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური
უზრუნველყოფის
შესახებ
„საქართველოს
კანონის
მე-11
მუხლით
გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი
შემდეგი პირობით და მისი ოდენობააა (65 წლის ან 65 წელზე მეტი ასაკიდან
დანიშვნის შემთხვევაში - პენსიის ოდენობას დამატებული ) :
ა.ა)
საკონტრაქტო
(პროფესიული)
სამხედრო
სამსახურის
სამხედრო
მოსამსახურეებისათვის ( გარდა ოფიცრებისა ) ან უმცროსი სპეციალური წოდების
მქონე პირებისათვის-ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 2 ლარზე
ნამრავლი
ა.ბ) საკონტრაქტო ( პროფესიული ) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების
შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვისზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 5 ლარზე ნამრავლი
ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან
უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის -ზემოხსენებულ ორგანოებში
ნამსახურობის წლების 10 ლარზე ნამრავლი
ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან
უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის -ზემოხსენებულ ორგანოებში
ნამსახურობის წლების 15 ლარზე ნამრავლი.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა)კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია
ის, რომ დღეს არსებული კანონმდებლობით
სამხედრო , შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური
უზრუნველყოფის შესახებ „საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ
სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ პენსიის ოდენობას დამატებული
ნამსახურების წლების 2, 5, 10 და 15 ლარზე ნამრავლი თავიანთი წოდებების
მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირს 65 წლის ასაკამდე დაენიშნება
კომპენსაცია, მაშინ იგი იღებს პენსიას დამატებული აღნიშნული კომპენსაციის 80%,
რაც არ არის სამართლიანი, ვინაიდან ყველა პირმა კომპენსაცია უნდა მიიღოს სრული
ოდენობით და მათი ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფა მათ მიმართ უსამართლო და
დისკრიმინაციული მოპყრობაა.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რათა
გაუქმდეს ასაკობრივი ცენზი და „
სამხედრო , შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური
უზრუნველყოფის შესახებ „ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ
სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია დაენიშნოთ პენსიის ოდენობისა და
თავიანთი ნამსახურობის წლების 2, 5, 10 და 15 ლარზე ნამრავლის სრული ოდენობის
გათვალისწინებით.
ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად იმ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვილ პირთა მდგომარეობა,
რომლებიც 65 წლის ასაკის მიღწევამდე გავლენ პენსიაში , გაუთანაბრდება იგივე
პირთა მდგომარეობას, რომლებსაც პენსია დაენიშნებათ 65 წლის ან 65 წელზე მეტი
ასაკიდან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს შემდეგი : სახელმწიფო კომპენსაციისა
და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-8
მუხლის პირველი ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტის ჩანაწერში უქმდება ასაკობრივ ზღვარზე -
65 წელზე მითითება. აქედან გამომდინარე, „ სამხედრო , შინაგან საქმეთა ორგანოების
და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა
და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ „ საქართველოს
კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეები კომპენსაციას
მიიღებენ თანაბარ და სამართლიან პირობებში, მათი ასაკის მიუხედავად. ამასთანავე
ამავე კანონის ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს კომპენსაციის დანიშვნის
განსხვავებულ წესს, 65 წლამდე ასაკის პირთა მიმართ, ამოღებული იქნება და იმ
შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეებს 65 წლამდე ასაკის
მიღწევამდე დაენიშნათ აღნიშნული კომპენსაცია, ისინი ამ კომპენსაციის 80% -ის
ნაცვლად მიიღებენ თანხის 100%-ს.
ა.დ) პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონის
პროექტთან
მიმართებით;
ა.ე) პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯის გაზრდას, შესაბამისად
2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას ექნება
შესაძლებლობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას
გაითვალისწინოს ეს ხარჯი.
ა.ვ) პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას.
ბ) პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
აღნიშნული კანონპროექტით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა არ ექნება.
ბ.გ)პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
ვინაიდან კანონპროექტის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1 იანვარი,
ამიტომ კანონპროექტს გავლენა 2020 წლისა და შემდგომი წლების სახელმწიფო
ბიუჯეტზე, კერძოდ კი 2020-2022 წლებში, საბიუჯეტო
ხარჯები გაიზრდება
დაახლოებით 8 მლნ ლარით. 2019 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით:
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირთა რიცხოვნობა შეადგენს 2974 პირს,
სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა კი 593 960 ლარს;
საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირთა რიცხოვნობა შეადგენს 1 132
პირს, კომპენსაცის ოდენობა კი 299 614 ლარს;
უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირთა რიცხოვნობა შეადგენს 3 913 პირს,
კომპენსაციის ოდენობა კი 1.49 მლნ ლარს;
უმაღლესი სპეციალური წოდების პირთა რიცხოვნობა შეადგენს 31 პირს,
კომპენსაციის ოდენობა კი 15 971 ლარს;
მოცემული თანხები ჯამურად შეადგენს თვეში 2.4 მლნ ლარს. იმისათვის, რომ
კომპენსაციის სახით 80%-ის ნაცვლად ზემოთჩამოთვლილმა ბენეფიციარებმა მიიღონ
კომპენსაციის 100%, საჭიროა 2.4 მლნ ლარის ნაცვლად 3 მლნ ლარის გამოყოფა. ეს
ნიშნავს საბიუჯეტო ხარჯების თვეში 600 000 ლარით ზრდას, რაც 7.2 მლნ ლარია. თუ
გავითვალისწინებთ, რომ შესაძლებელია მოცემულ რიცხვს დაემატოს ბენეფიციარები
(რომლის
ამ
ეტაპზე
გაანგარიშებაც
შეუძლებელია),
აუცილებელია
დაშვება
გავაკეთოთ და 10%-ით მეტი გავითვალისწინოთ ხარჯად. ეს კი დაახლოებით 8 მლნ
ლარს ნიშნავს. წელიწადში 8 მლნ ლარით მეტის გამოყოფა იქნება საჭირო 2021 და 2022
წლებშიც.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
ასეთი არ არსებობს.
ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, 8050 პირის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
2019 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით:
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირთა რიცხოვნობა შეადგენს 2974 პირს,
სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა კი 593 960 ლარს;
საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირთა რიცხოვნობა შეადგენს 1 132
პირს, კომპენსაცის ოდენობა კი 299 614 ლარს;
უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირთა რიცხოვნობა შეადგენს 3 913 პირს,
კომპენსაციის ოდენობა კი 1.49 მლნ ლარს;
უმაღლესი სპეციალური წოდების პირთა რიცხოვნობა შეადგენს 31 პირს,
კომპენსაციის ოდენობა კი 15 971 ლარს;
მოცემული 8050 ადამიანის კომპენსაცია გაიზრდება 600 000 ლარით თვეში, ხოლო
წელიწადში ეს რიცხვი 7.2 მლნ ლარს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ
შესაძლებელია მოცემულ რიცხვს დაემატოს ბენეფიციარები (რომლის ამ ეტაპზე
გაანგარიშებაც შეუძლებელია), აუცილებელია დაშვება გავაკეთოთ და 10%-ით მეტი
გავითვალისწინოთ ხარჯად. ეს კი დაახლოებით 8 მლნ ლარს ნიშნავს.
ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს 65 წელს ასაკს ქვემოთ მყოფი შესაბამისი პირებისთვის
კომპენსაციის მინიჭებას 100%-ის ოდენობით ნაცვლად დღეს არსებული 80%-ისა.
გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პროექტის მიღება არ ეწინააღმრდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პროექტის
მიღება
არ
ეწინააღმრდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
პროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
აგრეთვე,
მრავალმხრივ
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
პროექტის მიღება არ ეწინააღმედეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
მსგავსი სამართლებრივი აქტი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა;
ე) კანონპროექტის ავტორი:
ირაკლი აბესაძე, თენგიზ გუნავა, ტარიელ ლონდარიძე
ვ)კანონპრექოტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები - ირაკლი
აბესაძე, თენგიზ გუნავა.