„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რომან კაკულია
ნომერი
#07-3/349/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „ე) „ეკონომიკური პოლიტიკის“ 2. 168-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი სახით: "მუხლი 168. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბიუჯეტის შესრულების აუდიტი საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის არაუმეტეს წელიწადში ერთხელ ჩატარება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორს. სატენდერო კომისიის შემადგენლობას პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი დადგენილებით.“ 3. 206-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი სახით: „მუხლი 206. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შერჩევის წესი 1. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ქმნის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას, რომელიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 2. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საკონკურსო კომისიას ქმნის არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან უმრავლესობის, უმცირესობისა და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების წარმომადგენლები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოს სახალხო დამცველისა და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 3. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას და საკონკურსო პირობებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 4. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აღნიშნული კომიტეტი აცნობებს პარლამენტის ბიუროს.“ მუხლი 2. 1. საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უფლებამონაცვლედ. 2. ამ რეგლამენტის ამოქმედებისთანავე საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას იძენს ამ რეგლამენტის ამოქმედების დროისთვის მოქმედი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. 3. ამ რეგლამენტის ამოქმედების დროისთვის მომუშავე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები ჩაითვალონ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თანამშრომლებად. 4. საქართველოს პარლამენტის აპარატმა უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოწესრიგება. მუხლი 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში შევიდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც მოითხოვდა პარლამენტის, როგორც ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ინსტიტუტის როლის ზრდას და მისი საქმიანობის ახლებურ მოწესრიგებას. განხორციელებულმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოს როლი და ფუნქცია. ქვეყნის საპარლამენტო წყობაზე გადასვლით და გატარებული რეფორმის საფუძველზე, საკანონმდებლო ორგანო გახდა ის ადგილი, სადაც მკაფიოდ გამოიკვეთება, როგორც ქვეყნის პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის მაკოორდინებელი ფუნქცია. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავისი საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით მოიცავს ეკონომიკის ყველა დარგს. საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, პარლამენტი და შესაბამისად კომიტეტი უნდა გახდეს ის ადგილი, სადაც განხორციელდება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, კოორდინაცია და მოხდება ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. ახალი გამოწვევების შესაბამისად, მიზანშეწონილია შეიცვალოს კომიტეტის დასახელება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტში ცვლილების მიღების აუცილებლობა: ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აუცილებელია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების განხორციელება. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: სახელწოდების შეცვლით, მკაფიოდ გამოიკვეთება ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის როლი, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელისა და მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეულის. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის თანახმად, სახელი ეცვლება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებით კომიტეტს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დაერქმევა. აღნიშნული ცვლილება, შედის ყველა მუხლსა და პუნქტში, სადაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი არის აღნიშნული. გარდა ამისა, რეგლამენტის პროექტით აგრეთვე გათვალიწინებულია, საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უფლებამონაცვლეობის საკითხი, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უფლებამონაცვლედ. აგრეთვე, გათვალიწინებულია რეგლამენტის პროექტის ამოქმედებისთანავე საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილების საკითხი, კერძოდ, ამ რეგლამენტის ამოქმედების დროისთვის მოქმედი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იძენს საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას. ამ რეგლამენტის პროექტის ამოქმედების დროისთვის მომუშავე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები ჩაითვლებიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თანამშრომლებად. რეგლამენტის პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოწესრიგება, რომელიც საქართველოს პარლამენტის აპარატმა უნდა უზრუნველყოს. წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით ამოქმედების ვადად განისაზღვრა გამოქვეყნებიდან მე-5 დღე. ა.დ) კანონის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტთან მიმართებით. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რეგლამენტის პროექტი გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს შედის ძალაში, რაც საშუალებას იძლევა მოგვარებულ იქნას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულტექნიკური საკითხები. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მითითებული. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ასეთი არ არსებობს. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: რეგლამენტის პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან კაკულია ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან კაკულია