საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვა „დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შესწავლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების მიერ შექმნილი თემატური ჯგუფების გაერთიანების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-9261/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-9261/19 17-05-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2019 წლის 30 აპრილს, 254-ე ბიუროს სხდომას კომიტეტში დეზინფორმაციისა და პროპგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ აცნობა. ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უკვე ფუნქციონირებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხზე თემატური მოკვლევის ჯგუფი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად ერთსა და იმავე საკითხზე მოკვლევის ჯგუფის არსებობის შემთხვევაში ბიურო იღებს გადაწყვეტილებას მოკვლევაში მონაწილე პარლამენტის წევრების გაერთიანების შესახებ. გთხოვთ, რეგლამენტის 155-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად უახლოეს ბიუროს სხდომაზე განიხილოთ და მიიღოთ გადასწყვეტილება ორი კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის გაერთიანების შესახებ. პატივისცემით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge