საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მომართვა „დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შესწავლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების მიერ შექმნილი თემატური ჯგუფების გაერთიანების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-9278/19
17-05-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მიმდინარე წლის 23 აპრილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე
კომიტეტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დეზინფორმაციის და პროპაგანდის
საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომლის შესახებ ეცნობა
საქართველოს პარლამენტის ბიუროს. (30 აპრილი ბიურო N254)
ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უკვე
ფუნქციონირებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხზე თემატური მოკვლევის
ჯგუფი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად
თუ აღმოჩნდება, რომ ერთსა და იმავე საკითხზე მოკვლევის სურვილი გამოითქვა სხვადასხვა
კომიტეტში, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მოკვლევაში მონაწილე პარლამენტის
წევრები შეიძლება გაერთიანდნენ.
გთხოვთ, რეგლამენტის 155-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად უახლოეს
ბიუროს სხდომაზე განიხილოთ და მიიღოთ გადასწყვეტილება ორი კომიტეტის თემატური
მოკვლევის ჯგუფის გაერთიანების შესახებ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge