სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ანგარიში.
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ანგარიში
- საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ანგარიში ანგარიში
- სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ანგარიში. (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-17682/19
09-10-2019
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გთხოვთ უახლესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში განსახილველად შეიტანოთ სსიპ საზოგადოებრივი მაწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი ,,საზოგადოებრივი
მაუწყებლის“ 2018 წლის ანგარიში (1- 8461/19; 30.04.2019), რომელიც კომიტეტმა განიხილა
2019 წლის 8 ოქტომბერს.
დანართი: 10 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გენადი მარგველაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-17674/19
09-10-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
დასკვნა
სსიპ - საზოგადოებრივი მაწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილ
,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის ანგარიშზე (1- 8461/19; 30.04.2019).
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2019 წლის 8 ოქტომბერს კომიტეტის
სხდომაზე განიხილა ზემოთაღნიშნული ანგარიში, რომელიც კომიტეტს წარუდგინა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის ანგარიში მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:
. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკა;
. მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტები;
. მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგი;
. დამოუკიდებელი პროგრამები და მათი მწარმოებლები;
. საჯარო განხილვების შინაარსი და მოქალაქეთა წინადადებები;
. საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი წლის ბიუჯეტი;
. საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკა
საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართულია საკუთრი მისიის, მისწრაფებებისა და მიზნების
აღსრულებისკენ. ანგარიშის მიხედვით, საპროგრამო პოლიტიკის კონცეფციის ფორმირებისას
გამოიკვეთა შემდეგი ასპექტები, რომელიც შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულებების
შესაბამისად დავყოთ, კერძოდ:
1. მრავალფეროვანი მედიაპროდუქციისა და მომსახურების წარმოება და შეთავაზება, სადაც
მოიაზრება
მაუწყებლის თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლება და პროფესიონალი
კადრების მოზიდვა, მრავალფეროვანი აუდიტორიის ინტერესების დაკმაყოფილება,
სხვადასხვა სამაუწყებლო პლატფორმაზე ადაპტირება;
2. ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებაში, სადაც მოიაზრება ხარჯების გამჭვირვალედ და
ეფექტიანად მართვა, მასშტაბისა და ფარგლების ეკონომია;
3. აუდიტორიის მოზიდვა, სადაც მოიაზრება სხვადასხვა სამაუწყებლო ერთეულების
ჯვარედინი
რეკლამირების
აქტიური
გამოყენება
ერთმანეთის
პროდუქციის
რეკლამირებისთვის, მომხმარებლის ქცევის გათვალისწინებით პროგრამირების აწყობა,
პროგრამირება კონკურენციის გათვალისწინებით.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
აღმასრულებელი საბჭოს ხედვის თანახმად, პირველი არხი გეგმავს კვლევისა და ანალიზის
სისტემური
პრაქტიკის
განხორციელებას
ბაზარზე
არსებული
მდგომარეობის,
ტელემაყურებელთა ქცევისა და მოთხოვნების შესწავლის მიზნით, ასევე, აუდიტორიის
საჭიროებათა დადგენასა და შესაბამისი ინდივიდუალური კონტენტის შეთავაზებას.
ანგარიშში ხაზგასმით არის მოხსენიებული არხის მიერ ონლაინ მიმართულების განვითარება,
როგორც ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რისი მიღწევის შემდეგაც მომხმარებელს საშუალება
ექნება მისთვის საინტერესო კონტენტი აირჩიოს პერსონიფიცირებულად.
კვლევის თანახმად, 2018 წლის სატელევიზიო სეზონზე, 2017 წლის იმავე პერიოდთან
შედარებით, საქართველოში პირველი არხის საშუალო რეიტინგი სრულწლოვანი
აუდიტორიისთვის გაზრდილია 73%-ით, ხოლო არასრულწლოვანთათვის (4+) – 75%-ით.
ამასთანავე, გაზრდილია არხის ყურების ხანგრძლივობაც. პარალელურად, მიმდინარეობს
არხის ტექნიკური განახლება- გადაიარაღება მეტად ხარისხიანი პროდუქტის წარმოების
მიზნით.
ძირითადი სერვისების ნაწილში, მაუწყებელი მომხმარებელს სთავაზობს გადაცემებს
შემდეგი განზოგადებული მიმართულებებით:
1. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულება;
2. დოკუმენტური გადაცემები და ფილმები;
3. გასართობი მიმართულება;
4. სპორტული ღონისძიებები.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტები
ანგარიშის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პროგრამული პრიორიტეტები
სამწლიანი სამოქმედო გეგმის (2018-2021) მიხედვით არის განსაზღვრული. საზოგადოების
საჭიროებების ოპტიმალური მომსახურების მიზნით, მაუწყებელი გეგმავს დაიცვას სათანადო
ბალანსი პროდუქციის სამ კატეგორიას შორის:
1. ახალი ამბები და მიმდინარე მოვლენები;
2. კულტურა, შემეცნება, განათლება, ისტორია და ჯანსაღი ცხოვრების წესი;
3. ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის განკუთვნილი პროდუქცია. პრიორიტეტების
ნაწილში, ასევე, ყურადღება ეთმობა მაუწყებლის ახალ შენობაში გადასვლასა და
ტექნიკური გადაიარაღების დაგეგმარებას.
მომდევნო სამწლიან პერიოდში მაუწყებელი გეგმავს გამოკვეთოს შემდეგი სტრატეგიული
მიზნები:
1. საყოველთაო წვდომა - მაუწყებლის ყველა პლატფორმისა და პროდუქციის მომხმარებელთა
რაოდენობრივი ზრდის უზრუნველყოფა;
2. საყოველთაო მომსახურება - მრავალფეროვანი და სპეციფიკური საჭიროებების მქონე
აუდიტორიის მომსახურება;
3. საზოგადოებაში არსებული თვალთახედვების მრავალფეროვნებათა წარმოჩინება:
4. საგანმანათლებლო, კულტურული, შემეცნებითი, ანალიტიკური პროდუქციის წარმოებისა
და ხარისხის ზრდა;
5. ბავშვებისა და მოზარდებისთვის პროდუქციის წარმოებისა და ხარისხის ზრდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულება
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის
შესაბამისად, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც მისი საქმიანობისათვის საჭირო
ფულადი სახსრების ძირითად ნაწილს წარმოადგენს. გარდა სახელმწიფო ასიგნებებისა,
საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე გარკვეული ფულადი სახსრების აკუმულირებას ახდენს
საკუთარი კომერციული საქმიანობიდან.
2018 წლის ბიუჯეტით, მაუწყებლის შემოსავლები დაგეგმილი იყო 50,255,577
ლარის ნიშნულზე, სადაც 44,643,000 ლარი იყო საბიუჯეტო დაფინანსება, ხოლო
5,612,577 ლარის მიღება დაგეგმილი იყო კომერციული საქმიანობიდან (წინა წლიდან
გადმოყოლილი ნაშთის გათვალისწინებით).
2018 წლის განმავლობაში მაუწყებელმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო
44,643,000 ლარის დაფინანსება, ხოლო კომერციული საქმიანობით მიღებულმა
შემოსავალმა შეადგინა 4,256,000 ლარი, რაც ჯამში ტოლია 48,899,041 ლარის.
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, შემოსავლების გეგმის საფუძველზე, ასევე, განსაზღვრული იყო
50,255,577 ლარის ნიშნულზე, ხოლო ფაქტობრივმა ხარჯებმა შეადგინა 47,827,561 ლარი, სადაც
44,642,916 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან, ხოლო 3,184,645 ლარი
კომერციული შემოსავლებიდან.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გენადი მარგველაშვილი
ანგარიშის