საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/296; 27/02/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-9308/19
20-05-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია
„ევროპული საქართველო - რეგიონების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/296;
27.02.2019).
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადად განსაზღვრულია 21 მაისი.
გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი საჭიროებს დროს დამატებითი
კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შესაჯერებლად, მოგმართავთ
თხოვნით, რომ კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს სამი კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge