საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, მირიან ნიკოლაძე, მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ნატო ჩხეიძე, ვახტანგ შაქარიშვილი) (N1-9153/19; 10/05/2019) რეგისტრაციის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-27
ბიუროს ნომერი 261
📜 ტექსტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-9444/19
21-05-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური
კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2019 წლის 21 მაისს
კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ
წარმოდგენილი არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების წარდგენის
უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ეკა
ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძის, გედევან ფოფხაძის, ბექა ნაცვლიშვილის, მირიან
ნიკოლაძის, მირიან წიკლაურის, კობა ნარჩემაშვილის, ლევან გოგიჩაიშვილის, ნატო
ჩხეიძისა და ვახტანგ შაქარიშვილის შემადგენლობით) განცხადება.
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები
წარმოდგენილი იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 124-ე მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის
რეგისტრაციაში გატარება, გადასცა სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა
ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი კახიანი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge