საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ წარმოდგენილ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-8918/19; 07/05/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-9589/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-27
ბიუროს ნომერი 261

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-9589/19 22-05-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N18918/19; 07.05.2019) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 22 მაისის სხდომაზე განიხილა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღება, რომელიც, სხვებს შორის, ეხება ისეთ საკვანძო მონაცემების თანხმობასთან საკითხებს როგორიცაა: ჯანმრთელობასთან დეფინიციის განსაზღვრა, მონაცემთა დაკავშირებული წესების დაკავშირებული სუბიექტის დადგენა, წერილობით თანამდამმუშავებლების დეფინიციის განსაზღვრა და მისი უფლებამოვალეობების მეტად თვალსაჩინოდ წარმოჩენა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის განსაზღვა და რიგ შემთხვევებში მისი ფუნქციონირების სავალდებულოობა. გარდა ამისა, წარმოდგენილი წინადადებით მოწესრიგებულია აუდიომონიტორინგის საკითხი და ამ ფორმით მონაცემთა დამუშავება, რაც კანონის მოქმედი რედაქციით საერთოდ არ არის რეგულირებული. მონაცემთა დამუშავების პრინციპების ნაწილში დამატებულია მონაცემთა უსაფრთხოდ დამუშავების უზრუნველყოფა. არასრულწლოვანი პირის შესახებ მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი წესები განისაზღვრება ცალკე მუხლით, სადაც მოცემულია მისგან თანხმობის მიღების წესი და პირობები. მკაცრდება მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავების საფუძვლები, კერძოდ, ამ მიზნით დამუშავება დაიშვება მხოლოდ სუბიექტის თანხმობით, ამასთან მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა. ერთმანეთისგან იმიჯნება და დეტალურად რეგულირდება სუბიექტის მხრიდან საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის წესი და პირობები და მის შესახებ არსებული მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის წესი და პირობები. ამასთან, დგინდება ახალი ვალდებულება, რომელიც ეხება ინციდენტიების (მონაცემთა დამუშავების/დაცვის წესების დარღვევის) შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისადმი შეტყობინებას. განისაზღვრება მონაცემთა დამუშავების ზეგავლენის შეფასების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ დამმუშავებელი ჩათვლის - არსებობს დამუშავების წესების დარღვევის შესაძლებლობა, წინასწარ აფასებს და იკვლევს დამუშავების დაწყებამდე მოსალოდნელ რისკებს და აანალიზებს მას. დაკონკრეტებულია მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის საფუძვლები და განვრცობილია, რაც მეტად იძლევა საშუალებას უფრო მოქნილი იყოს პროცედურა; მაგალითად, საერთაშორისო გადაცემის ნაწილში, საფუძვლად მითითებულია მონაცემთა სუბიექტის პასუხისმგებლობის ქვეშ გადაცემა, მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, როდესაც იგი აცნობიერებს თანდმევ რისკებს და თანახმაა გადაცემაზე. ცალკე თავად განისაზღვრება საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის და სახდელის დაკისრების წესები, რაც კანონის მოქმედ რედაქციაში მითითებული არ არის, მათ შორის, წარმოების ზოგადი დებულებები, მტკიცებულებასთან დაკავშირებული საკითხები, გამოსარკვევი გარემოებები და სახდელის დადების წესი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. ასევე, კონკრეტდება სახდელის დადების წესი რამდენიმე სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ახლებურად არის ჩამოყალიბებული ჯარიმის დაკისრების წესი და გამოთვლის მეთოდი. კერძოდ, განსაზღვრულია შესაბამისი ლიმიტი და მის შესაბამისად დაკონკრეტებულია გადასახდელი თანხის ზუსტი ოდენობა, ამასთან, გაზრდილია ჯარიმის ოდენობები შესაბამისი სამართალდარღვევებისთვის. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული წინადადება ითვალისწინებს ცვლილებების განხორციელებას სხვა საკანონმდებლო აქტებშიც. იმსჯელა რა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღება და მოიწონა ამავე წინადადებით შემოთავაზებული კანონის პროექტის ძირითადი პრინციპები. იმავდროულად, კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია არა მხოლოდ მოსამზადებელი კანპონპროექტების ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადების სახით, არამედ წარმოდგენილია დასრულებული კანონპროექტების სახით, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კომიტეტს არ აძლევს ამ კანონპროექტების გადამუშავების შესაძლებლობას და საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობის შემთხვევაში, კანონპროექტები საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ უნდა იქნეს უცვლელად. შესაბამისად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადებას მისაღებად ცნობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ წინადადებით შემოთავაზებული კანონპროექტები აკმაყოფილებენ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს პარლემანტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტების დებულებები მისაღები იყოს კომიტეტისთვის. ამ მიმართულებით მსჯელობის შედეგად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტი, ისევე როგორც მისი თანმდევი კანონპროექტები, საჭიროებს დამატებით დამუშავებას და დახვეწას, რათა ის მზად იყოს კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენად. კომიტეტმა შენიშნა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის პროექტის რიგი დებულებები არ შეესაბამება ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის (EU) 2016/679 რეგულაციას. ამასთან, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი ხარვეზიანია იმ მხრივაც, რომ მასში გათვალისწინებული არ არის ცვლილებების განხორციელება რიგ საკანონმდებლო აქტებში, რომელთა რიგი დებულებები არ შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტს, რაც მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი გარემოებაა საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის პროცესში, რადგან წინააღმდეგობაში მოდის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულოი კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნასთან. ამასთან, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული კანონპროექტების განმარტებითი ბარათები შედგენილია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგფანული კანონის მე17 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა უგულვებელყოფით და საჭიროებს დამატებით გადამუშავებას. ამდენად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი არ არის მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენად და არსებული სახით ის ცნობილი ვერ იქნება მისაღებად. იმავდროულად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ ამავე წინადადებით შემოთავაზებული კანონის პროექტის ძირითად პრინციპებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა შემუშავდეს სამართლებრივად და შინაარსობრივად გამართული, აგრეთვე ევროპულ რეგულაციასთან შესაბამისი დებულებები და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით მომზადდეს საკანონმდებლო პაკეტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა დაცვით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა წარმოდგენილი სახით უარყოფილად ცნო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე