საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მომართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ანგარიშის (N1-8461/19; 30/04/2019) განხილვის ვადის, სავალდებულო კომიტეტისათვის სამი კვირით და წამყვანი კომიტეტისათვის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-27
ბიუროს ნომერი 261
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-9619/19
23-05-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
კომიტეტში შემოვიდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ქალბატონ სოფიო კილაძის
(29591/19; 22.05.2019) წერილი, რომლითაც ავტორი ითხოვს სსიპ - საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის
2018 წლის ანგარიშის (1-8461/19, 30.04.2019) განხილვის გადავადებას სამი კვირით, ვინაიდან
მომხსენებელმა დადგენილ ვადაში ვერ შეძლო საკითხის წარმოდგენა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გთხოვთ
სავალდებულო კომიტეტს ანგარიშის განხილვის ვადა გაუგრძელოთ სამი კვირით, ხოლო
წამყვან კომიტეტს 30 დღით.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მარიამ ჯაში
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-9591/19
22-05-2019
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა
და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს
ქალბატონ მარიამ ჯაშს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N255/5, 01.05.2019 გადაწყვეტილებით,
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტს
სავალდებულო განხილვისთვის გადმოეცა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ-საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ანგარიში
(N1-8461/19; 30.04.2019) და მისი სავალდებულო წესით განხილვის ვადა განისაზღვრა
2019 წლის 22 მაისამდე.
მითითებულ ვადაში მომხსენებელმა ვერ შესძლო საკითხის წარმოდგენა,
შესაბამისად, კომიტეტის მიერ მისი განხილვა ვერ მოხერხდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული
ანგარიშის განხილვის ვადის გაგრძელება 3 კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge