„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 11
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-27
ბიუროს ნომერი 261
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
„ლიცენზიებისა
და
ნებართვების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
www. matsne.gov.ge, 13/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 300310000.05.001.019114) პირველი
მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 11:
„მუხლი 11.
„1. ამ კანონის მოქმედება 2020 წლის 1 სექტემბრამდე არ ვრცელდება ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტზე.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების მიერ
მშენებლობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება და შეთანხმება
განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით
გათვალისწინებული წესით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ პუნქტით
გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე მიღებული შესაბამისი
სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას და მათში ცვლილებების შეტანა ან
გაუქმება/ძალადაკარგულად
მიღებისათვის
ან
გათვალისწინებული.“.
გამოცხადება
შესაძლებელია
იმავე
გაუქმებისათვის/ძალადაკარგულად
წესით,
როგორც
მათი
გამოცხადებისათვის
იყო
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 2 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონპროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2018 წლის 20 ივლისს მიღებული იქნა
საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
www. matsne.gov.ge, 13/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104), რომლის 142-ე
მუხლით
განისაზღვრა ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის
მიერ რიგი დადგენილებების მიღების ვალდებულება 2019 წლის 03 ივნისისთვის. „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონი წარმოადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის (შემდგომში - კოდექსი) თანმდევ კანონს.
ზემოაღნიშნულმა ნორმატიულმა აქტებმა უნდა უზრუნველყონ კოდექსის აღსრულება და
მისი სწორი იმპლემენტაცია. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას არსებული რეგულირებების და
პრაქტიკის არსებითი ცვლილება, როგორც საკანონმდელო, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების დონეზე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი სამუშაო
გასწია
სივრცითი
დუკუმენტაციის
დასახვეწად
და
ბოლო
პერიოდში
დაამტკიცა
მიწათსარგებლობის გენარალური გეგმა. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული
და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 2019 წლის 3 ივნისს ამოქმედებასთან ერთად, მთელი რიგი
ცვლილებები იქნება განსახორციელებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტებში, რაც ასეთ მოკლე
პერიოდში, საკმაოდ ძნელად განსახორციელებელია.
წარმოდგენილი კანონპროექტით, განხორციელდება დამატებით გონივრული ვადის
განსაზღვრა, იმ მუნიციპალიტეტებისათვის რომლებმაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა
დაამტკიცეს 2019 წლის 3 ივნისამდე, იმისათვის რომ კოდექსი და მისი თანმდევი აქტების
ცვლილებები უხარვეზოდ განხორციელდეს, ასევე გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივი
თვითმმართველობების
სპეციფიკა
და
ის
გამოწვევები,
რომელთა
წინაშეც
დღეს
მუნიციპალიტეტები დგას და შესაძლებელი იყოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების
შესაბამისობაში
მოყვანა
მითითებულ
რეგულაციებთან
მიმართებაში,
გამართული
ადმინისტრაციული წარმოებისა და სამშენებლო პროცესების განვითარების კუთხით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
საკანონმდებლო
ცვლილება
აუცილებელია,
ვინაიდან საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსის და მისი თანმდევი აქტების ამოქმედების ვადა (2019 წლის 3 ივნისი), იმ
მუნიციპალიტეტებისათვის, რომლებმაც 2019 წლის 3 ივნისამდე დაამტკიცეს მიწათსარგებლობის
გენერალური გეგმა, არ არის საკმარისი იმისათვის რომ კოორდინირებული მუშაობით
განხორციელდეს მათი სწორი იმპლემენტაცია.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღებით
შესაძლებელი გახდება
სივრცითი
მოწყობისა
და
ქალაქთმშენებლობითი სისტემის რეგულირებების და პრაქტიკის არსებითი ცვლილების, როგორც
საკანონმდებლო, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე სრულყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით კანონს ემატება 11 მუხლი, რომლის:
ა) პირველი პუნქტით
განისაზღვრება, რომ ამ კანონის მოქმედება 2020 წლის 1
სექტემბრამდე არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე.
ბ) მე-2 ნაწილის მიხედვით, ზუსტდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქციის
პირველი
მუხლის
21
პუნქტით
გათვალისწინებული
ორგანოების
მიერ
მშენებლობის
განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება და შეთანხმება განხორციელდეს ამ
კანონის ამოქმედებამდე (2019 წლის 3 ივნისამდე) მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით
გათვალისწინებული წესით. ეს დებულება საჭიროა იმისათვის, რომ ცხადი იყოს, თუ რომელი
სამართლებრივი ბაზით უნდა იხელმძღვანელოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა.
გარდა ამისა, ამავე ნაწილით ასევე უფრო მეტი სიცხადისათვის ზუსტდება, რომ ეს
სამართლებრივი აქტები და ასევ მათ საფუძველზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები
ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის
და მათში
ცვლილებების შეტანა ან გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება შესაძლებელია იმავე წესით,
როგორც მათი მიღებისათვის ან გაუქმებისათვის/ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის იყო
გათვალისწინებული. ანუ, 2019 წლის 3 ივნისიდან (ძირითადი კოდექსის ამოქმედებიდან)
შესაძლებელია მოხდეს ამ სფეროს რეგულირებისათვის ახალი სამართლებრივი აქტების გამოცემა
და თავის მხრივ მოხდეს დღეს მოქმედი სამართლებრივი აქტების გაუქმებაც. თუმცა, ამ პროექტის
მიხედვით, მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მაინც
დარჩება ძალაში ზემოთაღნიშნული სამართლებრივი აქტები და ასევე მათ საფუძველზე
მიღებული სამართლებრივი აქტებიც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2019 წლის 2 ივნისიდან, გამომდინარე იქიდან, რომ კანონი,
რომელშიც შედის ცვლილებები უნდა ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
2018 წლის 20 ივლისს მიღებული იქნა საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
www. matsne.gov.ge, 13/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104), რომლის 142-ე
მუხლით განისაზღვრა ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის
მიერ რიგი დადგენილებების მიღების ვალდებულება 2019 წლის 03 ივნისისთვის. აღნიშნული
ნორმატიული აქტები იწვევენ არსებული რეგულირებებისა და პრაქტიკის არსებითი ცვლილებას,
როგორც საკანონმდელო, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე. საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 2019 წლის 3
ივნისს ამოქმედებასთან ერთად, იმ მუნიციპალიტეტებს, რომელთაც ახლახანს დაამტკიცეს
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, მთელი რიგი ცვლილებები ექნებათ განსახორციელებელი
ზემოაღნიშნულ დოკუმენტში, რაც ასეთ მოკლე პერიოდში, შეუძლებელია.
წარმოდგენილი კანონპროექტით, განხორციელდება დამატებით გონივრული ვადის განსაზღვრა,
იმ მუნიციპალიტეტებისათვის რომლებმაც სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაცია
დაამტკიცეს 2019 წლის 3 ივნისამდე, იმისათვის რომ სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსი და მისი თანმდევი აქტების ცვლილებები უხარვეზოდ
განხორციელდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ამოქმედდება 2019 წლის
3 ივნისს, აუცილებელია, წარმოდგენილი კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რათა
კოდექსის ამოქმედებამდე მოესწროს მათი მოქმედების გადავადება გონივრული ვადით.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს
ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ხდება კანონის მოქმედების
გადავადება, შესაბამისად ამ ვადამდე შენარჩუნებული იქნება არსებული სამართლებრივი
რეგულაციები.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის
მიღებით
არ
ხდება
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
და
მიმართება
შეთანხმებებთან,
საქართველოს
აგრეთვე,
ორმხრივ
ისეთი
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია