„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-27
ბიუროს ნომერი 261
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
09/10/2018,
სარეგისტრაციო
კოდი
430060000.05.001.019178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 21-ე მუხლს „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს წარდგინებით ამ კანონით გათვალისწინებული
უფლების მოპოვებისა და/ან მომსახურებისათვის ადგენს საფასურს;“.
2. 39-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის
შესაბამისად ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები −
პროფესიული კოლეჯები და საზოგადოებრივი კოლეჯები ჩაითვალოს ამ კანონის
შესაბამისად მოპოვებული ავტორიზაციის მქონე კოლეჯებად ავტორიზაციის დარჩენილი
ვადით, ხოლო მათი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები − ავტორიზებული
კოლეჯების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებად.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-15 პუნქტები:
„11. მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება კოლეჯს/საგანმანათლებლო დაწესებულებას
შეუძლია:
ა) ავტორიზაციის დარჩენილი ვადით;
ბ) კოლეჯის/საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ხელახალი
ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში.
12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კოლეჯი/საგანმანათლებლო
დაწესებულება უფლებამოსილია ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს
სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული
კვალიფიკაცია არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა. კოლეჯი/საგანმანათლებლო
დაწესებულება უფლებამოსილი არ არის, ჩარიცხოს ახალი პროფესიული სტუდენტები ამ
პროგრამაზე 2019 წლის 1 იანვრიდან.
13. ამ მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
კოლეჯმა/საგანმანათლებლო დაწესებულებამ საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს
მხოლოდ
პროფესიული
სტანდარტის
საფუძველზე
შექმნილი
პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე არსებული სტუდენტთა
რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ავტორიზაციის პროცესში არ წარმოადგენს
შეფასების საგანს.
14. ავტორიზაციის ვადის გასვლის/გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში,
კოლეჯის/საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებულ
მხოლოდ
პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე არსებულ სტუდენტებს შეუძლიათ განახორციელონ მობილობა სხვა პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, სხვა მხოლოდ პროფესიული სტანდარტის
საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
15. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი
პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამის
განხორციელების
შემთხვევაში
კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ პროგრამაზე ჩარიცხულ
პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით
გათვალისწინებული კვალიფიკაცია, აგრეთვე ჩარიცხოს ახალი პროფესიული სტუდენტები ამ
პროგრამაზე. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის მე-8
მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მარეგულირებელი ნორმები.“;
გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს
კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, აგრეთვე მათ საფუძველზე ამ კანონის
ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელებული ქმედებები
ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტების
გამოცემამდე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის თანახმად,
საქართველოს მთავრობა: სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული მომზადების
პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების
მოპოვების წესსა და პირობებს, აგრეთვე პროფესიული მომზადების პროგრამისა და
პროფესიული გადამზადების პროგრამის სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესსა
და პირობებს, სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პირის მიერ სასწავლო საწარმოს
სტატუსის მოპოვების წესსა და პირობებს, აგრეთვე სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს
არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესსა და პირობებსა და სხვ.
ზემოაღნიშნული
წესები
ითვალისწინებს უფლების
მოპოვებას
შესაბამისი
მომსახურების გაწევის მიზნით, რაც გარკვეულ საფასურთან არის დაკავშირებული.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მიხედვით,
საქართველოს მთავრობის დადგენილებით საფასური ვერ დაწესდება, თუ აღნიშნულ
შესაძლებლობას არ გაითვალისწინებს კანონი. შესაბამისად, საჭიროა კანონში სათანადო
ცვლილებების შეტანა.
კანონპროექტის მიღების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს „პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებში არსებული ნორმის, კერძოდ 39-ე
მუხლის პირველი პუნქტის ბუნდოვანება. აღნიშნული ნორმის თანახმად, „პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად
ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები − პროფესიული
კოლეჯები და საზოგადოებრივი კოლეჯები ითვლება ამ კანონის შესაბამისად მოპოვებული
ავტორიზაციის მქონე კოლეჯებად ავტორიზაციის დარჩენილი ვადით, ხოლო მათი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები − ავტორიზებული კოლეჯების პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამებად და შესაბამის პერიოდში:
ა) მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში კოლეჯი უფლებამოსილია ამ
პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს
აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. კოლეჯი უფლებამოსილი არ
არის, ჩარიცხოს ახალი პროფესიული სტუდენტები ამ პროგრამაზე 2019 წლის 1 იანვრიდან;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში კოლეჯი
უფლებამოსილია ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა
დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია,
აგრეთვე ჩარიცხოს ახალი პროფესიული სტუდენტები ამ პროგრამაზე. ამ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით
გათვალისწინებული მარეგულირებელი ნორმები.
2018 წლის ოქტომბერში ძალაში შევიდა „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონი, რომლითაც გათვალისწინებულია პროფესიული განათლების ახალი
სისტემის შექმნა. ამისათვის, კანონი ითვალისწინებს 2 წლიან ვადას და აღნიშნულ ვადაში,
საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყონ ახალი კანონით გათვალისწინებული
ნორმატიული აქტების მომზადება და მიღება. ახალ მიდგომებზე გადასვლას რომ არ
შეეფერხებინა სისტემაში მიმდინარე პროცესები, კანონის გარდამავალ დებულებებში
გაკეთდა შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს
2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები, აგრეთვე მათ საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის
ამოქმედების შემდეგ განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ამ
კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემამდე" (მუხლი 39, პუნქტი 14).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი აქტების გამოცემამდე, 2007 წლის კანონის საფუძველზე
გამოცემული აქტები ძალაშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარდამავალი ეტაპის
სამუშაოების შესასრულებლად. ამასთან, ჩანაწერში აღნიშნულია მხოლოდ კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები, 2007 წლის კანონის საფუძველზე კი, გარდა კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებისა, გამოცემულია, არაერთი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი,
როგორც სამინისტროს, ასევე მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან.
ამდენად, ცვლილების მიზეზს კანონპროექტის ამ ნაწილში წარმოადგენს კანონში ტექნიკური
ცვლილების შეტანა ზემოაღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად.
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს:
შექმნას საკანონმდებლო საფუძველი საქართველოს მთავრობის მიერ „პროფესიული
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
ზოგიერთი
მომსახურებისათვის საფასურის დასადგენად.
კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში არსებული ჩანაწერი,
რომელიც მიუთითებს „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების
„შესაბამის პერიოდში“ განხორციელებაზე, შესაძლოა განიმარტოს არაერთგვაროვნად, მათ
შორის, იმგვარად რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს
ამავე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებათა
განხორციელება შეზღუდული აქვთ ავტორიზაციის დარჩენილი ვადით. ამ დროისთვის
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო
დაწესებულებები მილევად რეჟიმში ახორციელებენ, როგორც მხოლოდ პროფესიული
სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ნორმის მოქმედი რედაქციის საფუძველზე
წარმოიშვა პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით 15-მა დაწესებულებამ
მიმდინარე წელს უნდა გაიაროს ხელახალი ავტორიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულების
სტატუსის უწყვეტობის მიზნით და ავტორიზაციის დარჩენილი ვადა საკმარისი არ გახლავთ
აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასასრულებლად.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული რეგულაციები ვრცელდება მხოლოდ კოლეჯზე. კანონის მე-3 მუხლის
„რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კოლეჯი არის იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები,
პროფესიული მომზადების პროგრამები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და
სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები. თუმცა, კანონის მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი
ასევე განსაზღვრავს საგანმანათლებლო დაწესებულების ცნებას - „საგანმანათლებლო
დაწესებულება − საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, საშუალო
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული მომზადების პროგრამისა და
პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულება,
ნებისმიერი
სახის
პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და
პროფესიული
მომზადების
პროგრამის/პროფესიული
გადამზადების
პროგრამის
განხორციელების უფლებამოსილების მქონე კოლეჯი, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება;“. შესაბამისად, კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით არსებული ჩანაწერი - კოლეჯი - გამორიცხავს არსებული რეგულაციების
გავრცელებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს
და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რაც გამოიწვევს სისტემის დონეზე
არაერთგვაროვან მიდგომას. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედი რედაქცია არ
აზუსტებს მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიული სტუდენტების მობილობის გზით ჩარიცხვის
საკითხს.
კანონის 39-ე მუხლის მე-14 პუნქტში ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, იმ მიზნით,
რომ ის გავრცელდეს 2007 წლის კანონის საფუძველზე, როგორც სამინისტროს, ასევე მისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ
სამართლებრივ აქტებზეც იმ მიზნით, რომ ამ აქტებმა შეინარჩუნონ იურიდიული ძალა
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონის
საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მიხედვით,
საქართველოს მთავრობის დადგენილებით საფასური ვერ დაწესდება, თუ აღნიშნულ
შესაძლებლობას არ გაითვალისწინებს კანონი. ნორმის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს
აღნიშნულის შესაძლებლობას, შესაბამისად აუცილებელია, რომ კანონში შევიდეს სათანადო
ცვლილება.
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი
პუნქტით გამოწვეული ბუნდოვანების აღმოფხვრა.
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს
კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, აგრეთვე მათ
საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ
განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ამ კანონის საფუძველზე
შესაბამისი აქტების გამოცემამდე" (მუხლი 39, პუნქტი 14). ნორმა მითითებას არ აკეთებს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტზე, თუმცა როგორც სამინისტროს,
ასევე მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან გამოცემულია არაერთი ასეთი
აქტი, რომელთა მოქმედება გარდამავალი ეტაპის სამუშაოების შესასრულებლად ძალზედ
მნიშვნელოვანია. ამდენად აუცილებელია, რომ ნორმა დაზუსტდეს და გაკეთდეს მითითება
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებზეც.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი მომსახურებისათვის საქართველოს
მთავრობის მიერ საფასურის დასადგენად.
39-ე მუხლის პირველ პუნქტში შესატანი ცვლილებები გამოიწვევს მოქმედი ნორმით
გათვალისწინებული ბუნდოვანებების აღმოფხვრას.
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონის
საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და მათ საფუძველზე ამ
კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელებული ქმედებების
გარდა, სამართლებრივ ძალას შეინარჩუნებენ აგრეთვე 2007 წლის კანონის საფუძველზე
გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები მოქმედი
კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემამდე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი მოიცავს გარკვეულ წესებს,
რომლებიც ითვალისწინებენ უფლების მოპოვებას შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით,
რაც შესაძლოა გარკვეულ საფასურთან იყოს დაკავშირებული. ვინაიდან საქართველოს
მთავრობის დადგენილებით საფასური ვერ დაწესდება, თუ აღნიშნულ შესაძლებლობას არ
ითვალისწინებს კანონი, აღნიშნული იწვევს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის
საჭიროებას, სხვა შემთხვევაში, სახელმწიფომ თავად უნდა უზრუნველყოს უფლების
მინიჭებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.
აღნიშნულიდან გამომდინარე,
1
კანონის 21-ე მუხლს „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ ემატება „ნ “ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც,
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით კანონით
გათვალისწინებული უფლების მოპოვებისა და/ან მომსახურებისათვის ადგენს საფასურს.
კანონპროექტი ითვალისწინებს ნორმებს, რომელიც ცალსახად დაადგენს:
მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელი
კოლეჯის/საგანმანათლებლო
დაწესებულების
უფლებამოსილებას
ავტორიზაციის
დარჩენილი
ვადით,
ასევე,
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ხელახალი
ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში, მილევად რეჟიმში დაასრულებინონ სწავლა
აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს და მიანიჭონ კვალიფიკაცია
არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა. აღნიშნული თარიღი განისაზღვრა პროგრამების
ხანგრძლივობების გათვალისწინებით, ისე რომ 2019 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხულმა ყველა
პროფესიულმა სტუდენტმა შეძლოს შესაბამის პროგრამაზე სწავლის დასრულება და
უზრუნველყოფილ იქნეს მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება.
ამასთან, კანონის პროექტით 39-ე მუხლს ემატება ახალი პუნქტი, რომლის თანახმად,
მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული პროგრამის
განმახორციელებელმა
საგანმანათლებლო
დაწესებულებამ,
საგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენისას უნდა მიუთითოს
აღნიშნული პროგრამ(ებ)ის განხორციელებისა და აღნიშნულ პროგრამაზე არსებულ
სტუდენტთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რაც ავტორიზაციის მიზნებიდან
გამომდინარე, ავტორიზაციის პროცესში შეფასების საგანს არ წარმოადგენს.
გარდა ამისა, კანონის წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება, რომ ავტორიზაციის
ვადის გასვლის/გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამების
განხორციელების
უფლების
ჩამორთმევის
შემთხვევაში,
კოლეჯის/საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებულ
მხოლოდ
პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე არსებულ სტუდენტებს შეეძლოთ მობილობის გზით მსგავს (მხოლოდ
პროფესიულის სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე) პროგრამაზე გადასვლა. კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი
რეგულაციების გავრცელებას არა მხოლოდ კოლეჯზე, არამედ, „პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც.
2018 წლის ოქტომბერში ძალაში შევიდა „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონი, რომლითაც გათვალისწინებულია პროფესიული განათლების ახალი
სისტემის შექმნა. ამისათვის, კანონი ითვალისწინებს 2 წლიან ვადას და აღნიშნულ ვადაში,
საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ უნდა უზრუნველყონ ახალი კანონით
გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მომზადება და მიღება. ახალ მიდგომებზე
გადასვლამ რომ არ შეაფერხოს სისტემაში მიმდინარე პროცესები, კანონის გარდამავალ
დებულებებში გარდა 2007 წლის 28 მარტის კანონის საფუძველზე გამოცემული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა მითითება უნდა გაკეთდეს აგრეთვე
ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებზე და მათ უნდა შეუნარჩუნდეს სამართლებრივი
ძალა ახალი კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემამდე. შესაბამისად, კანონის 39ე მუხლის მე-14 პუნქტში შედის ცვლილება და განისაზღვრება, რომ „პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის საფუძველზე
გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და მათ საფუძველზე ამ კანონის
ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელებული ქმედებების გარდა,
სამართლებრივ ძალას ინარჩუნებს აგრეთვე „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის საფუძველზე გამოცემული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე ამ
კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელებული ქმედებები
ახალი კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება გამომდინარეობს:
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ერთი
მხრივ, კოლეჯს უფლება მიეცა მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (საგნობრივი) ჩაერიცხა სტუდენტები 2019 წლის
1 იანვრამდე, მეორე მხრივ კი, ამ სტუდენტებისათვის პროგრამის განხორციელების და
კვალიფიკაციის მინიჭების უფლება შეუზღუდა ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.
დღეისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი
საგანმანათლებლო დაწესებულებები (90-დან სულ 2 დაწესებულებას აღარ აქვს საგნობრივი
პროგრამები) მილევად რეჟიმში ახორციელებენ საგნობრივ პროგრამებს, ასევე ისეთ
პროგრამებს, რომელთა შემუშავების საფუძვლები - შესაბამისი პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო-დოკუმენტები - გაუქმდა. აღნიშნულ პროგრამებზე
ჩარიცხული სტუდენტები სწავლას ვერ დაასრულებენ მილევად რეჟიმში, ვინაიდან 15-მდე
დაწესებულებამ მიმდინარე წელს უნდა გაიაროს ხელახალი ავტორიზაცია და ავტორიზაციის
დარჩენილი ვადა საკმარისი არ არის პროგრამებზე სწავლის დასასრულებლად. ამასთან,
აღნიშნულ პროგრამებს დაწესებულებები ვერ შემოიტანენ საავტორიზაციო განაცხადით,
რადგანაც კანონმდებლობა ამ პროგრამებს აღარ ცნობს. შესაბამისად, დაწესებულებები ვერ
მიიღებენ ამ პროგრამების ახალი ავტორიზაციის პირობებში განხორციელების უფლებას.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ საგანმანათლებლო
დაწესებულებას ახალი ავტორიზაციის პირობებში, საკანონმდებლო დონეზე და დაჩქარებულ
რეჟიმში მიეცეს ზემოაღნიშნული პროგრამების დასრულების უფლება - მხოლოდ უკვე
ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლის დასრულების მიზნით.
ასევე, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-15
პუნქტით საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელ შესაბამის სამართლებრივ პროცესებს,
რაც 2 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, შესაძლებელია შეექმნას დაბრკოლება,
ვინაიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის თანახმად,
საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული მომზადების
პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების
მოპოვების წესსა და პირობებს, პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული
გადამზადების პროგრამის სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესსა და პირობებს,
პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესსა და პირობებს, აგრეთვე
არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესსა და პირობებსა და სხვა
(21-ე მუხლი). აღნიშნული წესები ითვალისწინებს უფლების მოპოვებას, რაც გარკვეული
საფასურის დაწესებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის
დადგენილებით საფასური ვერ დაწესდება, თუ აღნიშნულ შესაძლებლობას არ
გაითვალისწინებს კანონი. აღნიშნულ ნაწილში კანონპროექტის დაჩქარების საჭიროება
გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ არაფორმალური განათლების აღიარების უფლების
მოპოვებისა და სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი
დასრულების სტადიაზეა და უახლოეს მომავალში მათი სისტემური დანერგვისათვის საჭირო
იქნება საფასურის დადგენის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
გამომდინარე იქედან, რომ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული უფლების მოპოვებისა და/ან მომსახურების საფასური წარმოდგენილი
კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდგომ უნდა განსაზღვროს საქართველოს მთავრობამ, ამ
ეტაპზე, შეუძლებელია დადგინეს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის გავლენის ზუსტი ოდენობა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. გათვალისწინებით იმისა, რომ „პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების მოპოვების
და/ან მომსახურების საფასური წარმოდგენილი კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდგომ
უნდა განსაზღვროს საქართველოს მთავრობამ, ამჟამად, შეუძლებელია დადგინეს თუ რა
ფინანსურ გავლენას იქონიებს კანონპროექტი იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება
მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
თუმცა, კანონპროექტი ქმნის საკანონმდებლო საფუძველს, რათა სამომავლოდ, „პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების მოპოვებისა
და/ან მომსახურებისათვის საქართველოს მთავრობამ საჭიროების შემთხვევაში დაადგინოს
შესაბამისი საფასური. ამ ეტაპზე ცნობილი არ არის საფასურის ოდენობა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.