„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 5
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-27
ბიუროს ნომერი 261
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსი” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.
matsne.gov.ge, 13/08/2018, სარეგისტრაციო კოდი:330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 141-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10-მე-20 ნაწილები:
„10. 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული სივრცითი მოწყობის გეგმები/მათი
გეგმარებითი დავალებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ასეთი გეგმარებითი დავალების
საფუძველზე შესაბამისი გეგმის შემუშავება შესაძლებელია დასრულდეს გეგმარებითი
დავალების დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11. 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები
ინარჩუნებს იურიდულ ძალას. მათი ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების
მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა განხორციელდეს 2020 წლის პირველ სექტემბრამდე.
12. 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების
გეგმარებითი დავალების საფუძველზე შესაბამისი გეგმის შემუშავება შესაძლებელია
დასრულდეს
გეგმარებითი
დავალების
დამტკიცების
მომენტისთვის
მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთი გეგმის ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე
აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა განხორციელდეს მისი დამტკიცებიდან ერთი
წლის ვადაში.
13. ტერიტორიებზე, სადაც ვრცელდება ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილით
გათვალისწინებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები, იერარქიულად ქვემდგომი
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის გაცემა,
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში
ცვლილებების შეტანა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობა ხორციელდება 2019
წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული წესით.
14. 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი
კანონმდებლობის საფუძველზე, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები
შეესაბამება ამ კოდექსით განსაზღვრულ განაშენიანების დეტალურ გეგმებს და იურიდიულ
ძალას ინარჩუნებს. ასეთ გეგმებში ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მათი
ამ კოდექსის და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში
მოყვანა.
15. 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები,
რომლებიც მოიცავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს,
იურიდიულ ძალას ინარჩუნებს 2025 წლის პირველ იანვრამდე. ამ ვადის გასვლამდე
შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა ასეთი გეგმები შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ ამ კოდექსისა
და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან.
16. 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის
გეგმარებითი დავალებები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს 2021 წლის 3 ივნისამდე და მათ
საფუძველზე შესაბამისი გეგმის შემუშავება შესაძლებელია დასრულდეს გეგმარებითი
დავალების დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ
გეგმაში ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ამ კოდექსის და
შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
17. თუ ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ
გამოყენების პირობები, მაშინ მათი მოქმედების პერიოდში, ნებართვის გაცემის მიზნით
გამოიყენება მათი დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობა და
ქალაქთმშენებლობითი გეგმები.
18.
ტექნიკური ზედამხედველობის შემთხვევაში მოქმედებს ხელშეკრულების
გაფორმების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობა.
19. ამ კოდექსის მოქმედება 2020 წლის 1 სექტემბრამდე არ ვრცელდება ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტზე.
20. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის
დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და
განაშენიანების რეგულირება და მათში ცვლილებების შეტანა, ასევე სამშენებლო საქმიანობაზე
ზედამხედველობა განხორციელდეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი შესაბამისი
სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული წესით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში,
ამ ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე მიღებული
შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას და მათში ცვლილებების
შეტანა ან გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება შესაძლებელია იმავე წესით, როგორც
მათი
მიღებისათვის
ან
გაუქმებისათვის/ძალადაკარგულად
გამოცხადებისათვის
იყო
გათვალისწინებული.“.
2. 142-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს 2019 წლის 3 ივნისამდე.“;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს 2020 წლის 1 მაისამდე.“.
3. 143-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 143. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
„2019 წლის 3 ივნისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სივრცითი მოწყობისა და
ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 24.06.2005, მუხ. 186) ამ კანონის 141-ე მუხლის მე10, მე-11, მე-19 და მე-20 ნაწილების გათვალისწინებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 2 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული
და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2018 წლის 20 ივლისს მიღებული იქნა საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული
და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი (შემდგომში-კოდექსი)
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www. matsne.gov.ge, 13/08/2018, სარეგისტრაციო კოდი:
330090000.05.001.019104), რომლის 142-ე მუხლით განისაზღვრა ამ კოდექსის ამოქმედებასთან
დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ რიგი დადგენილებების მიღების
ვალდებულება 2019 წლის 03 ივნისისთვის.
ზემოაღნიშნულმა ნორმატიულმა აქტებმა უნდა უზრუნველყონ კოდექსის აღსრულება
და მისი სწორი იმპლემენტაცია. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას არსებული
რეგულირებების და პრაქტიკის არსებითი ცვლილება, როგორც საკანონმდელო, ისე
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე. კოდექსის ამოქმედების მიზნით მისაღები
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნაწილი განხილვის პროცესშია (მაგალითვისათვის
შეიძლება მოვიყვანოთ განაშენიანების ძირითადი დებულებები, მშენებლობის ნებართვის
გაცემის და სანებართვო პირობების წესი) და მათ მიმართ არსებობს როგორც კერძო სექტორის,
ასევე ადმინისტრაციული ორგანოების შენიშვნები, საბოლოო ვერსიის შესაჯერებლად დიდი
სამუშაოა გასაწევი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი სამუშაო
გასწია სივრცითი დუკუმენტაციის დასახვეწად და ბოლო პერიოდში დაამტკიცა
მიწათსარგებლობის
გენარალური
გეგმა.
საქართველოს
სივრცის
დაგეგმარების,
არქიტექტურული
და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 2019 წლის 3 ივნისს
ამოქმედებასთან ერთად, მთელი რიგი ცვლილებები იქნება განსახორციელებელი
ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტებში, რაც ასეთ მოკლე პერიოდში, საკმაოდ ძნელად
განსახორციელებელია.
კოდექსში უნდა დარეგულირდეს ასევე ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემული მიწის
ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საკითხი. რაც შეეხება „მშენებლობის
ორგანიზებისა და მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილებას, რითიც ხდებოდა ევროკავშირის 92/57/EEC დირექტივის იმპლემენტაცია,
ასოცირების შეთანხმების თანახმად, ამ უკანასკნელის იმპლემენტაციისთვის დადგენილია
ვადა 2023 წლამდე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დადგენილების 2019 წლის 3 ივნისისთვის
არ მიღება არ აფერხებს კოდექსის ამოქმედებას. გადავადებული 1 წლის განმავლობაში უნდა
მოხდეს კოორდინირება რამდენიმე უწყებას შორის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთან და ამ ფორმატში შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.
წარმოდგენილი კანონპროექტით, განხორციელდება დამატებით გონივრული ვადის
განსაზღვრა, იმ მუნიციპალიტეტებისათვის რომლებმაც სივრცით-ტერიტორიული მოწყობის
დოკუმენტაცია დაამტკიცეს 2019 წლის 3 ივნისამდე, იმისათვის რომ სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი და მისი თანმდევი აქტების
ცვლილებები უხარვეზოდ განხორციელდეს, ასევე გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივი
თვითმმართველობების სპეციფიკა და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს
მუნიციპალიტეტები დგას და შესაძლებელი იყოს სივრცით-ტერიტორიული მოწყობის
დოკუმენტების შესაბამისობაში მოყვანა მითითებულ რეგულაციებთან მიმართებაში,
გამართული ადმინისტრაციული წარმოებისა და სამშენებლო პროცესების განვითარების
კუთხით. ასევე კანონპროექტით დარეგულირდება კოდექსის ამოქმედების დროისთვის
დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საკითხი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილება აუცილებელია,
ვინაიდან საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული
და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის და მისი თანმდევი აქტების ამოქმედების ვადა (2019 წლის 3 ივნისი), იმ
მუნიციპალიტეტებისათვის, რომლებმაც 2019 წლის 3 ივნისამდე დაამტკიცეს
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, არ არის საკმარისი იმისათვის რომ
კოორდინირებული მუშაობით განხორციელდეს მათი სწორი იმპლემენტაცია.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით შესაძლებელი გახდება სივრცითი მოწყობისა და
ქალაქთმშენებლობითი სისტემის რეგულირებების და პრაქტიკის არსებითი ცვლილების,
როგორც საკანონმდებლო, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე სრულყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის 141-ე, 142-ე და 143-ე მუხლებში, კერძოდ:
ა) 141-ე მუხლს ემატება:
ა.ა) მე-10 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება სივრცითი მოწყობის გეგმების
მოქმედების საკითხი. კერძოდ, 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული სივრცითი მოწყობის
გეგმები/მათი გეგმარებითი დავალებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და დამტკიცებული
გეგმარებითი დავალების საფუძველზე გეგმის შემუშავება შესაძლებელია დასრულდეს
გეგმარებითი დავალების დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად.
ა.ბ) მე-11 და მე-13 ნაწილები, რომლებიც ეხება მიწათსარგებლობის გენერალური
გეგმების მოქმედების საკითხებს. კერძოდ, 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები ინარჩუნებს იურიდულ ძალას და მათი კოდექსის
მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ 2020
წლის პირველ სექტემბრამდე. რაც შეეხება 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებულ
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების გეგმარებითი დავალების საფუძველზე
შესაბამისი გეგმის შემუშავებას, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს გეგმარებითი
დავალების დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან,
ასეთი გეგმის კოდექსისა მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა შესაბამისმა
მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ მისი დამტკიცებიდან ერთი წლის ვადაში.
ა.გ) 13-ე ნაწილი, რომელიც აზუსტებს, რომ დამტკიცებული მიწათსარგებლობის
გენერალური
გეგმებით
მოცულ
ტერიტორიაზე
იერარქიულად
ქვემდგომი
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის გაცემა,
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში
ცვლილებების შეტანა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობა ხორციელდება 2019
წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული წესით.
ა.დ) მე-14-16 ნაწილები, რომლებიც ეხება განაშენიანების რეგულირების გეგმების
მოქმედების საკითხებს. კანონპროექტი ერთმანეთისგან განასხვავებს დასახლების
ნაწილისთვის და მთლიანი დასახლებისთვის დამუშავებულ განაშენიანების რეგულირების
გეგმებს (რომელიც მოიცავს გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს). პირველ
შემთხვევაში არ არის სავალდებულო განაშენიანების რეგულირების გეგმების ამ კოდექსის
მოთხოვნებთან
შესაბამისობაში
უნდა
მოყვანა,
ხოლო
მეორე
შემთხვევაში
გათვალისწინებულია მათი ამ კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის
ვალდებულება 2025 წლის პირველ იანვრამდე.
რაც შეეხება 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების
გეგმის გეგმარებითი დავალებების მოქმედებას, ისინი იურიდიულ ძალას ინარჩუნებს 2021
წლის 3 ივნისამდე და მათ საფუძველზე შესაბამისი გეგმის შემუშავება შესაძლებელია
დასრულდეს
გეგმარებითი
დავალების
დამტკიცების
მომენტისთვის
მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ გეგმაში ცვლილების საჭიროების შემთხვევაში,
შესაძლებელია მისი ამ კოდექსის და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ე) მე-17 ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემულია
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მაშინ მათი მოქმედების პერიოდში,
ნებართვის გაცემის მიზნით გამოიყენება მათი დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი
კანონმდებლობა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები.
ა.ვ) მე-18 ნაწილი, რომლის თანახმადაც ტექნიკური ზედამხედველობის შემთხვევაში
მოქმედებს ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობა.
ა.ზ) მე-19 ნაწილი, რომლის თანახმადაც სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოქმედება, 2020 წლის 1 სექტემბრამდე, არ ვრცელდება
ქალაქ თბილსის მუნიციპალიტეტზე.
ა.თ) მე-20 ნაწილის მიხედვით, ზუსტდება, რომ ქალაქ თბილსის მუნიციპალიტეტში
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის გაცემა,
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში
ცვლილებების შეტანა, ასევე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობა განხორციელდეს ამ
კოდექსის
ამოქმედებამდე
მოქმედი
შესაბამისი
სამართლებრივი
აქტებით
გათვალისწინებული წესით. ეს დებულება საჭიროა იმისათვის, რომ ცხადი იყოს, თუ რომელი
სამართლებრივი ბაზით უნდა იხელმძღვანელოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა 2020
წლის 1 სექტემბრამდე.
გარდა ამისა, ამავე ნაწილით ასევე უფრო მეტი სიცხადისათვის ზუსტდება, რომ ეს
სამართლებრივი აქტები და ასევ მათ საფუძველზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი
აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის
და
მათში ცვლილებების შეტანა ან გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება შესაძლებელია
იმავე წესით, როგორც მათი მიღებისათვის ან გაუქმებისათვის/ძალადაკარგულად
გამოცხადებისათვის იყო გათვალისწინებული. ანუ, 2019 წლის 3 ივნისიდან (ძირითადი
კოდექსის ამოქმედებიდან) შესაძლებელია მოხდეს ამ სფეროს რეგულირებისათვის ახალი
სამართლებრივი აქტების გამოცემა და თავის მხრივ მოხდეს დღეს მოქმედი სამართლებრივი
აქტების გაუქმებაც. თუმცა, ამ პროექტის მიხედვით, მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა, ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტისთვის
მაინც
დარჩება
ძალაში
ზემოთაღნიშნული
სამართლებრივი აქტები და ასევე მათ საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებიც.
ბ) 142-ე მუხლში ცვლილებით, „მშენებლობის ორგანიზებისა და მშენებლობის
უსაფრთხოების შესახებ“ დადგენილების მიღების ვადად განისაზღვრება 2020 წლის 1 მაისი.
გ) 143-ე მუხლით ზუსტება, რომ 2019 წლის 3 ივნისიდან ძალადაკარგულად
გამოცხადდეს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30,
24.06.2005, მუხ. 186) ამ კოდექსის 141-ე მუხლის მე-10, მე-11, მე-19 და მე-20 ნაწილების
გათვალისწინებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2019 წლის 2 ივნისიდან, გამომდინარე იქიდან, რომ
ძირითადი კოდექსი უნდა ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
2018 წლის 20 ივლისს მიღებული იქნა საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, www. matsne.gov.ge, 13/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104),
რომლის 142-ე მუხლით განისაზღვრა ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობის მიერ რიგი დადგენილებების მიღების ვალდებულება 2019 წლის 03
ივნისისთვის. აღნიშნული ნორმატიული აქტები იწვევენ არსებული რეგულირებებისა და
პრაქტიკის არსებითი ცვლილებას, როგორც საკანონმდელო, ისე კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების დონეზე. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 2019 წლის 3 ივნისს ამოქმედებასთან ერთად, იმ
მუნიციპალიტეტებს, რომელთაც ახლახანს დაამტკიცეს მიწათსარგებლობის გენერალური
გეგმა, მთელი რიგი ცვლილებები ექნებათ განსახორციელებელი ზემოაღნიშნულ
დოკუმენტში, რაც ასეთ მოკლე პერიოდში, შეუძლებელია.
წარმოდგენილი კანონპროექტით, განხორციელდება დამატებით გონივრული ვადის
განსაზღვრა, იმ მუნიციპალიტეტებისათვის რომლებმაც სივრცით-ტერიტორიული მოწყობის
დოკუმენტაცია დაამტკიცეს 2019 წლის 3 ივნისამდე, იმისათვის რომ სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი და მისი თანმდევი აქტების
ცვლილებები უხარვეზოდ განხორციელდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსი ამოქმედდება 2019 წლის 3 ივნისს, აუცილებელია, წარმოდგენილი კანონის
პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რათა კოდექსის ამოქმედებამდე მოესწროს მათი
მოქმედების გადავადება გონივრული ვადით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს
ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ხდება კანონის მოქმედების
გადავადება, შესაბამისად ამ ვადამდე შენარჩუნებული იქნება არსებული სამართლებრივი
რეგულაციები.
არც ზოგადად ნებართვების ნაწილში განხორციელებული ცვლილებები გამოიწვევს
ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან, ვინაიდან თუ დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის
სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მაშინ ნებართვის გაცემა მოხდება დამტკიცების
მომენტისთვის არსებული კანონმდებლობით, რაც არ საჭიროებს არანაირი ხარჯის გაღებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის, კანონპროექტის მიღება არ იქონიებს
გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქამდე, რა დრომდეც ხდება ამ რეგულაციების
ამოქმედების გადავადება, რადგან ამ ვადამდე შენარჩუნებული იქნება არსებული
სამართლებრივი რეგულაციები. ხოლო იმ პერიოდიდან, როცა უკვე ეს რეგულაციები ძალაში
იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვისაც, კანონპროექტის მიღება დიდი
ალბათობით იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან, მაგალითად
კოდექსის ძირითადი დებულებებით უქმდება სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, რაც
თავის მხრივ იწვევს ამ შეთანხმების გაცემასთან დაკავშირებით დადგენილი მოსაკრებლის
გაუქმებასაც. გარდა ამისა II კლასის შენობების შემთხვევაში მუნიციპალიტს,
შეხედულებისამებრ შეუძლია სამშენებლო ნებართვის ნაცვლად დანერგოს მშენებლობის
დეტალური შეტყობინების წესი, ეს კი თავის მხრივ გულისხმობს მშენებლობის ნებართვის
მოსაკრებლის გაუქმებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შეიძლება
გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ I კლასის შენობანაგებობის მიმართ მუნიციპალიტეტი
დაადგენს მშენებლობის ნებართვის აღების ვალდებულებას, ნაცვლად მშენებლობის მარტივი
შეტყობინებისა. ამ შემთხვევაში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება გადახდილი
სანებართვო მოსაკრებლის პროპორციულად. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებით
ზეგავლენას
მოახდენს
ასევე
ცალკეულ
შემთხვევებში
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისთვის დადგენილი ჯარიმების გაზრდილი ოდენობები.
არც ნებართვების ნაწილში ექნება გავლენა კანონპროექტს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების
შემთხვევაში, გაცემა მოხდება დამტკიცების მომენტისთვის არსებული კანონმდებლობით, რაც
არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის, კანონპროექტის მიღება არ იქონიებს
გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იქამდე, რა დრომდეც ხდება ამ რეგულაციების
ამოქმედების გადავადება, რადგან ამ ვადამდე შენარჩუნებული იქნება არსებული
სამართლებრივი რეგულაციები. ხოლო იმ პერიოდიდან, როცა უკვე ეს რეგულაციები ძალაში
იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვისაც, კანონპროექტის მიღება დიდი
ალბათობით იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან შესაძლოა გაჩნდეს
თანამშრომელთა გადამზადებისა და ხელახალი დაკომპლექტების საჭიროება. თუმცა ამ
ეტაპზე, კონკრეტული ხარჯების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი. გარდა ამისა, მას შემდეგ
რაც ძირითადი კოდექსის ძალაში იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვისაც,
კოდექსის
თანახმად,
მუნიციპალიტეტების
ურთიერთშეთანხმების
საფუძველზე
შესაძლებელია მულტიმუნიციპალური სივრცითი მოწყობის გეგმის შემუშავება, რომელზეც
დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო. თუმცა მოცემულ ეტაპზე არ არის (ვერ იქნება) ცნობილი თუ რა
გავლენა შეიძლება მოახდინოს აღნიშნულმა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ნებართვების
ნაწილშიც
კანონპროექტი
არ
იქონიებს
გავლენას
სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის
მიღებით
არ
ხდება
სახელმწიფოს
მიერ
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებების აღება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, კანონპროექტის მიღება იქონიებს
გავლენას პირებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ხდება კოდექსის ამოქმედების გადავადება
თბილისისათვის. გავლენა იქნება შესაბამისი მიმართულების მიხედვით. მაგალითად,
შესაძლებელია ვინმესთვის გარკვეული მოსაკრებელი გადასახდელი ყოფილიყო და ახლა
აღარ იქნება გარკვეული ვადით, ან პირიქით. ასევე შესაძლებელია ქმედებისათვის უფრო
მკაცრად დასჯილიყო პირი და ახლა, სანამ გადავადებულია ეს მკაცრი სანქცია ეს აღარ შეეხება,
ან პირიქით და ა.შ.
კანონპროექტს ექნება დადებითი გავლენა იმ პირებისთვის, ვისაც უკვე გააჩნია
დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ვინაიდან ისინი
ნებართვის
აღებას
შეძლებენ
ნებართვის
გაცემის
მომენტისთვის
არსებული
კანონმდებლობით. შესაბამისად, მათ არ მოუწევთ ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება და
ამისთვის ხარჯების გაღება ნებართვის მოპოვების მიზნით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობა
მიიღო
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრომ და საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრომ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია