საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის რომან კაკულიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/349; 15/05/2019) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე სავალდებულო კომიტეტად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის განსაზღვრისა და განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-9761/19/
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-27
ბიუროს ნომერი 261

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-9761/19 27-05-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, რომან კაკულიას მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/349; 15.05.2019). საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა განსაზღვრულია მხოლოდ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე. წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შეეცვალოს სახელწოდება და მას დაერქვას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. ვინაიდან ეკონომიკური პოლიტიკა სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, გთხოვთ, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის სავალდებულო კომიტეტად განსაზღვროთ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და განხილვის ვადა გაითვალისწინოთ 3 კვირა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge