საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (მარიამ გვალია, მირანდა მაჭარაშვილი, სანდრო-გიორგი სარუხანიშვილი, თემურ ტარიელაშვილი, გიორგი თომაძე) (№1-9754/19; 17/05/2019) რეგისტრაციის თაობაზე.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-9839/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-28
ბიუროს ნომერი 262

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-9839/19 27-05-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე უარის თაობაზე გაცნობებთ, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2019 წლის 27 მაისს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (მარიამ გვალიას, მირანდა მაჭარაშვილის, სანდრო-გიორგი სარუხანიშვილის, თემურ ტარიელაშვილისა და გიორგი თომაძის შემადგენლობით) განცხადება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს მიმართავს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადებით. თუმცა საინიციატივო ჯგუფის წერილობითი მიმართვა წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე და არ შეიცავს მითითებას საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ განცხადებას უნდა ერთოდეს კანონპროექტი, ხოლო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, თუმცა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს განმარტებითი ბარათი არ ერთვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით და კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი