საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის (07-3/336; 01/05/2019) განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-27
ბიუროს ნომერი 262
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-9771/19
27-05-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და გოგა
გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს
კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“. (№07-3/336; 01.05.2019)
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,
ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადად განსაზღვრულია
წამყვანი კომიტეტისთვის 2019 წლის 10 ივნისი, ხოლო სავალდებულოსთვის 27 მაისი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა
მოგვმართა თხოვნით (წერილი 2-9763/19 27/05/2019), რადგან ობიექტურ მიზეზთა
გამო სავალდებულო კომიტეტში საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა. განხილვის ვადა
გაგრძელდეს სამი კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge