საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-2783/19; 15/02/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-10039/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-29
ბიუროს ნომერი 263

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-10039/19 29-05-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს მოქალაქეს, ადვოკატ ზურაბ ვანიშვილს პირადი მის.: ტელ.: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 27 მაისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (1-2783 | 15.02.2019). I. საკანონმდებლო წინადადების არსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანას. ცვლილებით შემოთავაზებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან 445-ე-449-ე მუხლების ამოღება, რადგან, საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით, კოდექსის 445-ე-449-ე მუხლებითა და 70-ე, 78-ე, 177-ე, 183-ე და 184-ე მუხლებით დუბლირებულია ან ურთიერთგამომრიცხავად არის რეგულირებული ცალკეული საკითხი, რაც „აფერხებს სამოქალაქო უფლებების გამოყენებასა და რეალიზაციას“. II. საკანონმდებლო წინადადების შეფასება წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას არ ახლავს მკაფიო დასაბუთება ცვლილების აუცილებლობასთან დაკავშირებით, გარდა ზოგადი მითითებისა, რომლის მიხედვითაც, 445- თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 449 მუხლებში დუბლირებულია ან ურთიერთგამომრიცხავად არის რეგულირებული 70-ე, 78ე, 177-ე, 183-ე და 184-ე მუხლებით გათვალისწინებული საკითხები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე - 78-ე მუხლებით მოწესრიგებულია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების ზოგადი საკითხები. ამავე კოდექსის 177-ე მუხლი აწესრიგებს საქმის აღძვრის, ხოლო 183-184-ე მუხლები სარჩელის რეგისტრაციას და ასლების მოპასუხისათვის ჩაბარებას. თავის მხრივ, 445-ე - 449-ე მუხლების რეგულირების სფერო სარჩელისა და შესაგებლის წარდგენას შეეხება. შესაბამისად, წარმოდგენილი ნორმები ატარბენ არა დუბლირებით, არამედ შემვსებ ხასიათს და ქმნიან საპროცესო უფლებათა რეალიზაციისათვის წესრიგს. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი