საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე ფრუიძის მიერ წარმოდგენილი ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის - „სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტები და პრაქტიკები“ - საკითხებზე შექმნილი ჯგუფის შემადგენლობა (გუგული მაღრაძე, ოთარ კახიძე, ემზარ კვიციანი, გიორგი კახიანი)

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე ფრუიძე
ნომერი
#2-9943/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-29
ბიუროს ნომერი 263

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-9943/19 28-05-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ბატონო ირაკლი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის „სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტები და პრაქტიკები„ საკითხზე შექმნილი ჯგუფის შემადგენლობას. მოკვლევის ჯგუფი განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: მთავარი მომხსენებელი: ირინე ფრუიძე 1. 2. 3. 4. გუგული მაღრაძე; ოთარი კახიძე; ემზარ კვიციანი; გიორგი კახიანი. გთხოვთ, უზრუნველყოთ საკითხის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. პატივისცემით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები (ToR) მოკვლევის თემა მოკვლევის მიზანი სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტები და პრაქტიკები ცენტრალური აღმასრულებელი ხელისფლების ორგანოების (სამინისტროების) მიერ პოლიტიკის შემუშავების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის რეგულაციებისა და პრაქტიკის შესწავლა. დაინტერესებული მხარე - ფიზიკური, კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირები, მათ შორის - სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ბიზნეს დაწესებულებები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი სხვა პირები. საკითხის შესახებ საქართველოში საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს. საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს საყოველთაო-სახალხო განხილვების ჩატარების ვალდებულებას კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში. ამასთან კონსტიტუციით განმტკიცებულია გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებით გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება. საზოგადოების ინფორმირებისა და გადაწვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის მექანიზმებს ითვალისწინებს ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, კერძოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული წარმოება გამოიყენება იმ შეთხვევაში თუ განხილვის საგანს წარმოდგენს სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების განკარგვა, ლიცენზირება, გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემა, სტანდარტიზაცია ან სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილება. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებას, დაინტერესებულ პირთა მხრიდან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღებასა და გაანალიზებას, სამართლებრივი აქტის პროექტის საჯაროდ ხელმისაწვდომობას, კონსულტაციების შედეგების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და სხდომების ღიაობას. კანონმდებლობით საზოგადოებრივი ჩართულობის მექანიზმები დარეგულირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც, სადაც არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეების მონაწილეობის ისეთი ფორმები, როგორიცაა დასახლების საერთო კრება და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. საზოგადოებრივი ჩართულობის ძლიერი მექანიზმები არსებობს ასევე პარლამენტისა და მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოებში, სადაც დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ დაესწრონ საკომიტეტო სხდომებს, მუნიციპალიტეტებში კი საკრებულოს სხდომებს, გაეცნონ ინიცირებულ კანონპროექტებს, დაესწრონ მოსმენებს და ა.შ. მმართველობის პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის ერთ-ერთ სახედ შესაძლებელია ასევე განხილულ იქნეს პეტიციათა წარდგენის შესაძლებლობა. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ასევე გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების განსაკუთრებით მაღალ სტანდარტებს საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სუსტია არსებული რეგულაციები აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მიერ პოლიტიკის შემუშავების ადრეულ ეტაპზე საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით. მსგავს ვალდებულებას არ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. უდავოა, რომ საკითხი საჭიროებს შემდგომ განხილვასა და შესწავლას, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში რეკომენდაციათა წარდგენას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოცემული საპარლამენტო მოკვლევაც. თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა თემატური მოკვლევის ჯგუფში შედიან ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები. თემატური მოკვლევის ჯგუფის მომხსენებელი - ირინა ფრუიძე. თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები: 1. გუგული მაღრაძე 2. გიორგი კახიანი 3. ოთარ კახიძე 4. ემზარ კვიციანი ტექნიკური პირობები საბჭო იწვევს დაინტერესებულ მხარეებს (იურიდიულ და ფიზიკურ პირებს) წერილობითი ფორმით წარმოადგინონ დოკუმენტურად დადასტურებული საკუთარი პოზიციები მოკვლევის საგანთან დაკავშირებით. წარმოდგენილი პოზიცია უნდა პასუხობდეს შემდეგ შეკითხვებს: 1. როგორ განმარტავდით პოლიტიკის შემუშავების თანამონაწილეობით პროცესს? რა ძირითად კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის (ინფორმირებულობა, ჩართულობა, უკუკავშირი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ა.შ.)? რომელი წყაროებითა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებით ამყარებთ საკუთარ პოზიციას (საერთაშორისო ორგანიზაციების და უცხო ქვეყნების მაგალითები)? 2. რა პრაქტიკული შედეგი მოაქვს თანამონაწილეობას? რატომ არის ის მნიშვნელოვანი? რომელ კვლევებსა და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ახდენთ შედეგების იდენტიფიცირებას? 3. პოლიტიკის შემუშავების რომელ ეტაზე უნდა მოხდეს ჩართულობის უზრუნველყოფა? რომელი წყაროებითა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებით ამყარებთ საკუთარ პოზიციას (საერთაშორისო ორგანიზაციების და უცხო ქვეყნების მაგალითები)? 4. თქვენი შეფასებით, იცნობს თუ არა მოქმედი კანონმდებლობა სამინისტროების მიერ პოლიტიკის თანამონაწილეობით საწყისებზე შემუშავების გარანტიებს? 5. არსებული მდგომარეობით რამდენად არის უზრუნველყოფილი საზოგადოების ჩართულობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამინისტროების დონეზე? რომელი წყაროებითა და პრაქტიკული მაგალითებით ამყარებთ საკუთარ პოზიციას? 6. თქვენი ინფორმაციით, არსებობს თუ არა სამინისტროებში სათათბირო ორგანოები, რომელთა მიზანსაც გადაწვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს? რამდენად ეფექტურია აღნიშნულ ორგანოთა საქმიანობა? რომელი წყაროებითა და პრაქტიკული მაგალითებით ამყარებთ საკუთარ პოზიციას? 7. გსმენიათ თუ არა რაიმე სახის სახელმძღვანელო დოკუმენტის არსებობის შესახებ, რომელიც აღწერდა თანამონაწილეობით საწყისებზე დაფუძნებულ პოლიტიკის შემუშავების პროცესს საქართველოში? რომელი წყაროებით ამყარებთ საკუთარ პოზიციას? 8. საკმარისად არის თუ არა საზოგადოების ჩართულობისა და თანამონაწილეობის საკითხები წარმოდგენილი მოქმედ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში? რომელი წყაროებით ამყარებთ საკუთარ პოზიციას? 9. თქვენი აზრით, წარმოადგენს თუ არა პრობლემას საზოგადოების მხრიდან პასიურობა? რომელი წყაროებითა და პრაქტიკული მაგალითებით ამყარებთ საკუთარ პოზიციას? 10. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ გაიზარდოს საზოგადოების ინტერესი პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართვის მიმართ? რომელი წყაროებითა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებით ამყარებთ საკუთარ პოზიციას (საერთაშორისო ორგანიზაციების და უცხო ქვეყნების მაგალითები)? დაინტერესებულ მხარეთა წერილობითი პოზიციების მომზადებისა და ჩაბარების პირობები წარმოდგენილი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ პირობებს:  ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 25 MB-ს  ფაილი უნდა იყოს მხოლოდ Word-ის ფორმატში  შევსებული ტექსტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 4000 სიტყვას  შრიფტი - სილფაენი, ზომა - 11, ხაზებს შორის მანძილი - 1,15  ყველა ინფორმაცია უნდა იქნეს მოქცეული ერთ ფაილში მათ შორის დანართები, დამატებითი ინფორმაცია, ფოტოები, მასალები და ა.შ.  წერილობით დადასტურებულ პოზიციაში კარგად უნდა ჩანდეს იურიდიული პირის სახელწოდება და შემსრულებელის ვინაობა  ტექსტში უნდა იყოს მოცემული დეტალური ფაქტობრივი მონაცემები რომელიც სამუშაო ჯგუფს მისცემს შესაძლებლობას გააკეთოს სწორი ანალიზი და დასკვნა ინფორმაციის ჩაბარების ვადა 14 ივნისი, 2019 საკონტაქტო ინფორმაცია kpiranishvili@parliament.ge n.merebashvili@idfi.ge