საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა ა(ა)ი.პ. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (გიორგი კლდიაშვილი) მიერ წარმოდგენილი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე“ (N1-7153/19; 10/04/2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-10047/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-29
ბიუროს ნომერი 263

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-10047/19 29-05-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ ა(ა)ი.პ. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (გიორგი კლდიაშვილი) მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N1-7153/19; 10.04.2019). კომიტეტზე საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადაა 30 მაისი. საკითხზე დამატებითი კონსულტაციების საჭიროებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge