საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ჯამლათ გვიდიანის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-3461/19; 25/02/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-10067/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-29
ბიუროს ნომერი 264 (შესვენებაზე)

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-10067/19 29-05-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს მოქალაქე ჯამლათ გვიდიანს მის. ქ. თბილისი, ზღვის უბანი, 10კვ. ბ.N18; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ჯამლათ გვიდიანის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N1-3461/19; 25.02.2019) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 27 მაისის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ჯამლათ გვიდიანის საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N1-3461/19; 25. 02.2019). I. საკანონმდებლო წინადადების არსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თანახმად, მისი მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 05 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის თანახმადაც, კოდექსით ერთმნიშვნელოვნად უნდა განისაზღვროს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის განცხადების შეტანის ვადა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგ შესაბამის განცხადებასთან ერთად წარსადგენი მტკიცებულებები. წინადადების ავტორის თანახმად, შესაბამისი ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლში. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლს ემატება მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტს (პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე) და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 5 წელი, განცხადებასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნას მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ამავე კოდექსის 423-ე მუხლით (განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების არსებობაზე. შესახებ) აღნიშნული გათვალისწინებული საფუძვლით განცხადების რომელიმე შეტანა საფუძვლის დაუშვებელია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის შემდეგ. II. საკანონმდებლო წინადადების შეფასება კანონმდებლობაში გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც რეალიზაცია ან დაცვა.1 უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა, თავის მხრივ, იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია და შემდგომში ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის მხოლოდ ადრესატის ნება-სურვილზე.2 საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით „სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს.3 ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია სწორედ მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.4 1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება №2ბ/5464-13 (ხელმისაწვდომია:http://library.court.ge/judgements/99532014-10-27.pdf (29.05.2019); 2 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება №2ბ/5464-13 (ხელმისაწვდომია:http://library.court.ge/judgements/99532014-10-27.pdf (29.05.2019); 3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14) (ხელმისაწვდომია:http://www.constcourt.ge/ge/legal-acts/judgments/saqartvelos-saxalxo-damcvelisaqartvelos-parlamentis-winaagmdeg-611.page (29.05.2019); 4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14) მეორე მხრივ, სამართლებრივი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია, სასამართლოს გადაწყვეტილების სანდოობით, რასაც ორი მთავარი საფუძველი (ასპექტი) აქვს: სასამართლოს ავტორიტეტი და სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოოობა – სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა და ამით სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობა.5 სწორედ აღნიშნულ ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის მისაღწევად მოქმედი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, მხარეს აძლევს შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, ხოლო მეორე მხრივ, იცავს სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ სანდოობას, რაც ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფის და მესამე პირთა ინტერესების დაცვის მექანიზმია. წარმოდგენილი კანონპროექტის ფარგლებში ყურადსაღებია რამდენიმე ფაქტორი. უპირველეს ყოვლისა, ხანდაზმულობის ვადის დროის როგორც მცირე, ისე ხანგრძლივი პერიოდით განსაზღვრა განპირობებულია ურთიერთობათა თავისებურებით და მიზანი დაკავშირებულ პირთა უფლების თანაბარზომიერად ეფექტურად დაცვაშია. ამ მხრივ, კანონმდებელმა უკვე გამოხატა მკაფიო ნება და შექმნა სამართლებრივი წესრიგი მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ფორმით, რომელში ჩარევის მწვავე აუცილებლობა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით ვერ საბუთდება. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებით 423-ე მუხლს ემატება მეხუთე პუნქტი, რომლის მიხედვითაც მიეთითება, რომ, თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ემყარება 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს, მაშინ პირმა უნდა დაასაბუთოს 423-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. აქვე აღსანიშნავია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის N2/8/765 გადაწყვეტილების „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღსრულებაზე, სადაც აღნიშნული საკითხები კიდევ ერთხელ იქნება დამუშავებული. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის (ხელმისაწვდომია:http://www.constcourt.ge/ge/legal-acts/judgments/saqartvelos-saxalxo-damcvelisaqartvelos-parlamentis-winaagmdeg-611.page (29.05.2019); 5 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N 3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19 (ხელმისაწვდომია:http://www.constcourt.ge/ge/legal-acts/judgments/israelis-moqalaqeebi-tamazdjanashvili-nana-djanashvili-da-irma-djanashvili-saqartvelos-parlamentis-winaagmdeg-810.page (29.05.2019). მიხედვით, საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, მიუხედავად მის ცალკეულ ნაწილებზე მსჯელობის გაგრძელების მიზანშეწონილობისა, ერთიანობაში ზემოაღნიშნული მიზეზებით არ არის სათანადოდ მომზადებული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მისი უცვლელად ინიციირებისათვის. დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საქართველოს მოქალაქე ჯამლათ გვიდიანის რეგლამენტის მუხლის 105-ე საკითხთა კომიტეტმა განიხილა მიერ, საქართველოს პარლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით და საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი