საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 8-12 აპრილს, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (თამარ ჩუგოშვილი, ნინო გოგუაძე, ირინა ფრუიძე, გიორგი კანდელაკი) მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ნომერი
#2-10103/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-29
ბიუროს ნომერი 264 (შესვენებაზე)

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2-10103/19 29-05-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს, ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარსადგენად გიგზავნით 2019 წლის 8-12 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 3 ფურცელი პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი მივლინების თარიღი მივლინების მიზანი ღონისძიების თემა დელეგაციის შემადგენლობა აქტივობები ქალაქი სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა 2019 წლის 8-12 აპრილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის, საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება 1. თამარ ჩუგოშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი; 2. ნინო გოგუაძე; 3. ირინა ფრუიძე; 4. გიორგი კანდელაკი; 5. ლანა ჩხარტიშვილი, დელეგაციის მდივანი; 6. ალექსანდრე რამიშვილი, დელეგაციის მდივანი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა: საპარლამენტო ასამბლეის როლი და მისია; სიძულვილის ენა; სექსიზმი და სექსუალური შევიწროვება; სოციალური მედია და ადამიანის უფლებები; მშობელთა, დონორთა და ბავშვთა უფლებები; ფულის გათეთრება. ასამბლეას სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, თორბიორნ იაგლანდმა; ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტიმო სოინიმ, საქართველოს და სომხეთის პრემიერ მინისტრებმა. ორშაბათი, 8 აპრილი დღის პირველ ნახევარში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიენ მორი პასკიემ, საგაზაფხულო სესიის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში საპარლამენტო ასამბლეა უმასპინძლებს საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს. მისი განცხადებით, ეს ქვეყნები ევროპის საბჭოს მხოლოდ 20 წლის წინ შემოუერთდნენ, თუმცა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწიეს დემოკრატიული რეფორმების გზაზე. ბიუროს და მუდმივმოქმედი კომიტეტის პროგრესის ანგარიშის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა ანგარიში მოლდოვას რესპუბლიკაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. დღის მეორე ნახევარში კი, გიორგი კანდელაკმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვით მიმართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის არჩევნებთან დაკავშირებით. ორშაბათის სხდომა დასრულდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის 2018 წლის ანგარიშით, სადაც კომისარი საერთოდ არ შეეხო საქართველოში არსებულ საკითხებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას. გამოსვლის შემდეგ კომისარს პარლამენტარებმა დაუსვეს შეკითხვები. მას შეკითხვა გიორგი კანდელაკმაც დაუსვა. სამშაბათი, 9 აპრილი ასამბლეამ აირჩია ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს თურქეთის მოსამართლე. გაიმართა დებატები მდგრადი განვითარების თემაზე. დებატებზე, დელეგაციის წევრმა, ირინა ფრუიძემ მდგრადი განვითარება საჭიროა იმისათვის, რომ დღევანდელმა მოთხოვნებმა ხვალინდელი საჭიროებები საფრთხის ქვეშ არ დააყენოს და მსოფლიო გათავისუფლდეს სიღარიბის, დისკრიმინაციის და უბედური მოვლენებისაგან. მან ხაზი გაუსვა დეპუტატების ჩართულობის აუცილებლობას ამ მიზნების მისაღწევად. დეპუტატმა ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა. სექსიზმისა და სექსუალური შევიწროებისაგან თავისუფალი პარლამენტების დებატებზე, დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის სახელით გამოვიდა აღნიშნა, თუ როგორი შოკისმომგვრელი იყო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ წარმოდგენილი ანგარიშის სტატისტიკის გააზრება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ევროპი საბჭოს გააჩნია რამდენიმე ეფექტური საშუალება გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლის კუთხით. მათ შორის სტამბოლის კონვენცია, რომელსაც საქართველო 2017 წელს შეუერთდა და რომელმაც უაღრესად დადებით შედეგებამდე მიგვიყვანა. ოთხშაბათი, 10 აპრილი დეპუტატებმა მონაწილეობა მიიღეს ჰოლანდიელი პარლამენტარის, ტინი კოქსის მიერ მომზადებულ ანგარიშზე, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის მომავალს და არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა. დებატებზე გამოსვლისას, ნინო გოგუაძემ რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზე და ევროპის საბჭოს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, ევროპის საბჭოში კრიზისის შექმნას რუსეთის ფედერაცია ცდილობს, და ამ გამოწვევებთან გამკლავება და კრიზისის დაძლევა არ შეიძლება საპარლამენტო ასამბლეის უფლებამოსილების შემცირების ხარჯზე მოხდეს. ამავე თემაზე გამოსვლისას, გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ ფინანსებია და ფულია სწორედ ის ბრძოლის ხერხი, რომლითაც რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოს პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქცევას ცდილობს. დეპუტატმა გულისწყრომა გამოთქვა ევროპის საბჭოს გენმდივნის მისამართით, იმასთან დაკავშირებით, რომ 2 წლის კრიზისის განმავლობაში ვერ მოახერხა ფინანსების სხვა სახსრების აკუმულირება ამ წნეხის განსატვირთად. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. გამოსვლაში ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც საქართველომ, ბოლო 20 წლის განმავლობაში განახორციელა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, კერძოდ გაძლიერდა დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმები, სამართლის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, ეროვნული უმცირესობების დაცვა, გატარდა სასამრთლო რეფორმა და სხვა. სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და კვლავ ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. ასევე აღინიშნა, რომ ჩქარი ტემპით მიმდინარეობს რეგიონების მილიტარიზაცია. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების გატაცებისა და მკვლელობის ფაქტებს. პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვედრები გამართა: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ლილიენ მორი პასკიესთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან, საქართველოზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან ტიტუს კორლეატანთან და კლოდ კერნერთან და ასევე, ევროსაბჭოს კომისართან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დუნია მიატოვიჩთან. ამავე დღეს, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზაა დატანილი – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას. მოამზადა ალექსანდრე რამიშვილმა