საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა არანაკლებ 30000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (07-3/246; 15/11/2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.05.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-10107/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-29
ბიუროს ნომერი 264 (შესვენებაზე)

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-10107/19 29-05-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს 30 000 მოქალაქის მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/246/9 | 15-11-2018). კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადად წამყვანი კომიტეტისთვის განსაზღვრულია 2019 წლის 30 მაისი. დამატებითი კონსულტაციების გავლის აუცილებლობიდან გამომდინარე, რაც ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ხერხდება, მოგმართავთ კანონპროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge